9

201 22 6
                                    

სანამ ჰეიზელი და სონჰუნი დაძინებას ცდილობდნენ, მანამ ჯონვონი და ჯეი
თბილ, ვარსკვლავებით განათებულ ღამეს ორივენი ხელჩაკიდებულები დადიოდნენ სანაპიროზე. ტალღები ნაზად ეხეთქებოდა ნაპირს და ერთადერთი ხმა იყო ქვიშის რბილი ხრაშუნა მათი ფეხების ქვეშ. ჰორიზონტს რომ უყურებდნენ, შორიდან ხედავდნენ გემების სილუეტებს. გაჩერდნენ და თვალებში შეხედეს ერთმანეთს.

-მეშინია ჯეი, გული ცუდს მიგრძნობს მაგრამ შენზტან ერთად თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობ.

-მოდი აქ–ხელი მოხვია და ბიჭს ჩაეხუტა. –გპირდები მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
ჩახუტებისას გრძნობდნენ როგორ უცემდა გული ერთმანეთს.

ერთმანეთს ხანგრძლივი, რომანტიული კოცნა აჩუქეს, რომელიც თითქოს სამუდამოდ გაგრძელდა. ღამე სავსე იყო სიყვარულით და ლამაზი მომავლის დაპირებით.

.................

ემდეგ დღეს ჰეიზელმა ცოტა გვიან გაიღვიძა, უკვე საღამოსკნე, გაუკვირდა რადგან ამდენი ხანი არასდროს უძინია, ბედნიერი წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გასვლა დააპირა როცა საუბარი მოკრა ვიღაცებიის, მისი ბიჭების გარდა კიდევ სხვისი უცხო ხმა ისმოდა. მისაღებში აღარ გასულა, თავი მოიწესრიგა და ოთახის მილაგება დაიწყო.

-როგორც სჩანს ერთობიან–სიცილს ყური მოკრა და საწოლის გასწორებას შეუდგა, სონჰუნის ამოყრილი ჩემოდანი გვერდით მოისროლა და ამრადაში თავისი ტანსაცმელების შეკეცვა დაიწყო.
როცა მორჩა ადგა და შემდეგ გავიდა მისაღებში.

სონჰუნი ჯეი ჯონვონი ერთ დივანზე ისხდნენ წინ კი ორი ჰეიზელისთვის უცხო ბიჭი. ოთახში შესვლის თანავე უცხოების ყურადღება მიიბყრო.

-ოჰ, ჰეიზელ ამდენი ხანი გეძინა?–გახდდა ჯონვონმა.

-არა ვონ ვაკაგებდი უბრალოდ–გაიღიმა და ხელის კრემი ხელებზე გადაინაწილა.

TeensWhere stories live. Discover now