1️⃣

401 61 87
                                    

2წელი გავიდა

2 სრულიად ბედნიერი წელი, რაც ლინოს დავშორდი.

რატომ?

იმიტომ რომ მისი ღალატის შესახებ გავიგე

კი მეფიცებოდა შენთვის არ მიღალატიაო მაგრამ იმ ვიდეოს შემდეგ რომელიც ჩემი თვალებით ვნახე ძნელი იყო მისთვის დამეჯერებინა.

მეგონა მისთვის საკმარისზე მეტი ვიყავი, მეგონა იმაზე მეტ სიამოვნებას ვანიჭებდი ვიდრე თვითონ ამბობდა და ამას თავი დავანებოთ მეგონა რომ ვუყვარდი.

მაგრამ შევცდი, ძალიან მწარედ შევცდი ასე რომ ვფიქრობდი.

თურმე რაც ჩვენ გვაკავშირებდა ეს სიყვარული არიყო, ეს უბრალოდ კონტრაქტი და ლინოს დროებითი გატაცება იყო ჩემი სხეულის მიმართ.

საზიზღრობაა არა?

კაი ეს იქეთ იყოს და მეგონა ჩემს გრძნობებს მაინც ცემდა პატივს როგორც მეგობარი და ამას არ მაკადრებდა, ამაშიც შევცდი.

კარგი აღარ მინდა ამაზე საუბარი. ჰყავდეს ის ჰინატა და თუ უნდათ ერთმანეთს ტრაკშიც კი შეუძვრნენ. მაგრამ ეგ მგონი მინჰომ ბევრჯერ გააკეთა.

მამაჩემს განქორწინების საბუთები რომ ავუფრიალე ცხვირწინ ცოტა არიყოს არ მოეწონა მაგრამ შეეგუა, რადგან არ უნდოდა მინჰოს გვერდით უფრო მტკენოდა გული.

სამაგიეროდ გაშორების შემდეგ ბევრ ბიჭს ვხვდებოდი და ბევრთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. ასე ვთქვათ ნაშა ბიჭებს ვაგდებდი და მათით ვერთობოდი.

ჰოოოომ ცუდ გოგოდ ვიქეცი მაგრამ ჩემი ცვლილება მომწონს თან ძალიან მომწონს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ემიც და ფელიქსიც ჩემთან გადმოვიდნენ.

იმ ამბის შემდეგ მინჰოს არცერთი არ ელაპარაკება და ელემენტარული რომ დააცემინოს ჯანმრთელობასაც არ ეტყვიან ისე არიან მის მიმართ განწყობილები.

Let's start from the beginning ✍︎Where stories live. Discover now