17

178 15 0
                                    

Author's POV

სიჩუმე იყო. ამ სიჩუმეში საწოლზე ოთხად მოკეცილი ბიჭი იწვა და სიცარიელეს უყურებდა. ცრემლები სახეზე ჰქონდა შემშრალი. არ ტიროდა, თითქოს ცრემლები დაუშრა.

ეს სიჩუმე კარების გაღების ხმამ დაარღვია, თუმცა მისკენ არ გაუხედავს.

- ჯისონ, - ნაცნობი, თბილი ხმა გაიგო ბიჭმა.
მძიმედ ამოიოხრა, წამოიწია, საწოლზე დაჯდა და ხმის პატრონს შეხედა.

- მინჰო.. - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. - აქ რას აკეთებ?

- ჰიუნჯინმა დარეკა, - მისკენ დაიძრა. ფრხილად წამოიწყო საუბარი თითქოს არ უნდოდა ბიჭის დაფრთხობა. - კარგად ხარ?

ჰანმა მხრები აიჩეჩა და ოდნავ გაიღიმა.

- კარგად ვარ.

მინჰომ ამოიოხრა. იცოდა რომ ბიჭი იტყუებოდა. მის წინ დაჯდა და ხელი სახეზე მოუსვა.

- ვიცი, რომ არ ხარ კარგად ჰან. რატომ ცდილობ ჩემგან ამის დამალვას? - მის სიტყვებზე ჰანს წამებში აუცრემლიანდა თვალები.

- არ მინდა რომ სუსტი ვიყო.

- ეს სისუსტე არ არის პატარავ. - მინჰო მისკენ დაიხარა და მის აკანკალებულ ბაგეებს ნაზად აკოცა.

- არ მინდა რომ ასე ვგრძნობდე თავს.

- ჩემთან ამ ემოციებს ნუ შეაკავებ, კარგი? - ხელი თმებში ნაზად შეუცურა.- მითხარი როგორ გრძნობ თავს, რა მოხდა, იტირე, გაბრაზდი.. მაგრამ გთხოვ, ნუ შეეცდები ჩემგან ამ ყველაფრის დამალვას, კარგი? - ჰანმა თავი ნაზად დაუქნია, რა წამსაც მისი თვალებიდან საბოლოოდ წამოვიდა ცრემლები და სახეზე გაიკვლია გზა.

მინჰომ ნაზად მოხვია ხელები და მის მკერდს მიაკრო ბიჭი. ისიც ბოლომდე დანებდა და მის მკლავებში ატირდა.

მინჰომ თმებშო ნაზად შეუცურა ხელი და ფრთხილად მოეფერა, ყურში კი თბილ სიტყვებს უჩურჩულებდა, რაც კიდევ უფრო ამშვიდებდა და უსაფრთხოდ აგრძნობინებდა თავს ჰანს.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now