chapter 6

44 7 2
                                    

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა თვალები როცა გავახილე დავინახე რომ ზეინი დივანზე იწვა და ჩემზე იყო მოყუდებული. მეორე დივანზე კი ნაილს და ლიამს ეძინათ. ნაილის ცალი ფეხი იატაკზე ქონდა დადებული მეორე კი ლიამის თავთან. ლიამს კი ორივე ფეხი მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი. ჰარი კი აქ არ იყო. ზეინი გავწიე და ავდექი სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად იქ კი ჰარი დამხვდა რომელსაც გრძელი თმები შეკრული ქონდა როცა დამინახა გამომხედა და გამიღიმა

-დილამშვიდობისა

-დილამშვიდობის

-როგორ გეძინა

-კარგად

-თავი არ გტკივა?

-საშინლად

-თუ გინდა წამალს მოგცემ

-კარგი

ჰარი სადღაც გავიდა და მალევე დაბრუნდა

-აჰა გამომართვი

-მადლობა

-არაფრის

ჭიქაში წყალი დავისხი და წამალი დავლიე

-რამე გახსოვს?

-ამმ ზეინის და ლიამის ჩხუბი მახსოვს ნაილის ცეკვა და კიდევ მახსოვს რაღაცეები

-ზეინი და ლიამი სულ ასე ჩხუბობენ?

-არმკითხო ფხიზელზე იმდენად არა მარა როცა დალევენ ვეღარ გააჩერებ

-მე კიდევ ის მახსოვს შენ რომ ლიამს ემუქრებოდი რაღაცას გესვრიო

-კოვზე ვეუბნებოდი ლიამს კოვზების ეშინია და მაგიტო

-მოიცა კოვზების ეშინია? რატო?

-არვიცით მახსოვს ერთხელ შემთხვევით კოვზს მოკიდა ხელი და ყვირილი ატეხა ლამის დაგვაყრუა ყველა

მითხრა და გაეცინა.

ახლა შევამჩნიე მისი ნაჩხვლეტები ლოყებზე რომელიც სიცილისას უჩნდება. ჰარიმ კიდევ ბევრი რაღაც მომიყვა. საუბარი ბრახუნის ხმამ გაგვაწყვეტინა ერთმანეთს შევხედეთ და მერე მისაღებისკენ წავედით როცა იქ მივედით სიცილი აგვიტყდა ნაილი იატაკზე იყო დავარდნილი. ლიამმა და ზეინმაც მალევე გაიღვიძეს და ნაილი რომ დაინახეს იმათაც სიცილი აუტყდათ. ჰარიმ ტელეფონი მოიტანა და ნაილს ფოტო გადაუღო

-ბიჭებო არაა სასაცილო ყველაფერი მეტკინა

ჩვენ კი მაინც გავაგრძელეთ სიცილი

  საღამოს ზეინმა სახლში მიმიყვანა. როცა სახლში შევედი გოგოები მოვიდნენ ჩემთან და კითხვების დასმა დამიწყეს და მეც ყველაფერი ვუთხარი. ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომაც ოთახში ავედი და დავწექი, ბოლო ორ დღეზე ვფიქრობდი თან მეცინებოდა, მერე კი ჰარი გამახსენდა და გამეღიმა.

Two GhostWhere stories live. Discover now