6 თავი

36 7 0
                                    

6 თავი

დილით ამჯერად ჩემით მეღვიძება ჰისონის მკლავებში,რომელიც ზედ დამყურებს და თმებზე მეფერება.მეც ნაზად ვუღიმი და ვდგები რომ საათი ვნახო.7:00 ჰეჰ მიკვირს ასე ადრე რომ გავიღვიძე.
ვწვები იქნებ დამეძინოს ისევთქო მაგრამ შედეგი ნული,ამიტომ ვდგები და სააბაზანოში შევდივარ ვწესროგდები და გამოსვლისთანავე ტელეფონს ვიღებ,ოღონდ არ ვიცი რატო.უაზროდ ვსქროლავ ინსტას და გადავწყვიტე სონუს ინსტა მენახა.ასეც მოვიქეცი და სონუს ძებნა დავიწყე.ნიკის ვიცნობ,ამიტომ მის ექაუნთზე გადავედი და მოვძებნე ძლივს.გადავედი და ფოტოების თვალიერება დავიწყე.ძალიან საყვარლობა ფოტოები უდევს.ერთი ჩამელაიქა მაგრამ უცებ მოვაშორე,იმედია არ ნახა,მაგრამ ამ დილაადრიან რას ნახავდა მე ვარ ნორმალური.
ასე გავიდა ერთი საათი.საათს დავხედე და უკვე გამზადების დრო იყო ამიტომ ავიღე ჩემი უნიფორმა და გამოცვლა დავიწყე.გამოვიცვალე და ჰისონს გავძახე რონ ისიც გამზადებულიყო.

***

სკოლაში რომ მივედით ეგრევე კლასისკენ გავეშურე იმის იმედით,რომ კენა იქ დამხვდებოდა,მაგრამ კლასში მარტო სონუ დამხვდა რომელსაც მერხზე ჩამოედო თავი და ეძინა.არ მინდოდა გამეღვიძებინა ამიტომ ფრთხილად გამოვწიე სკამი და კარგად მოვკალათდი.
ვფიქრობდი კენას რეაქციაზე ამას რომ ვაჩვენებდი.

ისე გავიდა დრო ვერც კი გავიგე, როგორ მოგროვდა ბავშვებოს ხროვა კლასში.კენას და ვანესას გარდა ყველა იყო.ზარის დარეკვამდე 5 წუთი იყო დარჩენილი და მეც ანერვიულებული ვუყურებდი საათს.ზარი დაირეკა და იმედი ამომეწურა რომელიმე თუ მოვიდოდა დღეს.

მასწავლებელი შემოვიდა და სიის ამოკითხვა დაიწყო.

მასწი:კანგ კენა!

უცბად კლასის კარები გაიღო და იქიდან კენა შემოვიდა.

კენა:ბოდიშით მას,დამრიგებელმა ამიყვანა სამასწავლებლოში და მითხრა ბავშვებისთვის გადამეცა,რომ ზეგ კლასის პრეზიდენტის არჩევნები იქნება,ამიტომ ხვალ ყველა ვრჩებით გაკვეთილების შემდეგ,რომ კლასის კანდიტატები ავარჩიოთ.

მასწი:კარგი,შეგიძლია დაბრძანდე.

კენა დაჯდა თავის კუთვნილ ადგილას და ტელეფონი ამოიღო.

მასწავლებელმა ბევრი იბოდიალა და ძლივ ზარიც დაირეკა.
ჩემი ადგილიდან წამოვხტი და კენას მერხს ვეცი.

-ორწუთს წამო სკოლის უკან.

კენა:რახდება?

-წამოდი და გეტყვი.

კენა:კარგი.

სკოლის უკან გავიყვანე სა ტელეფონი ამოვიღე,მონაწერები რომ მეჩვენებინა.

კენა:ჰა ასე მალე? -ამოიხვნეშა და მონაწერებს კარგა აკვირდებოდა.

-რავქნა უხ....სხვა საქმე არ მქონდა

კენა:კაი ხო უფრო დაჩქარდება საქმე.

-მადლობელი იყავი -თავი ავწიე და ხელები გადავაჯვარედინე.

კენა:"მადლობელი იყავი" -ჩემი მიმიკა გააკეთა -ისე,დღეს ვანესა რატომ არ არის??

-მერავიცი -მხრები ავიჩეჩე.

კენა:გინდა,სკოლის შემდეგ გავუაროთ???

-რატომაც არა.

კენა:ეხლა წამო კლასში.

***

გაკვეთილები დასრულდა და სახლში წასვლის დროს სონუ კენასთან მივიდა და გვერდით გაიყვანა.

სონუს POV:

-კენა,დღეს გცალია??

კენა:კი რახდება??

-გინდა პაემანზე წავიდეთ??

კენა:რატომაც არა.

-მაშინ,8 საათისთვის სკოლასთან მოდი.

კენა:კარგი.

_______________________________________

ვიცი მოკლეა მაგრამ მეტის დაწერა მეზარება😭🤧🥹
კარგად და მიყვარხართ!!

ნიძლავიWhere stories live. Discover now