8 თავი

368 31 14
                                    

შეიცავს 18+ ოდნავ 😌

_________________________

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

_________________________

გუკს მთელი დღე ხმა არ ამოუღია, საჭმელი ძალიან ცოტა ჭამა ისიც მე დავაძალე, ფიქრებში იყო გართული ალბათ იმაზე ფიქრობდა საიდან დაეწყო მოყოლა , რამდენიმე საათი გავიდა უკვე შუადღეს გადაცდა არ მინდოდა დამეჩქარებინა მაგრამ დრო არ ითმენდა, ამიტომ მისაღებ ოთახში გამოვიყვანე და დივანზე ჩამოვსვი მეც მის გვერდით ჩამოვჯექი

- აბა გისმენ.... მეტს ვეღარ დავიცდი უნდა მომიყვე. - გუკმა ცოტა ხანს მიყურა ვატყობდი რომ ყოყმანობდა.

არვიცი ასე რისი გამხელის ეშინოდა, არვიცი ასეთი მნიშვნელოვანი რა გამომეპარა..... ვუყურებდი, დასუსტებულ, დაპატარავებულ ადამიანს რომელიც ცხოვრებაში ასეთი არასდროს ყოფილა და თვალებს ვერ ვუჯერებედი.... როგორ მივეცი ჩემს საყვარელ ადამიანს ასე შეცვლის უფლება???? როდის შევწყვიტე მისთვის ყურადღების მიქცევა??....... ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, ჩემს წინ აკანკალებული იჯდა, შიშისგან და ნარკოტიკის სურვილისგან ათრთოლებული, ნერვებისგან ფეხებს ვერ აჩერებდა, სირცხვილისგან თვალებში ვერ მიყურებდა და ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გავაანალიზე რომ დიდი ხანია ასე არ დავკვირებულვარ მის მდგომარეობას, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მთლიანი დღე გავატარეთ ერთად , მხოლოდ ღამით ვახშმის დროს და სექსის დროს ვიყავით ერთად და აქამდე ეს ნორმალურად მეჩვენებოდა..... როდის მივედით აქამდე?? რა შეიცვალა???..........

ამ ფიქრებიდან გუკის უხერხულმა ჩახველებამ გამომიყვანა, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და ცერით ნაზად მოვეფერე რომ ცოტა ნერვიულობა მომეხსნა, გუკმა სუსტად გამიღიმა და ლაპარაკი დაიწყო

შეცვლა //ჯიგუკი 🔞Where stories live. Discover now