3.

143 25 9
                                    

გამთენიისას დაახლოებით ექვსს საათზე ჯონგუკს ტელეფონის ბზუილი აღვიძებს. ბალიშიდან თავს ძლივს ყოფს, გუშინ გვიან დიძინა და ახლა თვალის გახელაც კი უჭირს. ტელეფონს მაინც იღებს და პირდაპირ სახეზე იდებს.

- გისმენთ,- იმდენად ბოხი ხმა ჰქონდა, რომ
წამიერად საკუთარმა დედამაც კი ვერ იცნო.

- ჯონგუკ, სად ჯანდაბაში ხარ,- ისმის ქალის გაბრაზებული ხმა მეორე ხაზიდან.

- რა გინდა დედა?- დაღლილი კითხულობს.

- ახლახანს ჩამოვედი და შენ სახლშიც კი არ დამხვდი. აეროპორტში დახვედრაზე ხომ
ზედმეტია საუბარი,- ბრაზობს მოლი.

- დედა არც კი დაგირეკავს და მე არ დამესიზმრებოდა, შენ როდის ჩამოდიოდი,- ბუზღუნებს ჯონგუკი და ერთი სული აქვს, როდის გაუთიშავს ტელეფონს და ძილს გააგრძელებს.

- ეს უპატივცემულობაა, ჯონგუკ, სად გაიქეცი, ან უნივერსიტეტი? საკუთარი თავი დიდი გგონია?

- ოცდაოთხი საათი რომ ვირივით ვმუშაობდი, მაშინ დიდი ვიყავი და ახლა უცებ ბავშვი გავხდი? დედა, თავი მომაბეზრე უკვე, უნდა წავიდე,- უთიშავს ტელეფონს და ბალიშს უფრო ეკრობა, მაგრამ დაძინებას ვეღარ ახერხებს და თხუთმეტ წუთში გაღიზიანებული იწევა საწოლიდან. ოთახს ათვალიერებს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ აქ ჩამოვიდა და ახლა საკუთარ სახლში წევს, არც სამსახურში ეჩქარება და არც სხვა რამე მნიშვნელოვანი აქვს გასაკეთებელი.

მუცლის ყმუილი ესმის და ფეხზე უღიმღამოდ დგება. ჯერ ყავას ადგამს გაზქურაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის ხელ - პირის დასაბანად. ტილოს მხარზე იკიდებს და საბოლოოდ ყავის ჭიქით ხელში ეზოში გადის. დილის მზე აცხუნებს, ათბობს იქაურობას და ჯონგუკი დარწმუნებულია, რომ დღეს რაც შეიძლება თხლად უნდა ჩაიცვას, სხვა შემთხვევაში სიცხე მოკლავს.

- ჯონგუკ,- ისმის კარზე ბრახუნის ხმა და რამდენიმე წუთში ჰოსოკი შემოდის შიგნით. ჯონგუკის იდილიას კი სრულიად ანგრევს თავისი ხმაურიანი აურით,- ახლა გაიღვიძე? რას ჰგავხარ.

DaylightWhere stories live. Discover now