თავი 2

289 17 3
                                    

მეორე დღეს უნივერსიტეტში ცოტა ადრე მივედი. იუნგი და ჯინი უკვე იქ იყვნენ. მათთან ერთად ვიყავი ლექციის დაწყებამდე.  გონება გაფანტული მქონდა, წარმოდგენა არ მაქვს ბატონ კიმს როგორ დავუახლოვდე. მგონი ამის შანსი 0.0001%, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქრო მაგრამ ჯანდაბა ის ხომ ჩემი ლექტორია რა მაინცდამაინდ ის მომეწონა.

ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე დრო როდის გავიდა. ლექცია უკვე იწყებოდა, ამიტომ უკვე  წამოვედი ბიჭებს დილას  ლექცია არ აქვთ და ამიტომ მარტო წამოვედი.

აუდიტორიაში შევედი. რამდენიმე სტუდენტი უკვე იყო იქ და დაწყებას ელოდებოდა. მე ჩემი ადგილი დავიკავე, როგორც ყოველთვის უკანა რიგი  ბოლოდან მეშვიდე სკამი.ეს  ჩემთვის იღბლიანი ციფრია.

უკვე ყველა სტუდენტი დარბაზში შეიკრიბნენ და მხოლოდ ლექტორიღა გვაკლდა, რომელმაც არ დააყოვნა და პირდაპირ შემოიჭრა. წამიერად ვიგრძენი როგორ გამომხედა მის მერხთან მისვლის პროცესში. ღმერთო უკვე მეორედ გამომხედააა. კარგი რა ჯუნგუკ  ტყუილად კოშკებს ნუ ააგებ.

ლექცია დაიწყო. მთელი ლექციის განმავლობაში საუბრობდა, ხშირად დისკუსიაც იყო, რამაც სახალისო გახადა იგი. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ  იდიოტმა მინჰომ  რაღაც არ მესროლა  შეუმჩნევლად, რომელიც მტკივნეული იყო.
ხელად წამოვენთე,  როგორ მიბედავს ეგ  იდიოტი    ბავშვი.

ჯანდაბა სულ დამავიწყდა ლექციაზე რომ ვიყავი, ჯანდაბაააა, როგორი სირცხვილია.

-ჯეონ ჯუნგუკ ლექციის შემდეგ ჩემს კაბინეტში.-სერიოზული სახით მითხრა ბატონმა კიმ. ჯანდაბა ჯანდაბა. პირველივე ლექციაზე რატომ უნდა დარჩეს ჩემზე ესეთი შთაბეჭდილება. ჯანდაბა რატომ მაინცდამაინც მე.

მთელი ლექციის მანძილზე ხმა არ ამომიღია,   ყურადღებით კი ვუსმენდი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა მაწუხებდა. ჯანდაბა ნეტავ რა უნდა  მითხრას.

my little baby♡Where stories live. Discover now