თავი 10🌋

706 29 10
                                    


pov:იუნა

მეორე დღეს გავიღვიძე და თაეს ხელი გადავუსვი კულულებზე რომ გაეღვიძა.

მანაც თავი აწია.გაბუტული ტუჩებით და აწეწილი თმით  ნელა მოავლო ოთახს ცალი თვალი და ისევ ჩემს მკერდზე დადო.

ორივემ შეცდომა დავუშვით.მასთან არ უნდა დავწოლილიყავი.თუმცა ეს მისი ბრალი იყო.

-აღარ მინდა გაგიშვა.-მითხრა  თაემ.
-რთულია მაფიის წარმომადგენელს გოგო აახიო,მითუმეტეს ისეთ ბიჭს,რომელსაც ჯონგუკი ქვია,თუმცა შენს გამო ნამდვილად ღირს ჯონგუკს დავუპირისპირდე.

თაემ ნაზად მაკოცა.იყო მასში რაღაც რაც მხიბლავდა,თუმცა ამ ყველაფერს თუ ჯონგუკი გაიგებდა,ნამდვილად დიდი პრობლემები გვექნებოდა.

ჯონგუკი მალე გამოკეთდა და სახლს დაუბრუნდა.სახეცვლილი იყო,ოღონდ მისი ყველა ქმედება ნამდვილ მაფიოზს გამოხატავდა.

ღამე ძუკნებით ივსებოდა სახლი.

ნახევრად შიშველი გოგონები,გალეშილები და თმააწეწილები აქეთ-იქით დადიოდნენ და ხან რომელ ბიჭს უჯდებოდნენ კალთაში ხან რომელს.
კვამლში იყო გახვეული სახლი, ვეღარ ვჩერდებოდი.სულ ჩემს ოთახში ვიყავი.
მხოლოდ თაე არ უჯერებდა ბიჭებს და არავისთან წვებოდა,არ თამაშობდა.მუდამ ოთახში იყო გამოკეტილი.ან ბარში მიდიოდა და იქიდან მალევე ბრუნდებოდა.

დრომ დიდი კვალი დაამჩნია სახლს და მეც მეტი აღარ შემეძლო.თაე ცდილობდა ყველანაირი უაზრო სიტუაციიდან ჩემს დახსნას, თუმცა უშედეგოდ.ამიტომ ჩემი და ჯონგუკის ოთახიდან გადავედი და სტუმრების ოთახში ვიძინებდი ხოლმე.

ისე მოხდა რომ მე და ჯონგუკი ერთ საღამოს მარტო დავრჩით.ის ისევ მთვრალი მოვიდა კაზინოდან და იმდენი იარაღი მოიტანა,ლამის გამეცინა.დაზვერვაში იყო თუ ერაყში?დაბლა რომ ჩამოვედი სახლი აწეწილი დამხვდა.წყალი წესივრადაც ვერ დავლიე.

მაფია მაფიაა.თუმცა ბიჭების ვერაფერი გავიგე.უაზროდ ვფიქრობდი მათზე.თითოეული მადარდება.რაღაც უხილავი ძაფებით ვიყავი მათთან დაკავშირებული.რატომ არ მინდოდა გაქცევა?რა მაფერხებდა.რომ გავქცეულიყავი მომკლავდნენ.არავის ჭირდება ენატლიკინა გოგო.ყოველ წამს შემეძლო ჩამეშვა პოლიციასთან.

მაფიოზების გოგო🔞(დასრულებული)Where stories live. Discover now