6❤️

35 9 16
                                    

...

ბორა სკოლის უკან სკამზე იჯდა, მის გვერძე მჯდომი სებიოკი კი ზურგზე ხელს უსვამდა თავჩაღუნულ გოგოს და მანუგეშებელ სიტყვებს ეუბნებოდა. ჯონქუქმა გაკვირვებული სახე მოიშორა და მათკენ წავიდა, უკვე იქ მისულმა ყურადღების მისაქცევად ჩაახველა...
-ოჰ...ჯონქუქ?/სებიოკმა ზევით აიხედა
მის ნათქვამზე ბორამაც ასწია თავი, თვალები  ცრემლით ავსობოდა, ცხვირი კი ტირილით აწითლებოდა, ჯონქუქს უცნაური გრძნობა დაემართა აი ისეთი როდესაც გრძნობ,რომ რაღაც არასწორი გააკეთ და მწუხარე თვალებით გახედა გოგოს
-ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა/სები ფეხზე წამოდგა 
-ზედმეტად არ ინერვიულო...ბორა/მიუტრიალდა და მხარზე მანუგეშებლად დაუსვა ხელი, გოგომ მორჩილად დაუქნია თავი და ნახევრად შემშრალი ცრემლი მოიშორა
-დიდი მადლობა სებიოკ/გაუღიმა, სებმაც მოკლე მაგრამ ტკბილი ღიმილი აჩუქა და ადგილი დატოვა

ჯონქუქმა სებიოკს გააყოლა თვალი და ისევ ბორაზე გადაიტანა მზერა, გოგო გვერძე იყურებოდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა...ჯონქუქი მის გვერძ  ჩამოჯდა
-ბოდიში...
ბორამ თმა გადაიწია ყურს უკან და მზერის არიდება სცადა
-არ მინდოდა ასე უხეშად გამოსულიყო, უბრალოდ სიბრაზემ...ახხ, ხელი ძალიან გატკინე?
ბორამ მუნჯად გააქნია თავი როგორც არა
-მართლა ვმწუხვარ...შენი მესმის , ყურადღებას ითხოვ, მაგრამ გთხოვ მაპატიე
-ასე უცებ შეიცვალე?მაშინაც რომ ასეთი ყოფილიყავი ახლა ბოდიშის მოხდა არ მოგიწევდა. იცი რა ჯონქუქ, არა, აზრი აღარ აქვს, ისევ იგივეს გააკეთებ, უყურადღებო და გულცივი ხარ
-ბორა
-არ გინდა, თავიდანვე ვიცოდი რომ ეს ურთიერთობა შენთვის დიდად სახარბიელო არ იყო, მაგრამ არ ვიმჩნევდი, ყველაფერს ვცდილობდი, რომ შენი ქცევები დამეიგნორებინა და თავი მომეტყუებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ შემიყვარებდი, ყველაფრი მიუხედავად გიღიმოდი, შენს გამო გულნატკენს რამდენი ცრემლი ჩამიყლაპავს, დეიდასთან რამდენჯერ მომიტყუებია რომ კარგად მექცევი, მაგრამ იცი რა აღარ მინდა ჩემს თავს მოვატყუო, დავიღალე, აქამდეც მშობლების გამო ვიკავებდი თავს, შენდამი სიყვარულზე აღარც ვლაპარაკობ აზრი აღარაქვს...საშინელი გრძნობაა იცცი...არ გამოგიდა, აქ ვერ შემოვაღწიე *ჯონქუქის გულს შეეხო* ვერ შევძელი, ამიტომ ჯობს შევწყვიტოთ, ყველაფერი აქ დავამთავროთ, მშობლებიც გაგვიგებენ, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ
-ბ..ბორა
-ჩშშ, ნურაფერს იტყვი...უბრალოდ ერთს გთხოვ, ნუ დამივიწყებ, გახსოვდე მეგობრად...და ნუ იფიქრებ რომ ეს ყველაფერი ამ ინციდენტის გამო მოხდა, ყველაფერი გადავწონე, ჯობს დავშორდეთ, დედას და დეიდას მე დაველაპარაკები...
-ბორა მე
-ნუ ღელავ გაპატიე
-ბოდიში/ჯონქუქს კენტად დაუგორდა ცრემლი და ბორა მიიხუტა
გოგოსაც დაუსველდა ღაწვები მის მხარზე

-ჩემი წასვლის დროა
-წაგიყვან
-არა არაა საჭირო, ჯობს თუ განვმარტოვდები, რამდენიმე დღით, ან კვირით ქალაქ გარეთ გავალ
-მაგრამ უნივერსიტეტი?
-დაუსწრებლად ჩავაბარებ
-ჰმმ
-ნახვამდის ჯონქუქ
-კარგად ბორა
ფეხზე ადგა და უკან მოიტოვა ჯონქუქი რომელიც მიწას დაშტერებოდა, სიმწრის ცრემლები ყელამდე ჩავიდა და ჩუმ სლუკუნს მოჰყვა


-ჯონქუქ აი სად ყოფილხარ/ჯუდი სირბილით მივარდა
-ბორა სადაა?/მის გვერძე დაჯდა
-წავიდა
-სად?
-ქალაქ გარეთ
-ისევ ნაწყენია?
-ნწ/თავი გააქნია
-მაშინ რატომ წავიდა?
-დავშორდით
-რაა?/სახე მთლიანად გადაეჭიმა
-ჰმმ
-კი მაგრამ როგორ?
-თითქოს ნათელი არ იყო რომ ასე მოხდებოდა
-მართალია...ორივესთვის ასე აჯობებს
-კი...

[ბაგსბანი & ლოლაბანი] jkWhere stories live. Discover now