5 (New!) THE END

390 56 64
                                    

ქაიც ქალაქში ბრუნდება, მინჯუნი კი თავს უხერხულად გრძნობს. მის გამო დაბრუნდნენ? მისი სურვილი რომ ბავშვობის დროინდელ სახლში დაბრუნებულიყო, სადაც თავს დაცულად, კომფორტულად და კარგად გრძნობდა, არასწორად გაიგეს. ერთმანეთს რამდენჯერმე ხვდებიან სუპერმარკეტში, დილას როცა მინჯუნი სავარჯიშოდ დარბის ხოლმე ან პარკში, თუმცა აღარ საუბრობენ. მინჯუნი მუდმივად მზერას არიდებს, ქაი კი მუდამ მას მიშტერებია, რაც ნელ-ნელა უფრო და უფრო აშინებს მინჯუნს.

პანიკა სულში იბუდებს... რისი ეშინია თვითონაც არ იცის. ჯონგინი არასდროს გაბედავს მისი ნების წინააღმდეგ წასვლას და რამის გაკეთებას, არა? ამის იმედი აქვს.

ქალაქი პატარაა, მაგრამ შეხვედრები უფრო მეტი ხდება, თითქოს ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება და უეცრად მინჯუნი ხვდება, რომ ჯონგინი მის დენას ელოდება... დღითი დღე თითქოს უფრო მეტად უახლოვდება. მინჯუნი ცხოვრებაშიც რომ არ უყიდია, იმდენ რძიან შოკოლადს ყიდულობს, აფთიაქიდან წამლებსაც იმარაგებს და სახლში მიდის,  თუმცა ქუჩაში შეხვედრილი ჯონგინის კმაყოფილ ღიმილზე გული ლამის ამოვარდნაზე აქვს. მინჯუნი ხვდება, რომ მართლაც მის დენას ელიან, მაგრამ რისთვის?

გულში დაბუდებული პანიკა საშუალებას არ აძლევს მოდუნდეს, ყველაზე კარგი ახლა სეულში, მამებთან დაბრუნება იქნება და დენის იქ გატარება, მაგრამ ვერ მოასწრებს. სამ საათში დენა დაეწყება,  სეულამდე გზას კი 6 საათზე მეტი სჭირდება.

მინჯუნი ყველა სამალავში დამალულ გასაღებს კრებს და სახლში იკეტება, ათჯერ ამოწმებს თითეულ ფანჯარას, აივანს, კარს. სინამდვილეში იმის ეშინია, რომ ეს ისევ განმეორდება... ისევ მოუწევს წოლა და დროის დათვლა, სანამ მისი სხეულით სიამოვნებას იღებენ. 

მისთვის სექსი არაფერს ნიშნავდა, არაფერს გრძნობდა, მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა, რადგან იმის გამო რომ აღზნებას ვერ გრძნობდა, ბუნებრივი ლუბრიკანტიც არ გამოიყოფოდა. ტკივილის გარდა ეს ზედმეტად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა... ერთ ადგილას უნდა გაჩერებულიყო, სანამ მის სხეულს იყენებდნენ და ზოგჯერ იმის იმიტირებაც უნდა მოეხდინა, რომ სიამოვნებდა. ამის გამო უმეტესწილად ისეთ პოზას ირჩევდა, სადაც მუცელზე წოლა უწევდა, ასე მისი პარტნიორი ვერ ხედავდა, რომ მინჯუნს არც კი უდგებოდა.

Chocolate Alpha And Vanilla Omega Where stories live. Discover now