თავი მეოთხე💟

30 8 2
                                    

«ბიჭმაც იგივე გაიმეორა მხარზე ხელი გადადო და გზა გააგრძელა

- რაღაცას გკითხავ(ფლ)__გოგონამ თვალებით თანხმობა ანიშნა
- ჩემთან ერთად არასდროს დადიხარ და რამე ხომარ ხდ-(ფლ)
- შენც ამჩნევ არა მას?(სნ)__უკან ანიშნა
- ესეიგი ის ვიღაც ტიპია მიზეზი?
- ხო დაახლოებით(სნ)
-და იქნებ გეკითხა ვინაა?უკვე გამაღიზიანებელია ყოველ ნაბიჯზე მას ვაწყდებით(ფლ)
- მეუბნები რომ იმ ვიღაც მანიაკივიათ გამოწყობილ უცნობთან მივიდე და ვკითხო ვინ ჯანდაბა ხარ თქო?!(სნ)
- იდიოტო! იქნებ და გაიგო?(ფლ)__უცხოდ ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც სახეს პირბადე და კეპი უფარავდა მათკენ დაიძრა.
- აქეთ მოდის ჯანდაბა რა გაყვირებდა(ფლ)__მხარი უბიძგა გოგონას, უცნობის მოახლოებასთან ერთად სოიუნმა თავი მარჯვნივ გადაწია და მიხვდა, რომ ამ უცნობს პირველად არ ხვდებოდა
- მე მაპატიე, არ მეგონა მანიაკის შეხედულებას თუ ვტოვებდი__ჩაიცინა და მისალმების ნიშნად თავი შეუმჩნევლად დახარა
- თქვენ? გუშინ ჯუიუნის ბარში?(სნ)
- კარგი მახსოვრობა გქონია
- მხოლოდ გარეგნობას არა, ხმასაც კარგად ვიმახსოვრებ, ისიც თქვენ იყავით ვინც გუშინ ხელი შემიშალა კლუბთან ახლოს(სნ)
- მე უბრალოდ დაგეხმარე, რომ პრობლემები არ შეგქმნოდა, მის ცემას როდემდე აპირებდი?__გოგონამ ფელიქსისკენ თვალი ნელ-ნელა გააპარა
- ოხ შე პატარა-(ფლ)__ხელი აწია იმისდა მიუხედავად, რომ დარტყმას ნამდვილად არ აპირებდა. უცნობმა უყურადღებოდ არ დატოვა და მაჯა წამშივე დაუჭირა
- არ გასწავლეს, რომ ქალზე ხელი არუნდა აიღო?__მეტად სერიოზული ხმით კითხა, ფელიქსმა ხელი გაითავუსუფლა და ისევ გოგოს გადადო მხარზე
- რაიყო გეგონა დავარტყამდი?(ფლ)
- იდიოტო ყოველთვის მაგას აკეთებ, როცა რამე ცუდს იგებ!(სნ)
- რაიყო შენ რა წესიერად ვერ აღგზარდეს?
- ეგ ვინც აღმზარდა მას ჰკითხე(ფლ)
- უკაცრავად მაგრამ უნდა წავიდეთ ნახვამდის!(სნ)__ყურზე ხელი დაავლო ბიჭს და ძალით მიარბენინებდა, იმისდა მიუხედავად,რომ ფელიქსი ყვირილის და მუდარას არ წყვეტდა, უცნობი კი დაბნეული აკვირდებოდა მათ მანამ,სანამ ორივე მხედველობის არეს არ მოეფარა.
———-
- ბევრს ხომარ ლაპარაკობ?(სნ)
- ბოდიში გამიშვი რა მთელი გზა ხომ ასე არ მათრევ!(ფლ)
- აი ეხლა შენ გამო კლუბში აღარ წავალთ ხვალ კიდევ რეპეტიციაზე ჯოჯოხეთის ცეცხლს გაგიჩაღებ!(სნ)
- კარგი რააა სოიუნ ასეთი რა დავაშავე(ფლ)__ამოიზმუვლა ყურებ აწითლებულმა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო
- კარი ისედაც ღიაა იდიოტო(სნ)__პირდაპირვე შეაღო ფელიქსიც მას შეჰყვა ორივემ ზედმეტი ნივთები კუთხეში მიაყწო, კარის მიხურვა და ვიღაცების სიცილი ერთი იყო ფელიქსმა სოიუნს წარბაწეული სახით გახედა და მიმიკებით ერთმანეთში საუბარი დაიწყო
- რა ხმა იყო?(სნ)
- მე რას მეკითხები?(ფლ)
- გაიგე ვიღაცა იცინოდა?(სნ)
- ბიჭის ხმა იყო?!(ფლ)__ორივე ელვის სისწრაფით სასტუმრო ოთახში შევარდა, სავარძელზე ჯია ვიღაც ბიჭთან ერთად კომფორტულად საბანში გახვეული იჯდა და პოპკორნით ხელში ფილმს უყურებდა, ორივეს ყურადღება მაშინვე გიჟივით შემოვარდნილი ფელიქსისა და სოიუნისკენ გადავიდა
- მოხვედით? რა ხდება რა დღეში ხართ?(ჯა)
- ჯია ვინაა ეს..(სნ)__ბიჭი ისეთი გამომეტყველებით აათვალიერ ჩამოათვალიერა თვით ისიც კი უხერხულად გრძნობდა თავს
- ვინაა ეს ბავშვი?(სნ)
- გაიცანი სოიუნ ჩემი შეყვარებულია(ჯა)__ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა და თვალებით ანიშნა რომ ხუმრობის დრო არიყო
- აჰა სასიამოვნოა ჩვენ დაგტოვებთ ხვალისთვსი ბევრი საქმე გვაქვს, აბა გაერთეთ(სნ)__ფელიქსი სოიუნს თვალს არ აშორებდა ისე მიიპარებოდა კიბისკენ, გოგონაც წამოეწია
- არაფერიც! ტელეფონი მომეცი(სნ)
- გთხოვ სოიუნ არა რაა(ფლ)__ლეკვის თვალებით გახედა ისე თითქოს მალე ცრემლებს დაღვრიდა, გოგონას წარბიც არ შეურხევია მუჭის გახსნით ანიშნა რაც უნდა გაეკეთებინა, დიდხნიანი ხვეწნა-მუდარის და საცოდავი გამოხედვების შემდეგ, ტელეფონი უხეშად, ამოიღო ჯიბიდან, ხელის გულზე დაუდო და ოთახში ბრახა ბრუხით ავიდა. სოიუნიც მის ოთახში დაბრუნდა, კეპი კუთხეში მოისროლა და მაგიდას მიუჯდა, დიდხანს აკვირდებოდა ჩაფიქრებული, მის თავს სარკეში და ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო სააბაზანოში შევიდა, ცხელი შხაპი მიიღო განტვირთვის მიზნით, ნამდვილად დამღლელი დღე იყო. კბილის ჯაგრისს ხელი მოკიდა და პირში გაჩრილი, პარალელურად თმას იშრობდა მალევე მორჩა საღამოს რუტინასაც, გადაეშვა მოხერხებულ საწოლზე, საბანში კომფორტულად გაეხვია და ძილს მიეცა..
——————
🌄
- ადექი სოიუნ გაგვიანდება!(ჯა)__შეწუხებული სახით ტელეფონს ეკრანს მისკენ ატრიალებს, მერე ისევ უკან აბრუნებს
- სად მაგვიანდება შაბათია მაცადეთ ძილი(სნ)__ამოიზმუვლა ბალიშის თავზე დადებით, ხუთ წუთიანი სიჩუმის შემდეგ კი თვალები დაფეთებულმა გაახილა და ლოგინიდან წამოხტა, წამიერად სააბაზანოში შევარდა მერე გარდერობში, ყველაფერი რაც კი ხელში მოყვა აქეთ-იქით მიმოყარა ტანსაცმლის ჩაცმის პარალელურად კი ერთი ოთახიდან მეორეში ფელიქსს უკიოდა
- ადექი ბავშვები სულ დაგავიწყდა იდიოტო!(სნ)
- რა ბავშვები...შაბათია დღეს ხომ ვისვენებთ არაა..(ფლ)__ნამძინარევი ხმით შემოძახა მეორე ოთახიდან ფელიქსმა, მალე მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა თვალის დახამხამებაში ლოგინიდან წამოვარდა და 5 წუთში მზად იყო, კიბეებზე ისეთი სისწრაფით მირბოდნენ სულ დაავიწყდათ არცისე ფართო ადგილი რომ ჰქონდათ
- იქნებ გადამაგდო იდიოტო!(სნ)
- ტელეფონი მომეცი მჭირდება(ფლ)
- ვის რად უნდა შენი ჯართი მიდი და აიღე ჩემს მაგიდაზე დევს!(სნ)
- ერთი ტელეფონი დაგამძიმებდა?!(ფლ)__ელვის სისწრაფით სოიუნის ოთახში დაბრუნდა ტელეფონს ხელი დასტაცა და ისევ ელვის სისწრაფითვე ჩაირბინა კიბეები
- არ ისაუზმებთ?(ჯა)
- ადრე რომ გაგეღვიძებინეთ ვისაუზმებდით სამწუხაროდ დღეს ვერ ვასწრებთ!(ფლ)
- და მერე რა გაყვირებს?! გაგეღვიძა ადრე და მოასწრებდი!(სნ)__ისევ და ისევ ყოველდღიურ აქსესუარებს ხელი დასტაცა და ორივე ერთად გარეთ გავიდა, მთელი გზა ფელიქსი მხოლოდ ჭამაზე ბუზღუნებდა ენა არ გაუჩერებია მანამ სანამ სოიუნს ნერვები არ მოეშალა და ისევ ყურის თრევით არ დაემუქრა. როგორც იქნა დარბაზის შესასვლელსაც მიაღწიეს არც ისე დოდხნიანი ლოდინის შემდეგ ყველა შეიკრიბა, დაიწყო ისევ დამქანცველი რეპეტიციები და როგორც იქნა დღის ბოლოც მოვიდა, ყველა საშინლად დაღლილი იყო, მაგრამ მალევე ფელიქსის უნაკლო გონებამ ბავშვებში აჟიოტაჟი გამოიწვია და იდეა გამოთქვა რომ ყველა ერთად ჯუიუნის ბარში წასულიყვნენ, რათქმაუნდ ბავშვებს იქ წასვლა ყოველთვის უხაროდათ უფასო საჭმელი ვის არუყვარს? ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ სოიუნიც ძლივს დაითანხმეს და ბავშვების არმია მის წინამძღოლ სოიუნთან ერთად ზებრაზე მიაბიჯებდა, მალევე ყველა ერთად, ხმაურიანად ჯუიუნის ბარში შევიდა,ყველა მაგიდა შეივსო და როგორც წინა შეხვედრაზე იგივე მხიარულებითა და სიყვარულით შეხვდა ხალხი მათთვის საუკეთესო მომღერალ სოიუნს, მაგრამ ისევე როგორც მაშინ, ისევ ის ნაცნობი იმ მხირვ რომ უკვე ბევრჯერ ჰყავდათ მათ ერთმანეთი ნანახი ხოლო უცნობი იმ მხრივ რომ სოიუნს მასზე ჯერ არაფერი გაეგო, ის ერთადერთი რომლითაც მეტად დაინტერესებული იყო ზუსტად ისევ იმ ადგილას იჯდა და სასმელს მიირთმევდა.
ჯუიუნი ბავშვებისკენ ღიმილით დაიძრა ყველას ჩამოუარა მენიუ ჩაიწერა და მალევე ყველას შესაბამისი შეკვეთა მოუტანა, ბავშვები და მათ შორის ფელიქსიც საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ, სოიუნს არც არაფერი შეუკვეთავს მთელი ამ დროის განმავლობაში გრძნობდა იმ ერთადერთის დაჟინებულ მზერას, ბოლოს წამოდგა ისე რომ თვალი არ მოუშორებია
- სად მიდიხარ?(ფლ)
- სუფთა ჰაერზე(სნ)__გარეთ გავიდა ჯიბისკენ ხელი წაიღო ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, 5 წუთის მერე უცნობიც მას გამოჰყვა და გვერდით დაუდგა, გოგონამაც გახედა, მერე ისევ ცას ახედა
- ხშირად ეწევი?__კითხვასთან ერთად გოგონასთან ახლოს მივიდა სიგარეტი გამოართვა ძირს დაგდო და ზედ ფეხი დააბიჯა
- არა არ ვეწევი და არ მეტყვი ვინ ხარ?(სნ)
- არა, როცა შესაბამისი დრო მოვა გაიგებ__ახლა სოიუნი მისით მეტად დაინტერესდა ფიქრებში გართულს ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან შემოძახილი მოესმა
- სოიუნ აქეთ მოიხედე!__ყურადღება მაშინვე ხმაზე გადაიტანა და მალევე მიხვდა ვინც იყო
- ჯანდაბა..ამას აქ რაუნდა(სნ)__თავისთვის ჩაილაპარაკა, სახეზე მობეზრება და გაღიზიანებაც ერთად ეტყობოდა
- წინ ის არ მოდის ვინც გუშინ ცემე?__ჰკითხა და მასთან უფრო ახლოს მივიდა
- კი სწორად გახსოვს(სნ)
- დანარჩენები? იცნობ მათ?
- რატომ უნდა ვიცნობდე მისი ბანდის წევრებს საჩხუბრად მარტო მოსვლა ვერ გაბედა და წამოიყოლა მისი ფინიები(სმ)
- ასე მშვიდად როგორ შეგიძლია იყო?__ამაზე პასუხი აღარ დაუბრუნებია, მათკენ მომავალ ბანდას თვალი გაუსწორა და წარბშეუხრელად იდგა
- ერთობი საყვარელო?__უაზროდ ჩაიცინა და მის უკან, პირველყოფილური მიმიკებით მდგომი ჯოგიც უაზრო ხარხარით აჰყვა
- ეს ქვის ხანა რომ არ წამოგეყვანა რამე დაგაკლდებოდა?(სნ)
- რაიყო ხომარ შეგაშინეს?__ისევ ცინიკურად უპასუხა კითხვაზე კითხვით და ნელი ნაბიჯით მისკენ უფრო ახლოს დაიძრა, სულ რაღაც სანტიმეტრებიღა იყო მათ შორის დარჩენილი ბიჭი მაშინვე შეტევაზე გადავიდა, მაგრამ სოიუნისკენ მიმართული ხელი უცნობმა გააჩერა და თვალის დახამდამებაში მათ შორის ჩადგა.
- ამდენის უფლებას არავინ მოგცემს.

To Be Continued...

_______________________________
Gagrzeleba iqneba kiara mezineba. Magram! Magram rac mtavari mindoda metqva wina shabat-kviras ver movaxerxe dadeba imitoro chutyvavila avikide da shevakvdi samwuxaroD. Mtavaria daido meotxe tavic, gakocet tkbili zili💋🤍VOTE&COM💜

საიდუმლო მერვე ვარსკვლავზე🌟PK.JMWhere stories live. Discover now