1

666 80 223
                                    

ასაკის დიდი სხვაობა ⚠️
ალფა-ომეგა ⚠️
მელას ნადირობის/მელაზე ნადირობის დამატებითი ფიკია, თუმცა შეგიძლიათ ცალკეც წაიკითხოთ. ⚠️

ყველას უყვარს შოკოლადი, არა? კიმ ჯონგინიც ყველას უყვარდა, რადგან ალფას შოკოლადის სურნელი ჰქონდა.

უყვარდათ იმის და მიუხედავად, რომ ყველაზე დიდი ხულიგანი იყო ქალაქში და მამამისი რომ არა, რომელიც სკოლის დირექტორი იყო, სკოლიდან დიდი ხნის წინ გააგდებდნენ. თუმცა ბოლოს მამამაც ვერ უშველა და ეს ალბათ კარგიც იყო, მაშინ იმ ასაკში იყო, როცა ავტორიტეტი სჭირდებოდა, მამა კი, იმისდა მიუხედავად, რომ ალფა იყო, არასდროს ყოფილა მისთვის ავტორიტეტი.

არ ახსოვს რითი გააბრაზა მისი მათემატიკის მასწავლებელი, მაგრამ გაბრაზებული ალფა სკოლის დირექტორს დაჰყვიროდა, რომ ჯონგინს ქულას არ დაუწერდა და კლასიდან კლასში არ გადაიყვანდა, თუ შიდა გამოცდას არ ჩააბარებდა და თუ მის შეცვლას ცდიდნენ და სამსახურიდან ამის გამო გაუშვებდნენ, აუცილებლად უჩივლებდა. ამჯერად მამას არაფრის გაკეთება არ შეეძლო, მაშინ ჯონგონი 14 ის იყო, ახლა 28-ისაა და მაინც ვერ იხსენებს რა გაუკეთა ასეთი მათემატიკის მასწავლებელს.

მათი ქალაქი ზედმეტად პატარა იყო, მთებს შორის ჩაკარგული, ისეთი ყველა ერთმანეთს რომ იცნობდა და ჭორაობით ენას რომ იქაფებდნენ, თუმცა იმ პერიოდში რომც ქაი, როგორც მას ყველა ეძახდა, სკოლიდანაც რომ გამოეგდოთ, მასზე ხმას არავინ ამოიღებდა. ახლა ენა ქალაქში ახალ ოჯახზე იყო აქაფებული.

ქაის ისინი არ უნახავს, მაგრამ იცის რომ ალფა ორი პატარა შვილით რამდენიმე დღე მანქანაში ცხოვრობდა, შემდეგ კი იმ სახლში გადავიდა, ქაის რომ ამდენი ხანი მოსწონდა. ადრე იქ მოხუცი ალფა ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მას შემდეგ კი სახლი დაცარიელდა, რადგან მისმა შვილებმა სეულში ცხოვრება ამჯობინეს.

Chocolate Alpha And Vanilla Omega Where stories live. Discover now