5

106 10 6
                                    

ნიკის POV
იმ დღის შემდეგ ჩემს სახეზე ღიმილი არავის უნახავს. უკვე 1 წელი გავიდა. დღემდე ვიძახი რომ ჩემი ბრალია და მართლა ეგრეა. სხვა სკოლაში გადავედი რადგან იმ სკოლაში გაჩერება აღარ შემეძლო, ყველგან ელა მელანდებოდა. სკოლას 1 თვეში ვამთავრებთ. კირა იმ დღეს ისე ცუდად გახდა რომ კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა. მაშველებმა ვერ შეძლეს ელას პოვნა.

სკოლისთვის გამზადებას მოვრჩი და დაბლა ჩავედი.
დედა: ნიკი მოდი ჭამე.
მე: არ მინდა.
დედა: როდემდე უნდა იყო ეგრე? ერთი წელი გავიდა, უნდა შეეგუო! დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამ ეგეც ძალიან ცოტას რაც შენი ჯანმრთელობისთვის კარგი არაა!
მე: ხოდა უკეთესი იქნება ცუდად თუ გავხდები და ელასთან წავალ!
სახლიდან გამოვვარდი და იმ ხიდზე წავედი. იქვე ახლოს ჩამოვჯექი.
???: გამარჯობა.
მე: გამარჯობა.
???: აქ რას აკეთებ?
მე: რა არ შეიძლება?
???: არა არასწორად გაიგე, უბრალოდ აქ ისეთი ხალხი მოდის ვისაც თავის მოკვლა უნდა.
მე: ხოდა ზუსტად ეგ მინდა.
???: შეიძლება ვიკითხო რატომ?
მე: ამ ხიდიდან ის ადამიანი გადახტა ვინც მიყვარდა.
???: ვწუხვარ. მიზეზი რა იყო?
მე: ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. მას მე გული ვატკინე. საშინელი სიტყვები ვუთხარი. მერე მივხვდი თუ როგორ მიყვარდა როცა წავიდა მაგრამ უკვე გვიანი იყო.
???: ვწუხვარ ძმაო. მე ჯიმინი ვარ.
მე: მე ნიკი. და შენ რა გინდა აქ?
ჯიმინი: მე უბრალოდ ვსეირნობდი და აქ გავლა მომიწია.
მე: გასაგებია.
ჯიმინი: კარგი ნიკი მე უნდა წავიდე, კარგი იყო შენი გაცნობა.
მე: ნახვამდის.
ჯიმინი: კარგად.
წავიდა და მეც სკოლის გზას დავადექი. მივედი და ჩემს მერხთან დავჯექი.
კირა: გამარჯობა ნიკი.
მე: ზდ. - ვთქვი და მაგიდაზე თავი დავდე.
ჯონვონი: კაი რა ერთხელ რო გაიღიმო მაინც რა მოხდება.
მე: თქვენ რა ეგრე ადვილად დაგავიწყდათ ყველაფერი?
კირა: არა, ჩვენც გვიჭირს მაგრამ ვეგუებით. შენც-
მე: თქვენც თუ ნერვები უნდა მომიშალოთ წავალ საერთოდ.
კირა: კაი ბოდიში. - თავის ადგილას დაჯდა და მალევე მასწავლებელი შემოვიდა.
მასწავლებელი: გამარჯობა ბავშვებო, ახალი მოსწავლე გვყავს.
აი რათ გვინდოდა ეხლა ახალი კლასელი, გაიტენა უკვე კლასი. მასწავლებელმა ის ვიღაც შემოიყვანა და თვალები გადმომივარდა. ჰაჰა ისევ მოლანდებები მაქ ხო? არა შანსი არაა. ჯონვონს და კირას გავხედე და მაგათ სახეებზე მიხვდი რომ არ მელანდებოდა. გავგიჟდები, არა არა ეს სიმართლე არაა. სიზმარში ვარ? ხელზე დავირტყი და მეტკინა ანუ არ ვარ. სასწრაფოში დარეკეთ.
???: გამარჯობა მე ელა ვარ, იმედია ვიმეგობრებთ. - თქვა და გაიღიმა.
ვსო ეს ჩემი ცხოვრების ბოლო წამები იყო, ვკვდები. ჩემი სკამიდან წამოვხტი.
მასწავლებელი: ნიკი რა ხდება?
მე: შე...შეიძლება გავიდე?
მასწავლებელი: კი გადი.
სახეზე წყალი ალბათ ათასჯერ მაინც მივისხი. კლასში დავბრუნდი იმ იმედით რომ წეღან მართლა რაღაც მომეჩვენა მაგრამ არა, ელა ისევ აქაა. გავგიჟდები. ზარი დაირეკა და კირა და ჯონვონი ჩემთან მოცვივდნენ.
კირა: თქვენც ის დაინახეთ ვინც მე?
მე/ჯონვონი: კი.
კირა: თავიდან მეგონა გავუფრინე მარა მერე რო დავინახე თქვენი სახეები მივხვდი რო არ გამიფრენია.
ჯონვონი: მეც ეგრე.
მე: მეც.
კირა: მასთან მისვლას არ აპირებ?
მე: არა.
კირა: რატო? იქნებ გაიგო საერთოდ რა მოხდა.
მე: არა ვერ მივალ.

Just friends? Donde viven las historias. Descúbrelo ahora