I'm not yours.

291 30 34
                                    

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გეტყვით. ეს ისტორია, მთლიანად ჩემი ემოციების გავლენის ქვეშ არის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ფინალამდე, ყველა თავის ისტორია გონებაში ათასჯერ მაინც განმიხილავს, ყოველთვის ხდება გადახვევები. ეს თავი ერთ-ერთი მათგანია. სწორ გზაზე მიმავალმა, სად ჯანდაბაში გადავუხვიე მეც არ ვიცი.

უბრალოდ, თუ ვინმე გადაწყვეტთ ამ თავის გამო ჩემ გალანძღვას, მინდა იცოდეთ ერთი რამ. მადლობელი ვარ, რომ კითხულობთ, მაგრამ ეს ისტორია ჩემია და როგო ხასიათზეც ვიქნები, ისე დავწერ.

მადლობა, რომ გახსოვართ და მელოდებით ხოლმე.

___________________________



უკვე რამდენიმე კვირაა გამუდმებით თეჰიონის კოცნას და იუნგის სიტყვებს ვატრიალებ გონებაში. საინტერესოა, რა თამაშს მეთამაშება ჩემი მეგობარი და ამ ყველაფერს რატომ უწყობს ხელს ჩემი ყოფილი. იქნებ იუნგი მართალია. რაც უფრო ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება იუნგი მართალი იყოს, მით უფრო მეტად იმატებს ქაოსი.

არა, ჯიმინ! ეს უბრალოდ კოცნაა. უბრალოდ სამაგიეროა, რომელსაც თეჰიონი გიხდის. ის გაბნევს, გტანჯავს... ნუ აღელვდები, ისეთ რამეს ნუ იზამ, რასაც მერე ინანებ. - ვაგულიანებ საკუთარ თავს და ფეხებს ვუბრძანებ, ისევ სახლში დაბრუნდნენ.

ვინანებ, კი? იქნებ ეს ის არის, რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა? იქნებ ეს არის ის, რაც აგვაცილებდა ყველა მტკივნეულ დღეს, რაც ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ.

ან ახლა, ან არასოდეს! - საკუთარი თავს ვამხნევებ და კაფეში შევდივარ. ნარის თეჰიონის ადგილსამყოფელს ვეკითხები, ის კი თავით საწყობისკენ მანიშნებს.

- დალევ რამეს? - მეკითხება ნარი, სანამ საწყობის კიბესთან იატაკს ვტკეპნი.

• დომინანტი: ნამსხვრევები •Where stories live. Discover now