chapter 4

43 8 2
                                    

  თვითმფრინავი უკვე დაეშვა მგზავრებმა ჩასვლა დაიწყეს და ჩვენც ჩავედით.
აეროპორტში ბევრი ხალხი იყო. უცებ ზეინი დავინახე, რომელიც ძალიან იყო შეცვლილი თმა ოდნავ გრძელი ჰქონდა, პატარა წვერიც ქონდა და რამდენიმე ახალი ტატუც შევამჩნიე.
მისკენ წავედით ზეინიც წამოვიდა ჩვენსკენ და ჩამეხუტა

-ჯანდაბა ძმაო მომენატრე

-მეც მომენატრე ზი

-არმჯერა რო უკვე აქხართ

მე გამეცინა ამ დროს დეიზიმ თქვა

-ჩვენ არ მოგენატრეთ?

-რათქმაუნდა თქვენც მომენატრეთ მოდით აქ

ზეინი ჯერ ტყუპებს ჩაეხუტე შემდეგ ფიზის და ლოტის

-კარგი ჩემოდნები მანქანაში ჩავაწყოთ და სახლის სანახავად წავიდეთ

-კარგი

ჩემოდნები მანქანაში ჩავაწყვეთ შემდეგ კი ჩვენც ჩავჯექით მე წინ ზეინის გვერძე დავჯექი გოგოები კი უკან. გზაში ბევრი ვისაუბრეთ ზეინმა მის მეგობრებზე მომიყვა ისიც თქვა რომ როცა გაიგო გადასვლას ვაპირებდით სულ ამაზე ლაპარაკობდა.
ამ დროს სახლსაც მივუახლოვდით. მანქანიდან გადავედით.
ჩვენს წინ ორსართულიანი სახლი იყო

-ვაუ

-წამოდით

ზეინმა ზარი დარეკა. კარი ერთმა ქალმა გააღო და გაგვიღიმა

-მე ზეინი ვარ ტელეფონით გესაუბრეთ სახლთან დაკავშირებით

-გასაგებია და თქვენ ალბათ ლუი ხართ ხო?

-დიახ

-სასიამოვნოა მე ლილი ვარ სახლის პატრონი შემოდით და ნახეთ სახლი

სახლში შევედით იქაურობა ძალიან ლამაზი იყო. კედლები თეთრი ფერის იყო. იქვე დიდი კიბე იყო. კიბის გვერძე კარი იყო რომლითაც ოთახში შედიოდი სადაც ორი შავი დივანი იდგა და დიდი ტელევიზორი. მარჯვენა მხარეს სამზარეულო იყო და იქვე მაგიდა იდგა. კიბეებზე ავედით მეორე სართულზე 6 ოთახი იყო 4 საძინებელი და 2 აბაზანა.

-მოგწონთ?

გვკითხა გვკითხა სახლის პატრონმა

-ძალიან ლამაზია

-კარგით მაშინ მე წავალ და რადგანაც ახალი ჩამოსულები ხართ თქვენი შეწუხება არ მინდა ამიტომ ხვალ გადმომირიცხეთ ფული

-კარგით მადლობა

-სამადლობელი არაფერია

-გაგაცილებთ

-კარგი

  ლილი წავიდა წახლში შევბრუნდი და ზეინი კიბეებიდან ჩამოდიოდა

-წამო ჩემოდნები გადმოვიტანოთ

-ხო წამო

ჩემოდნები შესასვლელში დავაწყვეთ

-ლუი რაღაც საქმე მაქვს და დახმარება თუ არ გჭირდება წავალ

-არა წადი ჩვენ მივხედავთ დანარჩენს

-კარგი თუ რამეა დამირეკე და მოვალ

-კარგი მადლობა

-ნუ მიხდი მადლობას რაცარუნდა მოხდეს ყოველთვის დაგეხმარები

-ვიცი

ზეინი სახლიდან გადიოდა როცა მომიბრუნდა და მითხრა

-ამ ლუი ხვალ ჩემს მეგობრებთან ვაპირებ წასვლას და შენც წამოდი გაუხარდებათ შენი ნახვა

-ამ რავი წამოვალ ოღონდ ჯერ ბანკში უნდა შევიდე ფული უნდა გადავურუცხო ლილის

-კარგი მე წაგიყვან

-არ მინდა შეგაწუხო ისედაც ბევრს აკეთებ ჩემთვის

-ლუი როცა საქმე ჩემს მეგობრებს ეხებათ ყოველთვის მათთან ვარ

-კარგი კარგი

  ზეინი წავიდა მე კი სახლში შევედი გოგოებმა როგორც ჩანს უკვე აიტანეს თავიანთი ჩემოდნები. და მეც ავიტანე ჩემები. ოთახში შევედი რომელიც თეთრი იყო. ოთახის შუა ნაწილში საწოლი იდგა და ორივე მხარეს ფანჯრები იყო მარცხენა მხარეს კედელთან მაგიდა იდგა თავისი სკამით, გვერდით კი თაროზე წიგნები ელაგა. მეორე მხარეს კი დიდი კარადა იდგა. ნივთების ამოლაგება დავიწყე. როდესაც დავამთავრე უკვე ღამე იყო ძალიან დაღლილი ვიყავი,  სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე ოთახში დავბრუნდი და დავიძინე.

Two GhostWhere stories live. Discover now