14

204 14 15
                                    

- ჰან, ხო იცი რო სულ ვერ დაიმალები?

- ვიცი. - ამოვილუღლუღე და თავი საბნის ქვეშ ჩავმალე.

- ის რაც მინჰოს უთხარი.. - ჰიუნჯინმა დაიწყო, თუმცა თავი სწრაფად წამოვყავი და გავაჩერე.

- აღარ გააგრძელო!

- ჰან. - ამოვიოხრე.

- არ ვიცი, უბრალოდ.. ასეთი სითბო რო ვიგრძენი და უსაფრთხოება, უბრალოდ წამომცდა ეს სიტყვა.

- მაგრამ რეალურად არ გიყვარს?

- არ ვიცი ჰიუნჯინ. - ორივე ჩუმად ვიყავით. - სუნგმინი სად წავიდა?

- იმის შემდეგ რაც გაგიჟებული შემოვარდი, შეშინებული მინჰოსთან წავიდა, ეგონა რამე მოხდა. - გაიცინა. მის სიტყვებზე გამეღიმა, მისკენ მივცოცდი, ისიც მიხვდა რა მინდოდა და ხელები გაშალა. მეც სწრაფად მოვხვიე და მის ფეხებ შორის ჩავჯექი. თავი მკერდზე დავადე და ამოვიოხრე.

- ყოველთვის ყველაფერს რატო ვურევ?

- ასე არაა. რატო არ დააცადე მინჰოს ლაპარაკი? დარწმუნებული ვარ ცივად არ აროს განწყობილი შენს მიმართ. - თავი გავაქნიე და უფრო მივეკარი.

- ამისთვის არც მე არ ვარ მზად ჰიუნჯინ. უბრალოდ მინდა რო ის დრო დავაბრუნო და ის სიტყვა აღარ ვთქვა.

- კარგი. მოდი დავისვენოთ ახლა, ხვალ კინცერტია გახსოვს? ძალები გვჭირდება. მაგაზე აღარ იფიქრო. ყველაფერი რო ჩამთავრდება შემდეგ ისაუბრებთ შენ და მინჰო.

- არ მინდა საუბარი..

- ვერ გაექცევი, ხო იცი არა? - თავი დავუქნიე. ის ნელა დაწვა, მეც მას მივყევი, მის მკერდში თავი ჩავმალე და ძლიერად მივეკარო სხეულზე. მანაც მომხვია ხელები და თავზე მაკოცა.

- ყველაფერი კარგად იქნება. - გამეღიმა.

- მიყვარხარ.

- მეც შეცდომით ხომ არ მითხარი? - სიცილით მკითხა. მას ავხედე და მსუბუქად დავარტყი ხელი, მაგრამ გამეცინა.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now