11.მარტოობა

175 21 9
                                    

°°°
-დედაა!-მუხლებზე დამხობილი შავებში გამოწყობილი ჯი დედის საფლავის წინ ტირის.

ჰვასას გარდაცვალებიდან 3 დღე გავიდა ჩოი ჯი ამ დღების განმავლობაში იღებდა სამძიმარს,ლანძღვას თუ როგორი შვილი იყო,ჟურნალისტების თავხედურ კითხვებს,მაგრამ ერთი შეტყობინებაც არ მიუღია არცერთი მისი მეგობრისგან და არც ბატონი "ჯეონ ჯონქუქისგან";

-დედა!მაპატიე!-ხელებს მუხლებზე დაფენილ კაბას უჭერს მთელი სიმწარით,თავი დაბლა აქვს დახრილი და მის ხელებს ცრემლები ეცემა.

-მე...არ შემილია იმის სიტყვებით თქმა რასაც ვფიქრობ რაც ტვინში და გულში მაქ მე...ვიცი ცუდი შვილი ვიყავი,ვიცი...მაპატიე,გვიანია ყოველივე ამის თქმა მაგრამ შენ დედაჩემი იყავი ხარ და იქნები,ვერ წარმოიდგენ ისე ვაიძულებდი ჩემ თავს რომ ყველაფერი დაევიწყებინა,ვერ შევძელი რადგან სუსტი ვარ,ყველა წარსულის შრამი მახჩობს,არ მაცდის ამოსუნთვას როცა ყველაფერი დალაგებულია ბედნიერი ვარ მაშინ მახსენებს თავს და უდიდეს დარტყმას მაყენებს,დედა...შენი ბრალი არ იყო,შენ არაფერი დაგიშავებია,მიყვარხარ დედა მართლა მიყვარხარ,ბავშვივით ვიქცეოდი მაპატიე,გვიანია მარა ვერ შევძელი აქამდე ამის თქმა,არ ვბრაზობ არავიზე და არაფერზე გარდა საკუთარი თავისა,არასდროს დამავიწყდება ის რასაც ჩემთვის აკეთებდი როცა მამა ჩემ ცემაზე გადმოდიოდა რამდენჯერ გადამფარებიხარ და მერე შენთვის უარესად უტკენია,დედა ყოველთვის ძვირფას ადამიანად დარჩები ჩემთვის!-მთელი ეს ემოციები ტანჯვით ამოთქვა ბოლო სიტყვებზე კი გაღიმა,არ იყო ეს ღიმილი ყალბი,ამდენი ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო ოდნავი სიმშვიდე.

ჯი წამოდგა შავი კაბა დაიბერტყა წასვლა დააპირა მაგრამ ვიღაცამ შეაჩერა;

-უკაცრავად.

-დიახ,დეიდა?!-ჯი შემოტრიალდა.

-კარგად ხარ შვილო?სახეზე ფერი არ გადევს თვალები ჩალურჯებული გაქ ტირილისგან ტუჩები სულ დახეთქილი,ჭამე რამე?-ჯის მიუახლოვდა და მისი ხელებს შეეხო-ვაიმე სულ გაყინულხარ შვილო.

-დეიდა!-ტირილი დაიწყო თან ეღიმებოდა.

-არა შვილო ნუ ტირი.-სახეზე ნაზად უსვამდა ხელებს და ცრემლებს აშორებდა.

-დეიდა.რაღაცას გკითხავთ და თავხედობაში არ ჩამითვალოთ-თან ცრემლებს იკავებდა.

-გისმენ.-კეთილი მზერით უყურებდა ჯის ტირილისგან დაღლილ თვალებს.

-რა ვქნა როცა ბევრი რამ დავაშავე და გამოსწორება მინდა,იმ ხალხის გული როგორ გავამთელო ვისიც დავამსხვრიე,ოდესმე მაპატიებენ?ვნანობ მათთან დაშვებულ თითოეულ შეცდომას.-მოხუც ქალს ჩაეღიმა.

-ჯერ შენი თავის პატიება შეძელი ჩემო საყვარელო!მიხვდები რასაც ვამბობ,დამიჯერე ყველა ყველაფერს გაპატიებს და უკეთესადაც იქნება ყველაფერი ოღონდ გაუძელი.

-არამგონია ასე მოხდეს დეიდა.

-მე კიდე დარწმუნებული ვარ.

-მადლობა.

-უი წეღან ერთი სიმპათიური ბიჭი იყო მოსული შავი მანქანით შენ გიყურებდა შორიდან მეთქი რამე ცუდის გაკეთება არ უნდოდესთქო და თვალი არ მომიცილებია კაიხანი გიყურებდა მერე რაღაც თქვა და წავიდა დაიცა გავიხსენო ხო"ისწავლე შენი გრძნობების ლაპარაკი და აღადგინე ყველაფერი რაც იყო".

-ხომ არ იცით ვინ იყო?რა ერქვა?-ჯის თვალები ინტერესისგან გაუფართოვდა.

-სამწუხაროდ არა საყვარელი.სახლში წადი გამოიძინე.

ჯი დაემშვიდობა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა

-ჯეონ ჯონქუქი იყო ჩოი ჯი.-ქალს გაეღიმა და საფლავის ქვების წმენდა გააგრძელა,რათქმაუნდა ეს სიტყვები ვერ მიწვდა ჯის ყურებს.

სახლისკენ მიდიოდა ნელა ატარებდა და ფიქრობდა ვინ იყო ის ბიჭი?იონჯუნი?თეჰიონი?სუბინი?იუნგი?თუ ჯეონ ჯონქუქი.

°°°

ერთი კვირა გავიდა ჯი სახლიდან არ გადიოდა ტელეფონი გათიშა და მხოლოდ რასაც აკეთებდა სვამდა ალკოჰოლს ისევ მიეჩვია,ეწეოდა და წერდა წიგნს;

ჯის ის მიზეზიც გაეგო თუ სუბინმა და იონჯუნმა რატომაც დატოვეს,ის მიზეზი გამოაშკარავდა რომ ჯიმ თავის დროზე დააშორა.

_________________________________________
სკოლაში ვწერ ამ თავს იმედია მიგეწონებათ<33

SL

MY MIND  ჩემი გონებაWhere stories live. Discover now