6

124 13 5
                                    

დერეფანში გავედი და იქ ელა დავინახე, სკოლას ათვალიერებდა. კი ვთქვი ვერ მივალ თქო მაგრამ ეხლა წამომიარა და აუცილებლად უნდა მივიდე. მიდი ნიკი შენ ამას შეძლებ. მხარზე ხელი დავადე, უცებ შეხტა და გამოიხედა.
მე: გამარჯობა.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიქცა და მეც გავეკიდე. მალევე გავჩერდით.
მე: არ აპირებ რამის თქმას?
ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. მივედი ხელი მოვკიდე და ცარიელ კლასში შევედით.
ელა: რა გინდა?
მე: ამიხსენი ყველაფერი.
ელა: არაა საჭირო.
მე: არის!
ელა: ხო გინდოდა რომ შენი ცხოვრებიდან წავსულიყავი? ხო თქვი არ მჭირდებიო? ხოდა წავედი. ეხლა თავი დამანებე!
მე: ელა მე-
ელა: შემეშვი! - კლასიდან გავიდა და კარები დალეწა.
მეც კლასში წავედი.

ელას POV
მგონი ზედმეტი მომივიდა. იქნებ ეწყინა? აუ დებილი ვარ რა. რა ვქნა ეხლა. რო მივიდე და ბოდიში მოვუხადო? მარა ვერ მივდივარ, რატო არ ვიცი. კაი მივალ. მიდი ელა შენ ამას შეძლებ. კლასისკენ წავედი და იქ იყო ნიკი დერეფანში.
მე: ნიკი......
ნიკი: რა?
მე: მაპატიე გთხოვ.
ნიკი: კარგი დავუშვათ ეხლა გაპატიე, შემდეგში უარესს მეტყვი.
მე: არ გეტყვი! მაპატიე რაა. - საწყალი სახით შევხედე.
ნიკი: ოხხ კაი. - ჩამეხუტა.
ხელები მაგრად შემოვხვიე.
ნიკი: წამოდი გავისეირნოთ.
ნიკი: შეიძლება რაღაც რომ გკითხო?
მე: კი მიდი.
ნიკი: როგორ გადარჩი?
მე: მოკლედ, მაშინ როცა ხიდიდან გადავხტი ჩავვარდი წყალში ნუ ხოდა ვიღაც ქალმა დამინახა და მერე ვიღაცას დაუძახა და ამომათრიეს. მაგათთან ვცხოვრობდი სანამ დაბრუნება არ გადავწყვიტე.
ნიკი: ჯობდა უფრო ადრე დაბრუნებულიყავი, იცი საერთოდ რა მჭირდა?
მე: ბოდიში...
ნიკი: არაუშავს.
გვერძე გავიხედე და ვის ვხედავ.
მე: ჯიმინ? - მივვარდი და ჩავეხუტე.
ჯიმინი: ჩემო ლამაზოო, როგორ მომენატრე.
მე: მეეც ძალიან. აქ რა გინდა?
ჯიმინი: აქ ვსწავლობ. ნიკი?
მე: ერთმანეთს იცნობთ?
ნიკი: კი.
მე: ეე საიდან?
ჯიმინი: ხიდთან შემხვდა და გავიცანი. თურმე ის ადამიანი დაკარგა ვინც უყვარდა, რომ ვიხსენებ მეტირება.
მე: მ...მართლა? ანუ ვიღაც გიყვარს?
ნიკი: ხო...
მე: უ...უნდა წავიდე.
კლასში გავიქეცი და ზარიც დაირეკა. მაგიდაზე თავი დავდე, ეხლა მაინც მუსიკა გვქონდა და მასწავლებელს არ ვუსმენდი. დასვენებაზე ეზოში ჩავედი და იქვე სკამზე დავჯექი.
ნიკი: რას შვები?
მე: ვერ ხედავ? ისე ანუ ვინც გიყვარს, მაგას რა მოუვიდა?
ნიკი: თავის მოკვლა სცადა მაგრამ გადარჩა.
მე: და უნდა უთხრა რომ გიყვარს?
ნიკი: კი.
მე: და ეხლა სად არის?
ნიკი: ჩემს გვერძე ზის.
მე: მაგრამ შენს გვერძე არ.... რა?
ნიკი: ელა შენ მიყვარხარ.
მე: ღადაობ ხო?
ნიკი: არა.
მე: ანუ მართლა გიყვარვარ?
ნიკი: კი თან ძალიან.
არაფერი არ ვთქვი და პირდაპირ ტუჩებზე ვეცი. თვითონაც ამყვა მაგრამ მალევე გავწყვიტეთ.
მე: მეც მიყვარხარ. - ჩავეხუტე.

დასასრული

დავამთავრეე😁 პატარა ფიკი გამოვიდა მარა მგონი კაი იყო რავი😃

Just friends? Where stories live. Discover now