Poker Face

21 3 0
                                    

ეს ვინ არის? ისევ ახალი პრობლემა გეწვია, ეველინ? ჩემს სახეზე არსებულ სიცილსა და გაოცებას ვერ ვამშვიდებდი. ტელეფონი გადავდე და ძილი გადავწყვიტე. ხვალინდელი შეხვედრა ჩემს სასიკეთოდ უნდა წარიმართოს, სხვა შემთხვევაში ჩემს ხალხს საფრთხე შეექმნება.

როცა გავიღვიძე, დილის 8 საათი იყო. ქვედა სართულიდან დაუოკებელი ხმაური მესმოდა. იარაღი მოვამზადე და ჩუმი ნაბიჯებით კიბეების საფეხურებს გავუყევი. 

- ქალბატონო ეველინ, ძალიან სასიამოვნოა დილაადრიან თქვენი ხილვა და თანაც, იარაღით ხელში. საკმაოდ სექსუალურია.

- ლიან! წესების შესახებ დაგავიწყდა?! ხმამაღალი ტონით მივმართე დაცვის ლიდერს.

- ბოდიშს გიხდით ქალბატონო, მისი შეკავება ვერ მოვახერხეთ.

- ნუ ბრაზდებით, ქალბატონო ეველინ. ერთად ხომ არ გვესაუზმა?

- ბატონო ენდრიუ, თუ სიმართლე გაინტერესებთ, ოდნავადაც არ მახარებს თქვენი მოსვლის ამბავი და მითუმეტეს აქ! 

- ვგიჟდები ამ ქალზე! ბიჭებო, განა გინახავთ ასეთი სილამაზე? ეს ეშმაკური ღიმილი...

- თუ არ გინდა, რომ ამ ლამაზმა ქალბატონმა შუბლი გაგიხვრიტოს, ჩემი სახლიდან დაიკარგე!

- ერთი წუთით, ეველინ. ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდა?

- რა შეთანხმება? რაზე ლაპარაკობ?

- დღეს ვიცი, რომ მნიშვნელოვან ადამიანს უნდა შეხვდე. თანხის ნაწილი კი ჩემი იქნება.

- ენდრიუ, როგორ მაცინებ ხოლმე. მოდი დავაზუსტოთ. შენ რატომ უნდა მოგცე თანხის ნაწილი?

- რადგან ჩემი მხრიდან ხვდები, ეველინ.

ენდრიუს ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი, იარაღი მაგიდაზე მოვათავსე და მშვიდი ღიმილით მივუგე:

- ენდრიუ, წითელი ყვავილის წინა ლიდერი მკვდარია. მე არ ვიცი მასთან რა შეთავაზებები და შეთანხმებები გქონდა, მაგრამ მე ეს არ მეხება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 08, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მომაკვდინებელი კოცნა Where stories live. Discover now