5 თავი

212 13 0
                                    

ბავშობიდან უყვარდა ეს დღე, ყოველთვის დიდ და ლამაზ დაბადების დღეს იხდიდა სოფიო, მაგრამ დიდი ტრაგედიის მერე საკუთარ თავს აუხსნა რომ ბავშობის ლამაზი და უშფოთველი ხანა კარგა ხნის დამთავრებული იყო და ვარდისფერი სათვალის ტარების დრო არ იყო.
პატარა ბავშვივით გაიზმორა დილით რაც ცხვირზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო. თვალების გახელა ყველაზე ნაკლებად უნდოდა , მაგრამ იცოდა საყვარელი და მოუსვენარი ქმარი არ მოასვენებდა ...
- დილა მშვიდობისა ჩემს იუბილარ გოგოს - სიყვარულით მიაგება სიტყვები თორნიკემ და გაბერილ ტუჩებზე მაგრად აკოცა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ სოფიოს.
- რა მაჩუქე - პატარა ბავშვივით წამოჯდა საწოლში და ქმარს ხელები კისერზე შემოხვია. -მიდი მაჩვენე რა მაჩუქე რა - სწრაფად დადგა მუხლებზე საწოლში
- არაფერი არ გაჩუქე, რა, რამე უნდა მეჩუქებინა? - სერიოზული სახით გასცა პასუხი და ოთახიდან გავიდა..
- თორნიკეეე - აცრემლებული გაეკიდა ქმარს სამზარეულოში და ხელები გულზე გაბუტვის ნიშნად გადაიჯვარედინა.
- რა პატარა მყავხარ, რა ბავშვი და თანაც ბუტია ბავშვი ვაიმე. გულზე მაგრად მიიკრა თმებგაწეწილი ცოლი და ხელის გულზე მთელი წლის ნანატრი ბეჭედი დაუდო. - ყველაზე კარგ ცოლს ყველაზე მაგარი ბეჭედი, მთელი წელიწადი რომ შენატროდა..
- ვაიმეეე. ეს ხომ ძალიან ძვირი ღირსს თორნიკე როგორ მოახერხე..
- შენთვის ყველაფერს მოვახერხებ. ჩემი ცოლისთვის ყველაფერი შეიძლება. აცახცახებულ თითზე ნაზად წამოაცვა ბეჭედი და თვალებიდან წამოსული ცრემლი მოწმინდა.
- შენ მე საუკეთესო მყავხარ. მართლა -სლუკუნით შემოხვია ხელები წელზე საყვარელ მამაკაცს და მკერდზე მაგრად მიაბჯიბა ტუჩები.
არიან ადამიანები, რომლებიც ისე ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში რომ არ გვეკითხებიან მათი ადგილი გვაქვს თუ არა.. გვინდა თუ არა მათთან ახლოს ყოფნა.მათ სიახლოვეს მოაქვს თუ არა რაიმე დადებითი .
ხორცის მოზრდილი ნაჭერი გემრიელად გაღეჭა თორნიკემ და მაგიდასთან მსხდომთ ინტერესით გახედა..
- დღეს ლიქოკელი გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა. - მოულოდნელად თქვა და მზერა პირდაპირ ჩემზე შეაჩერა. - ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ადამიანს სანამ არ გაიცნობ სხვისი საუბარის არ უნდა დაიჯერო. - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, იმდენად კარგი და გულღია ადამიანი აღმოჩნდა. - თურმე საერთო ნაცნობიც კი გვყოლია - უკანასკნელი სიტყვები ღიმილით წარმოთქვა და წითელი ღვინით დაისველა ტუჩები..
- რა პატარაა ხედავ თბილისი, სად შენ და სად ლიქოკელი. წარმოიდგინე - მაშინვე აყვა საუბარში ცოლი და მხარზე თბილად მიეხუტა ქმარს..- საერთო ნაცნობი ვინაა თორნიკე, მე ვიცნობ? - დაწვრილებული ხმით კითხა ქმარს და უმალ მივხვდი სოფიოს გაიძვერობას.
- ჩემი კურსელი ტატა ნუცუბიძე დანიელის შეყვარებული ყოფილა. ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, საოცარი გოგოაა..
- როგორ? - მოულოდნელი კითხვა დავსვი და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ცივმა ტალღებმა. - წინა დღის მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამომიტივტივდა გონებაში. ტელეფონის ეკრანზე დაწერილი „ტატა“ , მისი გაფითრებული სახე და ჩემი გაოცება ..
- რა როგორ? მე ასე მივხვდი რომ მისი გოგოა, მეგობართან ასე ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია. - ამაოდ არ ცხრებოდა თორნიკე..
- გასკვირი რა არის? ძალიან მაგარი ტიპია. ისე ამბობ მისი გოგოაო, გეგონება რაიმე განსაკუთრებულია თორნიკე. პირში გაეჩხირა ნიტა და გაბრაზება ვერ დამალა. კაცია და ეტყოლება ვინმე, თან დანიელს.
- ოფფფფ, ახლა ჩემი დაბადების დღეა და ჩემზე ილაპარაკეთ გასაგებია? დანიელზე სულ შეგეძლებათ ლაპარაკი. ეს ჩემი დღეა. - გადაჭრით თქვა და სუფრას მოავლო თვალი..
- ცოტა ხნით გავალ - ჩუმად ჩავილაპარაკე და აივნისაკენ გავუყევი დერეფანს..
მაგრად ვუჭერდი ხელებს მოაჯირს და ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევდი. „აქამდე არასოდეს უხსენებია ეს გოგო. არა, რატომ უნდა ელაპარაკა ჩემთან თავის შეყვარებულზე. რას ველოდები მისგან. მაგარი ხარ მართა, რა მისი ბრალია შენ თუ მასთან ზედმეტად გაიხსენი. შენ ხარ დებილი ის კი არა. შენ ხარ გამოუსწორებელი მეოცნებე ვითომ მაგარ გოგოს რომ თამაშობ . „
საკუთარ თავს და ფიქრებს ერთიანად ვეჩხუბებოდი, ტელეფონის ჟრიალს კი ყურადღებას არ ვაქცევდი.
- უკვე მეგონა ცოცხალი არ იყავი, როგორც დავთვალე თორმეტჯერ დაგირეკე მართა. დანიელის ხმაზე ადგილზე გავიყიდე და ტელეფონის ეკრანს დავხედე, ნამდვილად ეგ იყო თუ არა.
- მერე რატომ დამირეკე, არ ვიღებდი ესეიგი არ მეცალა - მთელი ბოღმის გადმონთხევა მასზე დავიწყე და მოაჯირს დავეყრდენი.
- ჩემზე ნაწყენი ხარ? - მაშინვე მიმიხვდა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- არა, რატომ უნდა ვიყო.
- აშკარაა ხარ. ისე მელაპრაკები რაღაც მოხდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა მოხდა.
- მისმინე დანიელ. არ მცალია ახლა. დაქალის დაბადების დღეზე ვარ. თუ რამე სასწრაფოა მითხარი. თუარადა არ მცალია ამ უაზრო ლაპარაკისთვის.
- გასაგებია. არ მოგაწყენ თავს მაშინ. კარგად იყავი.
- ნახვამდის - გაბრაზებულმა ვუთხარი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთე ისევ.
სუფრასთან ჯერ კირ კიდევ დანიელის პიროვნულობას არჩევდნენ.
მათი არც მოსმენა და არც ატანა არ შემეძლო. არც თავი მქონდა ამისი და არც სურვილი. ყველაზე ძალიან გაქცევა და სადმე გადაკარგვა მინდოდა. გაქვავებული ვიჯექი და მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევდი.
- მოხდა რამე მართა?- ჩუმად მიჩურჩლა ნიტამ და მხარზე ამეკრო.
- არაფერი.
- მართა, მორჩი. წამოდი გავიდეთ. წამოდი.
- არ მინდა მისმინე. არაფერი მომხდარა და რა საჭიროა გაზვიადება. თავი მტკივა უბრალოდ, ხო იცი ჩემი თავის ტკივილების ამბავი- თავის მართლებას შევეცადე და მზერა ავარიდე.
- ჩვენ ახლავე მოვალთ - ხმამაღლა განაცხადა და მაგიდიდან წამომაყენა. ოთახის კარები ნელა მიკეტა და წინ ამესვეტა.- არაფერს მეტყვი? რა გჭირს მართა?
- ნიტა მისმინე. შენს წინაშე თავის მართლებას არ ვაპირებ . რაც მჭირს მე მჭირს. სულ მე მჭირდა და ახლაც მე მჭირს, გასაგებია?
- არა, გაუგებარია. ვიღაც ტიპის გამო ასე დაიგრუზე? მხოლოდ იმიტომ რომ არ იცოდი რომ ქალი ყავდა!
- ეს შენ არ გეხება !- ეს ჩემი ცხოვრებაა, და მე თავად გადავწყვიტავ ვისზე და რაზე უნდა დავიგრუზო გასაგებია?!
- გაუგებარია-თქო, ნამდვილად გაუგებარია. შენ ასეთი აკადემიური მართა. დგახარ და დანიელ ლიქოკელზე დარდობ?
- ზედმეტი მოგდის , ძალიან ზედმეტი მოგდის. განა შენ არ იყავი დანიელით აღფრთოვანებული? ხო, რატომ მიყურებ, შენ არ იყავი რომ ქება- დიდებას ასხავდი? მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა გაგეგო რომ მისი ძმა ანდრიაა, მაშინვე გადახაზე, შავი ხაზი გადაუსვი. მე შენგან განსხვავებით ადამიანებს ჩემი ცხოვრებიდან ასე არ ვიშორებ..
- და ვინ იყო რომ შენს ცხოვრებში? ვისი მოშორებაც გინდოდა? დაფიქრდი აბა. ოცდაშვიდი წლის ხარ და შენს ცხოვრებაში ერთი კაციც კი არ ყოფილა. დიახ არ მომწონს. არ მომწონს იმიტომ რომ მისი ძმაა. მისი ძმა წესიერი ვერ იქნება.
- საიდან ასკვნი ამეებს, ამიხსენი. შენ ხო ანდრიაც წესიერი გეგონა. მანამდე სანამ როგორც შენ ამბობ არ გადაგეკიდა.
- მართა არ გინდა..
- მე არ მინდა? კიდე მე არ მინდა გოგო? დგახარ და საქმეს მირჩევ , რატომ და როგორ გავბედე დანიელის რაღაცაზე მოწყენა, ვინ მოგცა ამისი უფლება? რა უფლებით მირჩევ საქმეს. რა როგორ უნდა გავაკეთო? წადი და საქმეები დედაშენს ურჩიე. იმან გასწავლა ასე ლაპარაკი? როდის გახდი ასეთი ეგოისტი ადამიანო. როგორც კი გაიგე რომ დანიელი ანდრიას ძმაა მაშინვე გამოაჩინე შენი რეალური სახე. მე კიდევ ჩემი და ყველზე გამგები ადამიანი მეგონა.. ჩემი და ჩემი ნიტა, იცი რას იზამდა ახლა? გულზე მიმიკრავდა და ჩემთან ერთად იტირებდა იმ ტკივილს რომელიც მის დას შიგნიდან ჭამს. აი ამას იზამდა.. მეტყოდა რომ ყველაფერი გაივლის და ამ ქარიშხალსაც გავაღწევდი. მაგრამ არა , ზუსტად დედაშენის შვილი ხარ. ზუსტად !- გამწარებულმა ვუყვირე და მისაღებში დავბრუნდი.
- მოხდა რამე? მაშინვე ფეხზე წამოდგა სოფიო და ცრემლები ლოყებიდან მომწმინდა.
- უნდა წავიდე სოფ. მაპატიე, ხვალ დაგირეკავ კარგი? ახლა ცუდად ვარ.
- მეც წამოვალ გვერდით მომიდგა ნუცა და ლოყაზე მაკოცა.
- ნუცა..
- არავითარი ნუცა.
- გთხოვ. მარტო მინდა ყოფნა. ძალიან გთხოვთ .
- კარგი . კარგი, მაგრამ იცოდე ხვალ შენთან მოვალთ .
- კარგი . ღამე მშვიდობისა და ბოდიში .
პლედში გახვეული ვიჯექი აივანზე და გაშტერებული გავყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
მაგრად ვუჭერდი ყავის ცხელ ფინჯანს ხელებს და გავარვარბული ხელის გულები წვისაგან გამწითლებოდა. ვერ ვგრძნობდი ტკივილს, ვერც წყენას, ვერაფერს ვგრძნობდი. სრულიად დაცვლილი და სასოწარკვეთილი ვიჯექი მარტო..
არასოდეს მყოლია გვერდით ძლიერი ადამიანი რომელსაც დავეყრდნობოდი, რომელიც გასაჭირში და ტკივილში გვერდით მეყოლებოდა, დაცემულს წამომაყენებდა. ახალი ენერგიით ამავსებდა და მეტყობა რომ ყველა უშვებს შეცდომას. საკუთარ შეცდომებს მხოლოდ მარტო ვტიროდი მარტო ვდარდებოდი და მარტო ვდგებოდი, ხანდახან მარტივად ხანდახან თვეებს ვხარჯავდი მაგრამ ამას მაინც ვაკეთებდი. ჩემი ბავშვების გამო, იმ პატარა არსებების გამო, ასე რომ ვუყვარი.
მათთან ყოფნა მავიწყებდა რომ გვერდით მყავდა და არ მყავდა დედა. მყავდა მამა და არ მყავდა მამა, რომელსაც ეცალა და მასთან მისულს არასოდეს ჰქონდა დრო ჩემთვის.. მყავდა და რომელსაც მეგონა რომ ვუყვარდი ყველანაირი, ჩემი შეცდდომებიით ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი. მაგრამ თურმე ილუზია მალე იმსხვრევა. ილუზია რისია თუ ისევ თავიდან არ დაგცა და არ გადაგიარა ზედ. მეგონა ჩემი და ის ადამიანი იყო რომელიც მეტყოდა. მერე რა რომ დააშავე. განა მე არ დავაშავე ანდრიასთან? მაგრამ შევცდი. ახლა ყველაზე ძალიან ეს შეცდომა და ეს განცდა მტკიოდა..
ვიჯექი გაყინული და ცრემლიც კი არ მომდიოდა რომ გულზე შვება მეგრძნო. ვიჯექი და სულ ერთ იყო ამ წამს ყველაფერი ჩემთვის. ვიჯექი და თავში მხოლოდ ერთი სახელი მომდიოდა.. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა მასთან ლაპარაკი ყველაზე მეტად მინდოდა..

ქიმია ორისთვის🧪Where stories live. Discover now