12🔪🩸

865 39 10
                                    

თაე pov
არვიცი რა ხდება თუმცა ვგრძნობ რომ ელიზავედი, ჩემს მიმართ გათბა და ისეთი ცუდი დამოკიდებულება აღარ აქვს ჩემს მიმართ. თუმცა მაინც სიფრთხილე მართებს რომ კვლავ არ ჩაიკეტოს და ჩემს მიმართ არ გაცივდეს. ცოტახანში ელის ხმა მესმის.
-თეჰიონ
-გისმენ?
-ამ..ისა..ი..ისევ მიდიხარ?
-გინდა რომ წავიდე?
-...ა.არა
-ხოდა პასუხიც ცხადია თუ ჩემს პრინცესას არ უნდა რომ წავიდე არც წავალ.
შევამჩნიე როგორ გაეღიმა, ღმერთო როგორი ლამაზია.
-აბა პატარა ქალბატონო მარწყვის გარდა გინდა რამე?
-ამმ შოკოლადის ნაყინი ან მმმ..მარწყვის თუ ვანლილის..აუუ რთულია ზუსტად არ ვიცი რომელი მინდა...
მანქანა იქვე მარკეტთან გავაჩერე
-წამოდი პატარა ქალბატონო ვნახოთ კიდევ რას მოკრავ თვალს.
ელიზაბედი გადმოვიდა მანქანიდან და მე გამომხედა.
-ეგ შენს შვილს კითხე, მას უნდა მე კი არა
ისევ ეს "შენი შვილი" თითქოს ის არ ატარებდეს ცხრა თვე მუცლით.
-ის მარტო ჩემი შვილი არ არის ჩვენი შვილია
-ხო ჩვენი შვილი
ჩურჩულით თქვა და მაღაზიაში შევიდა.

შესვლისას ჩვენსკენ პატარა ბიჭუნა გამოიქცა რომელიც ტიროდა.
-გამაჯობათ
ელიზაბედი მის სიმაღლეზე დაიწია
-გამარჯობა პატარავ. რამოხდა რატომ ტირი?
-დედა ცე..მი დე..დიკო დაიკ..აგა
-კარგი პატარავ მოდი ერთად ვიპოვოთ შენი დედიკო კარგი?
-კაგი
ელიზაბედმა ბავშვს ცრემლები მოწმინდა და ფეხზე დადგა.
-კარგი პირველ რიგში აღარ იტირო და გაიღიმე
პატარა ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა
-ყოჩაღ საყვარელო ახლა მითხარი რა გქვია
-ძიჰუ
-ძიჰი?
-ალა ალა
-ძიჰუ
-ჯიჰუ?
-ჰო
-კარგი ჯიჰუ ახლა ვიპოვ...
-ამმმ შეიძლება თქვენს დისკუსიაში ჩავერთო?
-რამოხდა?
-მე ის უკვე ვიპოვე
-რა?
-აი იქ არის
თითით ვანიშნე ქალზე რომელიც პოლიციას ტირილით ელაპარაკებოდა.
-დედა ცემი დედა
ჯიჰუმ მაშინვე გაუშვა ელიზაბედს და დედამისთან გაიქცა.
-როგორი საყვარელია არა
-ეს როგორ გააკეთე?
-რა?
-როგორ იპოვე ასე სწრაფად?
-ძალიან მარტივად
-სიტყვის ჟმოტი
რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ჯიჰუ და დედამისი მოვიდნენ
-გამარჯობათ
-გამარჯობა
-ჯიჰუმ მითხრა რომ თქვენ მიპოვეთ და მადლობა ამისთვის
მე ოდნავ თავი დავუკარი
-დეიდა სულ დამავიწდა სენ რა გქია?
-მე ელიზაბედი საყვარელო
-ელჟაბედი
ელს გაეცინა და ისევ პატარას სიმაღლეზე დაეშვა.
-მოდი გინდა შენ ელი დამიძახე უფრო მარტივია
-ელ
-გისმენ საყვარელო
-ნაქე
ჯიჰუმ დედამიის მუცელზე ხელი დაადო და ისე დაიწყო ლაპარაკი
-აქ ცემი დაიკო ჟის
-აი აქ კი ჩემი პატარა
-ლა? სენც გკავს დაიკო მუცელსი?
ელს გაეცინა.
-არა საყვარელო აქ..
ელი ადგა და მე გამომხედა
-ჩვენი შვილი ზის
-არაჩვეულებრივი წყვილი ხართ
-მადლობა
-ასევე არაჩვეულებრივი მშობლები იქნებით ეჭივიც არ მეპარება.
ელმა მკრთალად გაუღიმა და ჯიჰუს თავზე მოეფერა.
-აბა წავედით დედას პრინცო?
-კიიი. კაგად ელ და..
-თეჰიონი
-თექიონი
-თეთე დაუძახე
-თეთე?
-ხო
-კაგად ელ და თეთე
-კარგად საყვარელო
ელმა ხელი დაუქნია
-თეთე?
-ხო რაიყო არავის დაუძახებია შენთვის თეთე?
-არა
-ხოდა ამიერიდან მე დაგიძახებ
გამიღიმა და ტკბილეულობების განყოფილებაში შევიდა.
-თეთე
ჩურჩულით ვთქვი ჩამეცინა და მას გავყევი

მაფიის ბოსი\Mafia boss K.THOù les histoires vivent. Découvrez maintenant