თავი 6

638 46 89
                                    

ოთახში ასვლის შემდეგ ნახევარ საათში მანქანის ხმა გავიგე, როგორც ჩანს ის ფსიქოპატი წავიდა.

შუაღამისას თითქოს სუნთქვა შემეკრა, გადავწყვიტე ცოტახნით ეზოში ჩავსულიყავი, ჯერ კიდევ ის კაბა მეცვა, გამოვიცვალე და ეზოსკენ გავეშურე.

ეზოში დაახლოებით ორ საათამდე დავყავი, სახლში შებრუნებისას მაგიდაზე ვისკის ბოთლი დავინახე, ავიღე და დალევა დავიწყე.

ვისკის ბოთლთან ერთად დივანის წინ ჩამოვჯექი და სმა გავაგრძელე.

როცა ბოთლი ბოლომდე დავცალე მივხვდი, რომ ვერ ვდგებოდი, სასმელი ადვილად მომკიდებოდა და ამიტომ სადაც ვიყავი იქ დავრჩი.

ზუსტად ვერ გეტყვით დივანთან რამდენ ხანს ვიყავი, დაახლოებით ნახევარი საათი, ან მეტი. როცა ოთახში ასვლა გადავწყვიტე შემოსასვლელი კარი გაიღო და ლწო ვიღაც გოგოსთან ერთად შემოვიდა, ის გოგო კისერზე ეხვეოდა და კოცნიდა.

არ მინდოდა მათ დავენახე, მაგრამ შემთხვევით ფეხი მაგიდას ვკარი და მეტკინა

-ჯანდაბა! (ტკივილისგან წამოვიყვირე)
-აქ რას აკეთებ?! (უკვე გაბრაზებული იყო)
-უპს, მგონი შეგაწყვეტინეთ ხო? მაპატიეთ, ახლავე დაგტოვებთ (სახე ოდნავ დავჭყანე და კიბისკენ ავიღე გეზი)

სიარულის დროს ვიგრძენი რომ ნაბიჯები მერეოდა
-შენ რა მთვრალი ხარ?
-არაა, ოდნავ ნასვამი, ოდნავ (თითები ერთმანეთტან ახლოს მივიტანე და დავანახე) სულ ოდნავ
-ეს გოგო შენი ცოლია? (ცინიკურად იკითხა იმ კახპამ)
-არა! (მკაცრად მიუგო)
-მე წავალ კარგი? (კიბეს მივუბრუნდი და სიარული გავაგრძელე, მაგრამ საფეხურებზე სულ ავირიე და ლამის დავგორდი)

მალევე წელზე ლეოს ხელები ვიგრძენი, ხელში ამიყვანა და ოთახამდე მიმიყვანა.

-დაიძინე და გამოფხიზლდი, ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ (მშვიდად თქვა და ქვემოთ ჩავიდა)

ოთახში შევედი, კარი ჩავკეტე, ლოგინზე მივწექი და ასევე დავიძინე.

🖤ის/him🖤Where stories live. Discover now