20

142 21 20
                                    

-სონჰუნ, რა ქენი დღეს?–სახლში ახლად დაბრუნებულს ჰკითხა.

-ძალიან დავიღალე ჰეიზელ–უკნიდან ჩაეხუტა ჰეიზელს და ყელში რამდენჯერმე აკოცა.

-რთული იყო?

-არცისე მაგრამ დამღლელია, გამოვიცვლი და მოვალ–ხელები გაუშვა.

-გშია?

-არა ვჭამე უკვე–თქვა და ოთახიდან გავიდა, ჰეიზელი კი აივნისკენ გაეშურა, სკამზე ჩამოჯდა და ხედს გადახედა, ცოტახანი მარტო იყო და მზის ჩასვალს უყურებდა, მალე კი სონჰუნი შემოუერთდა, ხელში ორი ჭიქა ყავა ეჭირა, ერთი ჰეიზელს მიართვა ერთი კი თვითონ დაიტოვა.

-მადლობა–გაუღიმა და ყავა მოსვა.

-შენ რას შვებოდი დღეს?.

-შენს გარეშე მოვიწყინე, აი რა უაზრობა იყო ძვლივს მოვითმინე შენს მოსვლამდე.

-ხვალ ჩემთან ერთად წამო... რაღაცეებს გასწავლი და ვიმუშაოდ ერთად, თორე მეც ძაან ცუდად ვიყავი შემს გარეშე.

-ძაან კაი, თან შენ დამპირდი გამუშავებო, ჰო დამპირდი?

-კი დაგპირდი–გაეცინა და სიგარეტს გაუკიდა.

-რამდენი ხანია არ მომიწევია...–გახედა ჰეიზელმა.

-არც მოწევ–სიგარეტის პაჭკას ხელი დაავლო.

-ოჰ? არ მინდა შენი სიგარეტი...ისე ახლა გამახსენდა, ბიჭები და ემა რას შვებიან? რამდენი ხანია საერთოდ არ შევხმიანებივარ.

-ჰო და გაბრაზებულები არიან შემზე, რამდენიმე დღის წინ ვნახე ყველა ერთად რესტორანში ვიყავით.

-მოიცა ჩემს გარეშე?

-უი...–ჩუმად თავი მოიქექა.–შენზე მაინც გაბრაზებულები არიან რატო არ გვეხმიანებაო, არადა ძაან კაი მეგორობა გვაქო, თან ემა შეცვლილია ძაან, სტილი შეიცვალქ, თმები გადაიღება უფრო ქალური და სადა გახდა თან გალამაზებულია.

-მიყვარს ემა, უნდა მივწერო და ვნახო.

-ბიჭებსაც მიწერე, ანდა ხვალ ჩენთან დავპატიჟოთ არ გინდა? თან ახალი ბინა ვაჩვენოთ–ჰეიზელს გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.

TeensWhere stories live. Discover now