17 თავი

112 8 0
                                    

მომწონს ეს გოგო, ისეთი განსაკუთრებულია, ვერ ვიგებ როდის რას მოიმოქმედებს- ძმას ახედა ანდრიამ და თავი ღიმილით გაიქნია..
- სულაც არ მიკვირს , მაგათში არც ერთია დალაგებული, თუმცა ნუცას ყველაზე მეტად უქრის მგონი.. - უთხარი მერე?
- არა, არაფერი მითქვას დანო, არც ვაპირებ, უბრალოდ მასთან კარგად ვარ, ისიც თავისუფლადაა ჩემთან, არ მინდა რომ ჩემი სიმპატიის გამხელით შევბოჭო, იქნებ გოგო მეგობრულად მიყურებს..
- მაშინ დავაკვირდეთ. ვნახოთ რა როგორ მოხდება და იმის მიხედვით მოვიქცეთ, მაგრამ დრწმუნებული ვარ ხვდება შენს სიმპატიას, საკმაოდ ჭკვიანი გოგოა რომ იცოდე.
- ვხვდები ძმაო და ამიტომ ვარ ასე ფრთხილად. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადავიტან უბრალობ..
- მისმინე, აცადე. დრო თვითონ დაალაგებს ყველაფერს.
- რას დაალაგებს ?- მოულოდნელად დაიძახა ნუცამ , ჯერ ბიჭებს გახედა მერე გვერდით მდგარ მართას. - აბა რას გაჩუმდით, გააგრძელეთ მიდით - ძმებს შორის შუაში ჩაჯდა და მოსასმენად მოემზადა..
- აქ ამისთვის მოხვედი რომ მანდ იჯდე? - გაბრაზება ვერ დავმალე და ხმას ავუწიე. არ მითხარი მოგეხმარები სიის შედგენაშო? ნუცა 3 დღეში ზეიმი გვაქვს და შენ კიდევ საჭორაოდ ემზადები..
- კარგი გოგო, რა დაგემართა, ცოტას წავიჭორავებ სიძესთან და მის ძმასთან და სულ ეგაა. რა გჭირს შენ ეს ბოლო დღეებია, მოდი აქ მოდი ,მიუჯექი შენს რაინდს.
- ნუცაა..
- მართა ტვინი წამიღე რა. ან დაჯექი ან წადი და მარტომ დაწერე შენი სია ..
გაბრაზებული დავჯექი დანიელის გვერდზე და ზედ მივეყუდე. შინაგანად სულიერ სისუსტეს ვგრძნობდი, დღესასწაულის ემოციები საშინლად მღლიდა და მასუსტებდა.. ვუსმენდი მათ საუბარს და შინაარსი სრულიად ვერ გამომქონდა, იმდენად სხვაგან ვიყავი ფიქრებით.
ნუცას წვიტინი უსიამოვნოდ მესმოდა და მზად ვიყავი ჩემს ზურგს უკან დადებული ბალიში სახეში ჩამერტყა..
- არა რა საჭიროა ასე , - მათმა კამათმა გამომაფხიზმა და წელში გავსწორდი.. არა და კიდევ ერთხელ არა. სულ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ კაცმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. არ მესმის იმ ქალების რომლებიც მამაკაცებს ეხმარებიან თავიაანთი თავის მოპოვებაში, თითქოს დახუჭობანას თამაშობენ და წინასწარ ეუბნებიან, ამ მაგიდის ქვეშ თუ არ დაგხვდი მაშინ კარების უკან მომძებნეო.. ეგ რაღა მოპოვებაა. კაცს თუ ყველა კარტი გაუშალე და ყველა კარი გაუხსენი. რისთვის? - ეს რისი მომცემია?- კაცმა მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე ქალმა. ხშირად ქალებს ჰქონიათ რომ კაცს თუ ცოლად გაჰყვებიან ან მათ გვერდთ ყოფნას გაინაღდებენ, მერე ხალიჩად უნდა გაეგონ ფეხქვეშ.
- შენ ამბობ რომ კაცს არ უნდა ზრუნვა? საყვარელი კაცის გამო არ უნდა დათმო?
- შენ ზრუნვასა და მონად ქცევას შორის განსხვავებას ხედავ? - გაბრაზებულმა ვუთხარი ანდრიას და დანიელს შევხედე.. - მე რადგან დანიელი მიყვარს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი ყველა ოცნება უნდა შევასრულო, ჩემს ოცნებებზე უარი ვთქვა და მისი ცხოვრებით ვიცხოვრო.. მე ხო დანიელმა ისეთი შემიყვანა როგორიც ვიყავი, ისეთი გამიცნო როგორიც ვარ, ცოტა უცნაური, ცოტა სხვანაირი . ახლა მე რომ მის ცხოვრებაზე გადავეწყო, გამოვა რომ საკუთარ მეობას დავკარგავ.
- ღრმად შევტოპავთ იცოდე კამათით - ანდრიამ გამიღიმა და ნუცას გახედა..
- არ მგონია - წინადადების ბოლომდე დასრულება არ ადროვა ნუცამ რომ ჯიბრზე გახედა დანიელს .. - ზოგიერთ მამაკაცს არც კი სჭირდება ბრძოლა ქალის გამო.- აი აქ ვუშვებთ ქალები შეცდომას, ლანგარზე დადებულს მივართმევთ ხოლმე კაცებს ჩვენივე თავს, მანამდე ვახმარინებთ სანამ ეს მათ უნდათ, ან მანამდე სანამ ერთ დღეს არ ვიტყვით რომ საკმარისია და უკან მოხედულებს არაფერი დაგვხვდება. - ასე ნუ მიყურებ ისევ დანიელს შეხედა და ოდნავ გაუღიმა- აი მაგალითად დანიელი შეხედეთ, კაცის იდეალია , მის გამო ქალები აქეთ ომობენ, მე ხომ ვიცი, მას კი შეუძლია მხოლოდ ამოირჩიოს ქერა, თუ ჟღალი და მერე მათთან სექსით დატკბეს. რაში სჭირდება ბრძოლა თუკი აქეთ ეკიდებიან, მაგრამ ეს ურთიერთობა უინტერესოა მისთვის, არაფერს აძლევს და ამიტომ იშორებს ასეთ ქალებს..
- მოდი ეს ყველაფერი წარსულ დროზე გადავაკეთოთ კარგი?- წყენა ვერ დაფარა დანიელმა და ზედ მიმიკრა. - მართალი ხარ, კაცის ვიზუალი ისევე როგორც ქალის ბევრ რამეს ცვლის. თვალი ხარბია, დაინახავ და თვალი ძღება. ასე იყო, არასოდეს მიბრძოლია ქალის გამო, არც დამჭირვებია, იმიტომ რომ ყველა ძალიან მარტივად მომდიოდა. მაგრამ ეს ადრე იყო, მართამდე ნუცა.
- მესმის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ტატა შენ მოიშორე თუ თავად მოგშორდა? - ნუცას მოულოდნელად დასმულ შეკითხვაზე თვალები გამიფართოვდა და სახეზე ალმური მომედო.
- ეს შენ არ გეხება - გადაჭრით უთხრა და ფეხზე წამოდგა..
- ძალიანაც მეხება, იმიტომ რომ ..
- ნუცა საკმარისია - ანდრიამ მაშინვე სტაცა ხელი თავისკენ დაატრიალა. - ეს ჩვენი საქმე არაა, დანიელი და მართა თავად მოაგვარებენ თუკი ტატას სახით პრობლემა იქნება, ჩვენ არ გვეხება არც ტატა და არც მათი ურთიერთობა.. მითუმეტეს რომ წარსულია..
- რაღაცას მიმალავთ სამივე - გადაჭრით ვთქვი და ნუცას შევხედე. სამივე დასჯილი ბავშვივით იდგა კედელთან და ხმას არც ერთი იღებდა. - იტყვით თუ დავრეკო მეოთხესთან? - ტელეფონი ამოვიღე და ტატასთან დასარეკად მოვემზადე რომ, გამწარებულმა გამაგლიჯა ხელიდან დანიელმა და ნუცას შეხედა..
- ამას რატომ აკეთებ? თქმა თუ გინდოდა აქამდე გეთქვა, რას ელოდებოდი? - რა მიზანი გქონდა? ჩემთან ერთად უნდა გეთქვა ყველაფერი, ჩემი სახე უნდა დაგენახვებინა , გინდოდა მატყუარა გამოგეყვანე თუ რა გინდოდა მითხარი - ეს ლაპარაკიც ამიტომ წამოიწყე, -შენი მიზანი სისრულეში მოგეყვანა? გაბრაზებულმა უყვირა და ჩემკენ დატრიალდა.. - ფოტოები ნახა ტატას ტელეფონში შენმა დაქალმა და ამას გულისხმობს. თუ გაინტერესებს შენახული ექნება და გაჩვენებს..
- რა ფოტოები? - ძლივს მოვახერხე თქმა და დანიელს გავხედე, არ მინდოდა ნუცას სახე დამენახა თორემ ვერავინ გამაცლიდა ხელიდან..
- მართა მორჩი, კარგად იცი რა ფოტოებიც ვნახე, ამას რას უყურებ , მე მაქვს ფოტოები - მარამ რა საჭიროა ამეების ნახვა, ჩემი ხო გჯერა, არასოდეს გეტყვი ტყუილს.
- რაზე ამბობ?- გაორებულმა შევხედე ნუცას და გამომშრალ ტუჩებზე გადავისვი ენა.
- ნუცა მორჩი -თქო - შენ არ გეხება ჩვენი საქმე,- გაიგე ! - პრობლემა ტატაში კი არა შენს ლოგიკაშია , ვინ მოგცა უფლება რომ ასე ჩაერიო ამიხსენი .
- მართა ჩემი დაქალიაა.
- ფეხებზე გოგო !- საჭირო რომ ყოფილიყო ვიტყოდი..
- დანიელ - ნელა შევახე ხელი მკლავზე და ნერვიულობისაგან დაცვარულ შუბლზე ხელის გული გადავისვი. თვალებში წამიერად დაიწყეს პატარა ფერადმა წერტილებმა ფრენა და დანიელის ხელებში გონწასული ჩავესვენე.
მძაფრმა სურნელმა წამიწვა ცხვირი და თვალები ნელა გავახილე. ფერწასული დანიელი მეჯდა გვერდით და შორიდან მკვეთრად მესმოდა ნუცას ტირილის ხმა..
ხელზე მაგრად მიჭერდა ხელს დანიელს და ფრთხილად მკოცნიდა.. ნაძალადევად გავუღიმე რომ მისი ნერვიულობა როგორმე გამექრო.. წამოჯდომაში დამეხმარა და წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა..
ახლა მის თვალებში იმხელა სევდა იყო, იმხელა დარდი რომ მისთვის ზედმეტი სიტყვის თქმის სურვილი არ მქონდა..
მისი უკიდეგანო სიყვარული შიშს გადაეფარა ..
- დანიელ - დაბალ ხმაზე დავუძახე და მაშინვე მოიხედა ჩემკენ.
- როგორ ხარ? რამე ხო არ გინდა?
- კარგად ვარ, ცოტა გული მერევა.
- რა დაგემართა მართა, როგორ შემაშინე იცი? - ამღვრეული მზერით ჩამხედა თვალებში და ნაზად შემახო ტუჩები ლოყაზე. - კინაღამ მოვკვდი გოგო, ასე აღარასოდეს შემაშინო გაიგე?
- დანიელ - ის რაც ნუცამ თქვა და ნახა . მე მჯერა შენი, მაგრამ მინდა ვიცოდე რაზე ლაპარაკობდა ნუცა, შენგან გავიგო მირჩევნია.
- მართა, მართლა არაფერია დამიჯერე. შენს თავს გეფიცები - გახსოვს ის სურათები ჩემს ტელეფონში, იმეების გაგრძელებაა, ტატაც იღებდა და სულ ესაა. დანარჩენი ძველი ფოტოებია.. მოდი ამაზე არ გვინდა რა, ისედაც ცუდად ხარ.. - მთელი ძალით მიმიკრა ზედ და მის სითბოში ერთიანად გავიტრუნე..
**
ახალი წლის დღესასწაულმა მშვიდად ჩაიარა.
გადაღლილი დადიოდა უზარმაზარ დარბაზში დანიელი და საყვარელი ქალის ბედნიერი სახის დანახვაზე სახიდან ღიმილს არ იშორებდა.. კუთხეში მდგარ მაგიდასთან მჯდომთ გადახედა და მამაკაცს ანიშნა უკან გაყოლოდა.
სიმაღლის მიხედვით შელაგდნენ მართას კაბინეტში და კარები გასაღებით გადაკეტა დანიელმა..
ერთიანად გააცია ტანში რუსუდანს, შეშინებულმა ჯერ შვილს მერე კი სოსოს შეხედა და ინსტიქტურად ჩამოჯდა დივნის კიდეზე. დასჯილი ბავშვივით დაიწყო ხელები მუხლებზე და საყვარელ შვილს მზერა აარიდა.
- არაფრის თქმა არ გინდათ ?- დუმილი ისევ დანიელმა დაარღვია და გორგოლაჭებიანი სკამი მათ წინ გააჩერა. - რომელიმე დაიწყებთ თუ კითხვები მე დავსვა.
- რისი მოსმენა გინდა შვილო? - გამბედაობა მოიკრიბა სოსომ და დანიელს ახედა..
- სიმართლის !- გადაჭრით უთხრა და თვალები მოჭუტა. ოღონდ რომელი სიმართლის ჯერ ვერ გავერკვიე . ბოლო პერიოდია რაღაცა ცუდად ჩურჩულებთ თქვენ, აშკარაა რაღაცას მალავთ . ეს რაღაცა კი ფაქტია ყველამ იცით . ჩვემი , ანდრიას და ნიას გარდა..
- არაფერს ვმალავთ შვილო, საიდან მოიგონე - საუბარში ჩაერია რუსო და დანიელს ხელი ხელი დაადო.
- დედა, თუ ვერ ხვდები გეტყვი რომ გავიზარდე და ცხოვრებაში ბევრი რამე და ვინმე ვნახე. ვხვდები ადამიანები როდის მალავენ რაღაცას. ბოლოს როცა სოსო ბიძია ჩვენთან იყო მოსული, გიორგის ხსენებაზე სახე გეცვალა. რა გააკეთა ისეთი პაპაჩემმა რომ სამივე მაშინვე ჩუმდებით ..
- ცუდი არაფერი გაუკეთებია- ისევ სოსომ დაიწყო და უსას გახედა. - არ ვიცი რაომ უმალავთ ამ ბავშვებს მამაშენის სიკეთეს, არც ის ვიცი ამისი თქმით რა პრობლემა უნდა შეიქმნას. - მამაშენი გაკოტრდა, ნულზე დაჯდა, საქმეში არ გაუმართა გიორგი კი დაეხმარა და სიძე ფეხზე წამოაყენა, თავისი ბიზნესი გადასცა და სათევეშიც ჩაუყენა ფირმას.
- მოიცადეთ, ანუ ეს ფირმა რომელსაც ახლა მე ვუდგავარ პაპაჩემისაა და არა მამაჩემის?- სოსო ამას ამბობ? დაეჭვებულმა გახედა მამაკაცს და მისკენ დაიხარა.
- კი ამას ვამბობ. მაგრამ ამაში ცუდი რა არის ვერ ვიგებ. ადამიანმა დახმარების ხელი გამოგიწოდათ. თქვენ კიდევ ამხელა სიკეთის შესახებ შვილებსაც არ უამბეთ .
- ეს შენი საქმე არაა ! - გაბრაზებული უთხრა რუსამ და დანიელს შეხედა. - კი მამაჩემი დაგვეხმარა, მაგრამ მამაშენმა რა ნაკლები გააკეთა? ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ წინ წასულიყო, რომ ჩვენი ოჯახი არ დაცემულიყო.
- ეგ რა შუაშია ახლა, დაბნეული გაეპასუხა დანიელი და დედას თვალებში დააშტერდა..- კიდევ რაღაცას მალავ, ან რაღაცეებს.. თვალებში გეტყობა. წამიერად თითქოს რაღაცამ გაუელვა თავში დანიელს და ფეხზე წამოხტა, მაგიდისკენ წავიდა და რამოდენიმე წამს ხელებდაყრდნობილი იდგა მათკენ ზურგით . - მამა გიყვარდა რომ გაყევი ცოლად?- მოულოდნელად დასმულ კითხვაზე ნერვიული ხველება აუტყდა რუსას და საკუთარ ფეხსაცმელს დააშტერდა. - მიპასუხე დედა, მამაჩემი გიყვარდა თუ გიორგის გარიგება იყო ეს?
- მამაშენი მიყვარდა, რა თქმა უნდა !- გაღიზიანებულმა დაუბრუნა პასუხი და ფეხზე წამოდგა. - კარები გამიღე უნდა წავიდე..
- ვერსად ვერ წახვალ , ვერც ერთი ვერ წახვალთ სანამ მე საუბარს არ დავასრულებ ..
- დანიელ , მე დედაშენი ვარ და ამეების მოსმენას არ ვაპირებ.
- მეც შენი შვილი ვიყავი როცა მამაჩემი მამცირებდა და ვუსმენდი და შენ არ მიცავდი - დაგავიწყდა? გაგახსენებ - : „ შენგან რა კაცი გამოვა, ისეთი ხარ შენგან კაცი კი არა , არაფერი დადგება, შეხედე რუსუდან ესაა შენი საყვარელი შვილი, შეხედე ამისგან რა უნდა დადგეს, როგორ შეიძლება ეს სუსტი ჩემი შვილი იყოს“ - გაგახსენდა? შენს ქმარს გვერდით არ ედექი? მე რატომ ვიყავი ვალდებული ესენი მომესმინა დე-და , დამარცვლით უთხრა და დედამისს წინ დაუდგა. - შენ მამაჩემი არ გიყვარს და არც არასოდეს გყვარებია, მასთან სხვა რაღაცის გამო იყავი მუდამ. იმის გამო ხომ არა რომ გიორგის მოსწონდა სიძე? და მთელი შენი ქონება მას გადასცა? ამიტომ აიძულე მამა რომ ყველაფერი ოფიციალურად გადმოეცა ჩემთვის.
- დანიელ საკმარისია ! - არ მოგცემ უფლებას რამეში დამადანაშაულო. ის გავაკეთე რას საჭიროდ ჩავთვალე..
- კარგი პასუხია, ყოჩაღ დედა. ზუსტად ის მოვისმინე რაც მინდოდა რომ გამეგო.
- შენ ნიკოს მართლა შენი ქონების გამო გაყევი რუსა? შენთვის ქონება უფრო მთავარი ყოფილა ვიდრე სიყვარული.. მე კიდევ ვფიქრობდი რომ მამაშენმა გაიძულა , მამაშენის დაჟინებული მოთხოვნის გამო ჩატეხე ჩვენს შორის არსებული ხიდი, თურმე ქალი რომელიც ამდენი წელიწადი მიყვარდა საერთოდ არ მცნობია..
- გაიმეორე - გაავებული ეცა დანიელი სოსოს პერანგის საყელოში და ფეხზე წამოაყენა.- გამიმეორე ახლა რაც თქვი, თორმ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე. - შენ და დედაჩემს ერთმანეთი გიყვარდათ?
- გვიყვარდა , ისეთი ლამაზი და წრფელი სიყვარულით მხოლოდ ზღაპრებში რომ არსებობს, გვიყვარდა ისე როგორც შენ გიყვარს მართა დანიელ - დანანებით უთხრა და ხელები მოიშორა . - გვიყვარდა და ამან თურმე ქონებაზე გამცვალა. მე კიდევ მთელი ამდენი წელიწადი ვნერვიულობდი შენზე - რუსას მიუტრიალდა და მის წინ დაიმუხლა. - რა გამოდის, რომ მე სულ სხვა ქალი მიყვარდა, მიამიტი და ბავშური რუსა რომელიც თურმე ქონებას გაკიდებია.
- ყველაზე მაგარი საჩუქარი მივიღე ახალ წელს - ნერვიულად მოისრისა შუბლი დანიელმა და კარზე ატეხილ ბრახუნზე გასაღებად გაიწია..
სამშობიაროს დერეფანში ნერვიულობა არ წყდებოდა..
აღელვებული დადიოდა თორნიკე წინ და უკან.. თითებს ნევიულად იმტვრედა და გული გამალებით უძგერდა. პირველად ხდებოდა მამა, ბედნიერებისაგან ფრენა უნდოდა, უნდოდა ხმამაღლა ეყვირა რომ მალე თავის პატარას გულზე დაიწვენდა...
ბოლოს სიარულით დაიღალა, ემოციამ სძლია და კედელს მიყუდებული იატაკზე დაჯდა.. თამამად მიუჯდა გვერდით დანიელი და ანერვიულებულ მომავალ მამას ხელი შემოხვია..
აწყლიანებული თვალებით შეხედა და გაუღიმა..
- უკვე სამი საათი გავიდა დანიელ ..
- ალბათ ასეა საჭიროა, გამიგია ხანდახან უფრო დიდი დრო სჭირდებათ..
- ხო მაგრამ სამი საათია სტკივა.
- მესმის, ნერვიულობ მაგრამ ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება..
- არავინ გამოდის , რომ რაიმე მითხრას რაა - მუშტები შეკრა და იატაკზე დააბრახუნა..
- შენი ცოლი მშობიარობს, გატაცებული კი არა ყავთ ძმაო- სიცილით უთხრა და ფეხზე წამოდგა...
ფანჯარასთან ვიდექი და ჩაბნელებულ ქუჩას გადავყურებდი..
ვიღაცა ჩვენსავით ნერვიულობდა, ვიღაცას ეს ნერვიულობა უკვე მოხსნილი ჰქონდა და ერთმანეთს ეხუტებოდნენ..
წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი და ინსტიქტურად მივეყუდე.. ვიცოდი ახლა ორივეს ერთი და იგივე ფიქრი გვქონდა. ერთი რამ გვაწუხებდა.. ცრემლებს გასაქანი არ მივეცი, ახლა ამისი დრო და ადგილი არ იყო..
ახლა ჩემი ნათლული უნდა მოვლენილიყო ქვეყანას და სევდიანი ვერ ვიქნებოდი, მაგრამ გული მეფლითებოდა ტკივილით. სულს კივილი უნდოდა..
ბაგეები ერთმანეთს დავაშორე რომ ცხელი ჰაერისაგან განმეთავისუფლებინა ფილტვები და დანიელის თითებში, ჩემი თითები გადავხლართე..
იქნებ ყველაფერი ასე ძალიან არ მტკენოდა გვედით რომ დედა მდგომოდა, გულზე რომ მივეკარი და ეთქვა, შენ პირველი არ ხარ შვილო, ზოგადად ქალებს ასე ემართებათ, აუცილებლად კიდევ გეყოლება შვილებიო, მაგრამ ამ ტკივილიანი რეალობის წინაშე, მხოლოდ ორნი მე და დანიელი ვიდექით..
ამას მხოლოდ ახლა ვიაზრებდი, რადგან როგორც არ უნდა უყვარდე დაქალს, როგორც არ უნდა ზრუნავდეს შენზე, ვერავინ დავა შენს ტკივილამდე, ისე ვერავის ეტკინება როგორც საკუთარ მე-ს და დედას..
- არ ინერვიულო - ჩუმად მიჩურჩულა ყურში და ყელზე მაკოცა, ხო იცი ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.
- ვიცი- ძლივს მოვახერხე უცრემლოდ ერთი უბრალო სიტყვის თქმა და მისკენ დავტრიალდი, საყვარელი პოზა მივიღე, ხელები შემოვხვიე თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე..- როდესაც მისი გულის ძგერა მესმოდა, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ყველაზე ძლიერი .. ამ დროს ვგრძნობდი საოცარ ძალას და ვიცოდი ეს ძალა ყველა ტკივილს დამაძლევინებდა და ეს ძალა ცხორების ახლიდან დაწყების უნარს მინერგავდა ყოველ დღე..
- მთავარია ერთად ვართ, მიყვარხარ და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია..
- მეც მიყვარხარ, ძალიან - გადაჭრით ვუთხარი და ბლოკიდან გამომავალი ექიმისაკენ სირბილით გავიქეცი..
„გილოცავთ, ჯანმრთელი ბიჭი გყავთ „
მისი ხმა ექოსავით გაისმა დერეფანში და სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა ტანში..
ეს სულ სხვა განცდა, სულ სხვა ემოცია იყო.. სულ სხვა შეგრძნება, რაღაც ახალი სურნელით გაჟღენთილი. სულ სხვა ელფერი დაჰკრავდა ამ სიხარულს.. და ამ სიხარულს სახელად სიყვარულის ნაყოფი ერქვა..

ქიმია ორისთვის🧪Where stories live. Discover now