თავი 17

93 12 4
                                    

სოფლიდან წამოსულები ხმას კარგა ხანს არ იღებდნენ, გზად 3 თუ 4 სოფელი გაუჩერებლად გაიარეს, იუნგის ისევ მასკა ქონდა სახეზე და თავის ფიქრებში იყო გართული" ნუთუ ასე ძნელია სიკეთის გაკეთება როცა რაღაც ნაკლი გაქვს? ნუთუ ვერავინ ხედავს ტკივილს რომელსაც ის განიცდიდა?" თეჰიონი მთელი გზა ქერათმიანს გაფაციცებით გაჰყურებდა შემდეგ კი სიჩუმე დაარღვია..
- იცი გზად ერთი სოფელია
- არანაირი სოფლები დასვენება თუ გინდა აქ დაისვენე!
- მომისმინე!!!!
- არ ვაპირებ მოსმენას!!
ისევ კინკლაობაში ჩაებნენ, თეჰიონმა უფროსს უზრდელი და თავხედიც კი უწოდა შემდეგ გაჩუმდა, თუმცა სათქმელი მაინც დაასრულა..
- აქ ახლოს სოფელში დედაჩემი უნდა იყოს ვიფიქრე რადგან გზად გავივლით იქნებ შეგვეარათქო!!!!! ამის თქმა მინდოდა უზენაოსობავ!
იუნგიმ ცალი თვალით გამოხედა ბიჭს შემდეგ ჩაეღიმა..
- კარგი რადგან ასე გსურს გავიაროთ!
სოფლის შესასვლელი ულამაზესი ვარდებით იყო სავსე, თუმცა ზოგიერთი ჭყნობის პირას იყო მისული, გვალვამ მთლიანად გაანადგურა მიწა რომელზეც ეს ყვავილები იზრდებოდნენ, ორი მამაკაცი, რომელიც ვედროთი წყალს ეზოდებოდა უცხოების დანახვისას მხოლოდ თეჰიონს გაჰყურებდნენ, უმცროსი ნამდვილად იყო ულამაზესი სახით დაჯილდოვებული, უმანკო თვალები ჰქონდა, შესვლისას ბაზარში ამოყვეს თავი, ცოტაც რომ გაიარეს უკვე საცხოვრებელი პატარა სახლები დახვდათ, ორ სახლს შორის ერთი დიდი ეზო იყო სადაც მოხუცი მამაკაცი ბავშვებს ისტორიას უყვებოდა, ლეგენდას ჟუმონგზე... კიდევ ცოტაც რომ გაიარეს თეჰიონმა მაცნობი სახე შენიშნა და ცხენიდან ჩამოხტა, უცებ მივარდა მოხუც ქალთან, რომელმაც უმცროსი თვალის დამხამებაში იცნო..
- თეჰიონ!? აქ საიდან გაჩნდი?
ქალმა აღელვებით ჰკითხა ბიჭს, იუნგი ცხენზე იჯდა არ ჩამოსულა უბრალოდ გაჰყურებდა ორ მოსაუბრეს..
- გზად შემოვიარეთ, მიხარია რომ გნახე დედაჩემის ნახვა მინდოდა!!
- დედაშენის?
უფროს ქალბატონს რომელსაც თეჰიონის სიტყვები ჩაესმა, სრულიად ფერმკრთალი სახე ჰქონდა, დამჭკნარი მოხუცი გეგონება წლებმა მის სახეს სილამაზე წაართვაო, ქალმა იუნგისაც გახედა თუმცა ყურადღება დიდად არ მიუქცევია, უმცროსი ბიჭი სახლში შეიპატიჟა და მომხდარი ამბის მოყოლაც დაიწყო ამავდროულად ორივეს ჩაი შესთავაზა, იუნგიმ მასკა ჩამოიხსნა, მის წინ პატარა ფაიფურის ჭიქა აიღო და მდუმარეთ იჯდა...მიუხედავად იმისა, რომ მოხუცსს მისი გაცნობა დაავიწყდა მოყოლილი ისტორია ამ წუთას უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა..
- გუშინ საღამოს სოფელში უცნობი ხალხი, მოვიდა დედაშენს მათთან გასაუბრების შემდეგ სახეზე ფერი არ ედო, შემდეგ კი წაიყვანეს არ ვიცი ვინ იყვნენ!
მოხუც ქალს დამჭკნარი თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა, შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო თუმცა არაფერი უთქვამს...
- დედაჩემი სად უნდა წაეყვანათ ვერ ვხვდები.
-  სოფლიდან გავიდეთ როგორც მოხუცმა თქვა გუშინ საღამოს წავიდნენ, არამგონია ძალიან შორს იყვნენ ისე რომ ვერ დავეწევით!
- რომ მ..მოეკლათ!?
- მაშინ გვამს სადმე უკაცრიელ ადგილას დატოვებდნენ ან ცხოველებს აჭმევდნენ გასაგებად უნდა წავიდეთ!
თეჰიონს იუნგის სიტყვებზე თვალები იმხელაზე გაუფართოვდა ბუს დაემსგავსა, ცხენზე პირველი ავარდა და გიჟივით გააჭენა იუნგი ძლივს დაეწია..
- ნუ მიიჩქარი თუ ვნახავთ უცებ მაინც ვერ  ვიმოქმედებთ!
- ვიცი!!!!

******
ჰოსოკი პატარა ტავერნასთან ლამაზ აბრეშუმს გაჰყურებდა, ჩაფიქრებული უყურებდა ნაჭერს რომელსაც ქალბატონები არჩევნენ..
- რას უყურებ ?
- არაფერს უბრალოდ დამაინტერესა რამდენ ხანს უთმობენ ქალები აბრეშუმის არჩევას!
- დამცინი?
- არა უბრალოდ ..
- გაჩუმდი გთხოვ! წამოდი გზა გავაგრძელოთ!

********

ბიჭებმა საღამო ხანს მიაგნეს  იმ ხალხს ვინც თეჰიონის დედა წაიყვანეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო იუნგიმ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი...

Forbidden love ( დასრულებული)Where stories live. Discover now