ევერგარდენი

70 4 2
                                    

წითელი, გრძელი ატლასის კაბა... სხეულის გამოკვეთილი თითოეული ნაწილი. ყავისფერი, ტალღოვანი გრძელი თმები და სისხლისფრად შეღებილი ტუჩები. მედიდურად მივაბიჯებ ბარ ევერგარდენში და ჩემი   მუქი, ცბიერი თვალები ღიმილით რაღაც საინტერესოს, მიმზიდველს ეძებდა.

ბართან მივედი და ბარმენს ერთი ჭიქა კოსმოპოლიტენი ვთხოვე.

- ასეთი მშვენიერი ქალბატონისთვის ეს სასმელი ზედმეტად ძლიერი ხომ არ არის?

გვერდით გავიხედე და ქერა, მაღალი მამაკაცის თვალები ჩემს ცქერას არ წყვეტდნენ.

ფეხი ფეხზე გადავიდე და ჩემებურად საუბარი განვაგრძე.

- და შენნაირი მამაკაცისთვის მოხიტო შესაფერისია?

ცინიკურად ჩავიღიმე და ჩემი კოსმოპოლიტენის სმა განვაგრძე.

- როგორი ცინიკოსი და ამავდროულად გამაღიზიანებელი ხარ!

მისი თვალები, რომლებიც რამდენიმე წამის წინ ჩემს მახეში გაბმას ცდილობდა, სიბრაზით აივსო.

- მგონი ძალიან უხეშად მომივიდა, ხომ?

- ენა დაამოკლე!

ჩემი ხელი მოულოდნელად სასმელს მოშორდა და ამის ნაცვლად მის ჰალსტუხს ჩაეჭიდა.

- იცი ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს? როცა დალევაში ხელს მიშლიან.

- ვინ ჯანდაბა ხარ?

- და თავად ვინ ჯანდაბა ხარ? აქედან დაიკარგე!

ცირკის მასხარა სკამიდან გადმოვაგდე და ჩემს სასმელს დიდი სიყვარულით დავუბრუნდი.

ბარმენი ამაყი თვალებით მიყურებდა და სიამოვნებისგან იღიმოდა. როგორც ჩანს, ამ ტიპის მოშორება მასაც უნდოდა.

ეს ბარი ძალიან მიყვარდა. მასში ჩემი ორი საყვარელი რამ იყო გაერთიანებული: სასმელი და ბილიარდი.

ჩემი თვალები და სხეული ბილიარდის მაგიდამ გაიტაცა და მასთან მისვლა გადავწყვიტე. მოვიმარჯვე კია და მის წვერს ლურჯი ცარცის წასმა დავუწყე. დრო იყო რომ თამაში დამეწყო და როგორც ყოველთვის, მოულოდნელი სტუმარიც გამოჩნდა:

მომაკვდინებელი კოცნა Where stories live. Discover now