15

358 32 9
                                    

იუნას pov.

იუნგიმ მოულოდნელად დასტაცა ხელი ანას და სადღაც წაიყვანა, თან გვითხრა რომ სახლში არ მივსულიყავით. ამ ყველაფერზე ალბათ ვინერვიულებდი ძალიან მთვრალი რომ არ ვიყო. 16 ჭიქა სოჯუ მაქვს დალეული, ჯიმინი აქეთ მისახედი მე დამდევს ცუდად არ გახდეო ამ დროს კი თვითონ ჩემზე მთვრალია და ჩემზე უარეს დღეშია. 

იუნგის და ანას წასვლის შემდეგ მე და ჯიმინი გარეთ დავრჩით სკამზე ჩამოვჯექით და დალევა მარტო განვაგრძეთ 


ჯიმინი: იუნა, ვიცი რომ ძალიან უნამუსო ადამიანი ვარ

იუნა: უნამუსო მართლა ხარ მარა რა გეცა? რატო აღიარე ასე? - ეჭვის თვალით შევხედე

ჯიმინი: ყოველთვის გკიცხავ და არასოდეს ვაფასებ შენს დაუღლელ შრომას

იუნა: მგონი ეს სულ უნდა დავათრო - ჩუმად ჩავილაპარაკე

ჯიმინი: რამე მითხარი?

იუნა: მართალი ხარ თქოო, მიდი მიდი გააგრძელე

ჯიმინი: იუნა შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ძალიან მიყვარხარ მართლლა, არაფერს არ ვიხოვ არც საპასუხო გრძნობას ვიცი რომ არ გიყვარვარ უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა

იუნა: ჯიმინ მთვრალი ხარ და ბოდავ 

ჯიმინი: დამიჯერე ეს სიმთვრალის გამო არ მითქვამს იუნა მართლა მიყვარხარ მაგრამ შენი ღირსი არ ვარ - ცრემლი ჩამოუგორდა. მოიცა რა??? თვით პაკ ჯიმინი ჩემს გამო ტირის?? ვუაჰჰ რას მოვესწარი.

იუნა: ჯანდაბა რატომ გაქვს ასეთი დაბალი თვითშეფასება? ნერვებს მიშლი. მორჩი გოგოსავით ბღავილს და აეგდე. აიშშ სულ გააფრინა ამ ბიჭმა - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი

ჯიმინი: იუნა სად მიდიხარ? არ დამტოვო, გთხოვ არ მიმატოვო

იუნა: მორჩი რაა დრამა ქვინობას და წამოეთრიე სახლში - სკამიდან ძლივს ავაგდე მანქანაში რასაც ქვია ჩავტენე და სახლისკენ წავედი

🔞dark world🔞Where stories live. Discover now