I hate Vegas

361 35 45
                                    

არ ვიცი, რას ველოდებოდი: იმას, რომ გადამეხვეოდა, შვებით ამოისუნთქავდა და დიდხანს ვიდგებოდით უსიტყვოდ ჩახუტებულები, სანამ არ დავმშვიდდებოდი, სანამ არ ვიპოვიდით ერთმანეთისკე მიმავალ გზებს, შემდეგ კი დავსხდებოდით და უამავ რამეზე დავილაპარაკებდით? შესაძლოა, ცოტა გაგვესეირნა, ერთად დაგველია და ძველი დრო გაგვეხსენებინა. ან სულაც კომპიტერულ თამაშებს ჩავჯდომოდით გათენებამდე, ან სულაც ერთი კვირა, შვიდი დღე და არც ერთი ღამე. ერთად ვითამაშებდით და დავიწყებდით დაკარგული დროის დაბრუნებას, ჩვენი დანგრეული ურთიერთობის შეწეპებას.

ამის ნაცვლად, წამით ყველაფერი თითქოს გაშეშდა და გაირინდა. არც სუნთქვა ისმოდა და არც მანქანების ხმაური. მომეჩვენა, რომ ცხოვრება გაჩერდა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს დაეკიდა.

- რაზე ფიქრობ? - ვკითხე თეჰიონს. მისგან განსხვავებით საკუთარმა კითხვამ გამაკვირვა. ეს ის პირველი შემთხვევაა ჩემ ცნობიერებაში, როცა წარმოდგენაც კი არ მაქვს, რაზე შეიძლება ფიქრობდეს ჩემი მეგობარი.

- რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. - მითხრა მას შემდეგ, რაც ღრმად ჩაისუნთქა და ჰორიზონტს გახედა. - გახსოვს ის დღე, როცა აქ პირველად ამოვედით?

- კი, ერთ დღესაც ხელი მომკიდე და აქ წამომიყვანე. თქვი, რომ მშვენიერი ადგილი აღმოაჩინე და გინდოდა ჩემთვის გეჩვენებინა. - თეჰიონს შევხედე, ის ისევ ჰორიზონტს გასცქეროდა. ცა გადაწითლებულიყო. მუქი და ღია ფერები ერთმანეთში ირეოდა. მზე ჩასვლას აპირებდა. - მეც უნდა გამოგიტყდე რაღაცაში.

- კარგი, მაშინ ჯერ შენ გისმენ. - თავი ჩემკენ მოაბრუნა და თვალებში შემომხედა. მისი თვალები პირდაპირ სულში მიმზერდნენ. თეჰიონის მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.

- ყოველთვის, როცა სკოლაში წასასვლელად ავტობუსს ველოდით, სიმწვანეში ჩაფლულ ამ ალუბლის ხეს თვალს ვერ ვაშორებდი. თითქოს ქვემოდანაც ვგრძნობდი ტკბილ სურნელს, რომლითაც გაჟღენთილია ეს ადგილი. - ჩვენ თავზე მონარნარე ალუბლის ტოტებს ავხედე. მსუბუქი ნიავიც კი ახერხებდა მის შერხევას. ყვავილები ფიფქებივით გადაიპენტებოდნენ-ხოლმე და კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდნენ აქაურობას. - ადრე პატარა იყო, მაგრამ ბოლო სამი წელია ნელ-ნელა გაიზარდა და შესამჩნევი გახდა... - წამით ჩავფიქრდი, როცა კვლავ შევხედე ალუბალს, რომელიც ძალიან გაზრდილიყო. - ჩემი მეხსიერების სამი წელი, ახლა უკვე შვიდ წელს ითვლის.

• დომინანტი: ნამსხვრევები •Where stories live. Discover now