შუქურისკენ მიმავალი

6 0 0
                                    

ლუკასმა, მიკელმა და ჯეიდმა ადგილი მაშინ დატოვეს, როცა ჰაცლერგს და გეონილს უკვე დამაგვირგვინებელი ბრძოლა უნდა გაემართათ. ლუკასი და მიკელი გაკვირვებულები უყურებდნენ მაიორს და ებადებოდათ მრავალი კითხვა: საიდან გაიგო მორტენის შესახებ? იქნებ გვიყენებს? ანასგან ხომ არ გაიგო რამე? რა დაემართა ანას? მაგრამ მათი კითხვები რეალურ პასუხს სრულად აცდენილიყო. დიდი ხანი არ მოანდომეს მგზავრობას, ორი ცხენით მგზავრობდნენ, ერთზე ჯეიდი იჯდა, მეორეზე კი - ლუკასი და მიკელი. ორივე ცხენი სწრაფი იყო. ჯეიდს ბეჭზე უზარმაზარი მახვილი ეკიდა, გრძელი და სწორი. ხოლო ფერი ისეთი ქონდა, გეგონება დაჟანგული იყოსო, მაგრამ რეალურად მისი ძალა და ფერი სხვა რამეს ნიშნავდა. ჟანგისფერი უზარმაზარი მახვილი იყო გავარვარებული იარაღი, რომელიც რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ადნობდა, როგორც გავარვარებული რკინა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ჯეიდი საბრძოლველად იყენებდა.

-და ჩვენ რატომ მოვდივართ, თუ შუქურისკენ უნდა წავიდეთ? -იკითხა მიკელმა.

-სულ ორი შუქურაა - დაიწყო ჯეიდმა, თან გზას გაჰყურებდა, თან დროდადრო მიკელისკენ იხედებოდა, - ჰატსემ უნდა გვითხრას, რომლისკენ წახვიდეთ.

-და თვითონ რატომ არ ჩნდება ჩვენს თვალწინ და რატომ გვაწვალებს?

-რა სულელური კითხვაა... - პატარაზე წაიყოყმანა ჯეიდმა, - რა თქმა უნდა, მას არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩვენ ჩავერიოთ ამ საქმეში.

და როგორც უკვე ვთქვი, მგზავრობას დიდი ხანი არ წაუღია. მალე ისინი მანტისის ტყის გავლით ცენტრალში იყვნენ. მივიდნენ თუ არა ცხენებიანად ჰატსემ ითხოვა პირდაპირ ზევით აეფრინათ, ქალაქისკენ, ვინაიდან ქალაქი კლდეზე იყო. ჯეიდის ცნობისთანავე დაცვებმა მაგიური ხიდისებრი ზოლით ამოაფრინეს სამივე. 

-ვაუ, ასე ლეგალურად აქ არც კი ვყოფილვარ! - აღტაცებისგან განცვიფრდა ლუკასი.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now