11. ბედნიერი

293 34 13
                                    

თეჰიონი ბედნიერი იყო.

დიდი ხანია რაც ამ სიტყვების საკუთარი თავისთვის თქმა სურდა, მაგრამ აქამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონია, ახლა კი აქვს. აქვს, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ეს გრძნობა შიშს იწვევს მასში. მშვენივრად იცის რად დაუჟდება ჯონგუკის მიმართ კეთილგანწყობა, მაგრამ ფაქტია რომ ეს არ იქნება ერთადერთი გრძნობა, რასაც მის მიმართ იგრძნობს ასე თუ გაგრძელდა. მართალია ახალი და უჩვეულო გრძნობები მისდამი კარგ რამეს არ მოუტანს, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს თეჰიონზეა დამოკიდებული და თვითონაც მშვენივრად აცნობიერებს ამას, მხოლოდ სიტუაციის განაალიზება და საკუთარ თავში გარკვევა სჭირდება, ღირს განა ჯეონისთვის სიმართლის თქმა? გარისკავს ის საკუთარ კარიერას კიმისა და მისი ძმის გადასარჩენად? ამაში ეჭვი ეპარებოდა, ხვდებოდა, რომ ის რაც მათ შორის იყო, ჯერ-ჯერობით წრფელი სიყვარული ნამდვილად არ გახლდათ, შეიძლება ეს მიზიდულობადაც ჩაითვალოს, მაგრამ მხოლოდ თეჰიონისთვის, რადგან ჯონგუკის გული ახალ გაღვივებულ გრძნობასთან გამკლავებას ცდილობდა.

სახლისკენ დაძვრა დაახლოებით შუაღამისკენ დაიწყეს. წესით დაღლა უნდა ეგრძნოთ, მაგრამ ორივე მათგანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა და ეს რით დამთავრდება, რთული გამოსაცნობი არ არის.

დანიშნულების ადგილას მისვლისას, თეჰიონი ნამდვილად არ რჩება გაოცებული სახლის ინტერიერითა თუ ექსტერიერით, მსგავსი ბევრი უნახავს და უკვე მობეზრდა კიდეც, უფრო გაკვირვებული დარჩებოდა რაიმე მდიდრულის ნაცვლად, ჩვეულებრივი რომ დახვედროდა.

"ბამ, სად ხარ?" როგორც წესი, მანქანისა თუ კარის ხმის გაგონებისას, ძაღლი მაშინვე შესასვლელისკენ გარბოდა და ბედნიერი ეგებებოდა პატრონს, მაგრამ ახლა ჯონგუკი მას ვერსად ამჩნევს, ცოტა ანერვიულდა.

"რა ხდება?" თეჰიონი ჯერ ვერ გარკვეულიყო ჯეონის რეაქციაში, მაგრამ კუთხეში მდგარი საჭმელი ჯამის დანახვისას მიხვდა, რომ ძაღლს უკავშირდებოდა მისი აღელვება.

Untouchable | TKWhere stories live. Discover now