თავი5

8 1 0
                                    

იცით რა დავიღალე. დამღალა ამდენმა სიყალბემ, ვითომ სიყვარულმა, ვითომ რომ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა და კიდევ რამდენი ვითომ არსებობს.
    მინდა დადგეს დღე როდესაც ყველას მოვენატრები.
  მოენატრებათ ჩემი მზრუნველობა,სიყვარული,ერთგულება, მინდა ვნახო თუ როგორ როგორ მოენატრებათ ძველი მე.
    ყველას ვაბეზრებ თავს ჩემი სიყვარულითა და მზრუნველობით. ვიცი ვიცი რომ ზედმეტი ვარ მაგრამ არ მინდა რომ მარტო ვიყო.
     მინდა რომ გვერდით ადამიანი მყავდეს რომელსაც ყველაფერს მოვუყვები, რომელთანაც იქამდე ვიტირებ სანამ ცრემლები არ გამომელევა, რომელთანაც ცხოვრების საუკეთესო დროს გავატარებ, უბრალოდ გვერდში მინდა ის ადამიანი რომელსაც არასდროს არ დავავიწყდები და ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ სინამდვილეში.
   

     როდესაც ფიქრობ რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი დამთავრდა მაშინ იწყება რაღაც ახალი და განუმეორებელი.
     
   მინდა რომ ყველას ვუთხრა რასაც ვფიქრობ, ვგრძნობ მაგრამ ეს ძაან რთულია როდესაც არ იცი რა მოხდება ამის შემდგომ.

      ძაან რთულია როდესაც იცი რომ ძედმეტი ხარ. ვიცი ვიცი რომ ყველას არ უნდა ვენდო მაგრამ როდესაც ადამიანი კარგად მექცევა მიყვება მის შესახებ უკვე მისადმი ნდობა მიჩნდება მაგრამ არ არის ყველა ჩვენი ნდობის ღირსი. ზოგი ჩვენ გამოგვიყენებს და მიგვაგდებს და შემდეგ ამაში ჩვენს თავს დავადანაშაულებთ მაგრამ რატომ რატო გვგონია რომ ყველაფრის ცუდის მიზეზი ჩვენ ვართ!? რატომ არის ეს ცხოვრება ამდენი ამაზრზენი ადამიანით სავსე ვერ ვხდები. ხანდახან მგონია რომ მეც მათთნაირი ვარ მგონია რომ სხვისი არ მესმის და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ ამ მომენტში ჩემი თავი მეზიზღება, ხანდახან ღმერთს ვეკითხები თუ რატომ მეხმარება როდესაც გასაჭირში ვარ!? ვფიქრობ რომ ამას არ ვიმსახურებ არ ვიმსახურებ ღმერთისგან ამდენ სიკეთეს. ვოცნებობ რომ მასავით კეთილი ვიყო და ადამიანებში კარგს ვხედავდე როგორს ის ხედავს ჩემში კარგს.
    დღეს დედაჩემისგან ისეთი მწარე სიტყვები მოვისმინე რომ მინდოდა იქვე მოვკვდარიყავი ვერაფერი ვთქვი ვხედავდი და მესმოდა თუ როგორ ამბობდა ჩემზე ცუდს ხმა ვერ ამოვიღე თვალები სრემლით ამევსო ყელში თითქოს რაღაც გამეჭედა ვცადე გამემართლებინა თავი მაგრამ ხმა მიკანკალებდა მაშინვე სიცილი დავიწყე რაც ძალიან კარგად გამომდის ყალბი სიცილი თუ ტირილი.
რატო ფიქრობენ რომ მე გრძნობები არ მაქვს რატო ამბობენ აცემზე ამდენ ცუდს რატომ ვერ ხედავენ ჩემში დადებითს. მიკვირს რომ ამ ყველაფრის მერე არ ვბორტდები და მაინც ისე მიყვარს ის ადამიანები ვინებიც გულს ძალიან მტკენენ.
       დღესაც ისეთივე საშინელი დღე გათენდა როგორც დანარჩენი სხვა. მინდა რომ ერთი დღე მაინც გამითენდეს ისეთი რომ არ ვიფიქრო დღეს რაღა საშინელება მოხდება.
  მეგობრებს ვეჩხუბე იმის გამო რომ დამიკიდეს, მაქვს მომენტები როდეს არავინ არ მჭირდება ყველა მეზიზღება მინდა მარტო ვიყო არავის არ ვიცნობდე არ მახსოვდეს თუ რა გამოვიარე დღევანდელ დღემდე.
      მინდა რომ ოცნებაავიხდინო რომელიც ვიცი რომ არ ახდება.
   მინდა რომ წავიდე შორს ამ ქვეყნიდან მინდა რომ ვნახო ის ადამიანები რომლებმაც ცხოვრება გამილამაზეს მასწავლეს ჩემი თავის სიყვარული.
   დიდიხნის განმავლობაში მეშლებოდა ნერვები იმაზე თუ რატო არ მიყვარდა ჩემი თავი დღემდე ვერ ვხვდები ამას რატომ რატომ არ მიყვარს ჩემი თავი.
  ალბად თქვენც თავი მოგაბეზრეთ ამდენი ნეგატივით მაგრამ ეს ერთადერთია რითაც შემიძლია სულცოტათი მაინც დავიწყნარო თავი.
   არიან ადამიანები რომლებიც სარკეში იყურებიან და მათ თავს ეუბნებიან:რა ლამაზი ვარ, რა კარგი თვალები მაქვს ან ტუჩები.
   მე კიდევ როდესაც სარკეში ვიყურები სიმახინჯეს ვხედავ, ვხედავ თუ როგორ მიყურებს ვიღაც ამაზრზენი არსება მეორე მხრიდან და როგორ მეუბნება რას გავხარო.
როდესაც ჩემი "მეგობრები" მეუბნებიან რომ ლამაზი ვარ მგონია რომ მატყუებენ, აბა როგორ უნდა უთხრა ადამიანს მახინჯი ხარო. ჩემს თავზე ვერ ვამბობ რომ ლამაზი ვარ რადგანაც რამდენჯერაც ვთქვი იმდენჯერ ჩემმა ყველაზე ახლო ადამიანებმა დამცინავი მზერით შემომხედეს და მათ თვალებში წავიკითხე ყველაფერი თუ როგორ ამბობდნენ ამას მართლა ჰგონია რომ ლამაზია!?
   ეს ძალიან რთული იყო ხანდახან მართლა მგონია რომ ლამაზი ვარ მაგრამ მათი თვალები ამბობენ ყველაფერს მათი მზერა მეუბნება რომ მახინჯი ვარ.
ჩემთვის ყველა ადამიანი ძალიან ლამაზია. მარტივად შემიძლია რომ ადამიანში ვიპოვო დადებითი მხარე,სილამაზე. მაგრამ ჩემს თავში ამას ვერ ვპოულობ.
    სარკეში როდესაც ვიყურები უცნაურია მაგრამ  ჩემს ანარეკლს რომელიც აცრემლებული თვალებით მიყურებს ვეუბნები რომ  მახინჯია ვინმე არ შეიყვარებს, არ აქვს უფლება რომ ვინმესგან ელოდოს სიყვარულს.
   იცით რა გუშინ დიდი ხნის შემდეგ ბიდნიერებისგან ვიტირე. დიდი ხნის შემდეგ ჩემს საყვარელ ადამიანს გაგახსენდი და მეთამაშებოდა როგორც ადრე ეს გრძნობა იმდენი ხანია რომ არ გამომიცდია დამავიწყდა კიდევაც. არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო ის მომენტი ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო ჩემი ღიმილის და სიცილის დანახვისგან. ეს რაღაც სხვანაირი გრძნობა იყო ყველაფერს დავთმობ ოღონდ ეს განმეორდეს მინდარომ კვლავაც ვიყო ისეთი ბედნიერი.
    ჩემი გაბედნიერება ძალიან მარტივია თუნდაც ცოტა ხნით ნებისმიერი ცოტათი მაინც ყურადღება მავიწყებს იმ დარდს და ტკივილს რომელიც ამდენი ხნის მანძილზე თან დამყვება.
      
  

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 25, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

უსათაუროდWhere stories live. Discover now