2

144 12 0
                                    

ამბიდან მეორე დღეს, მინ იუნგი თავისი ოფისის სავარძელში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. აღარ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მისი კაცი მინიმუმ 10 წელი უნდა მჯდარიყო ციხეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიციამ ტელეფონში არასრულწლოვანზე მის მიერ შანტაჟის კვალი აღმოაჩინა. მინს ნერვები ეშლებოდა ამ უღირს საქციელზე, საქმე ხომ არასრულწლოვანს ეხებოდა... იუნგის სულაც არ ეშინოდა იმის, რომ შესაძლოა მის კაცს წარსულში მოხდარი მინის მიერ არალეგალური საქმეების ჩადენის გამო უფროსი გაეცა, რადგან როგორც ორუელის ,,ცხოველების ფერმაში" ჰყავდა ნაპოლეონს გამოწრთვნილი ლეკვები, სწორედ ისე ემორჩილებოდნენ მას მისი კაცები. ფიქრობდა გოგოზე და ბრაზობდა.
- ლოლა, პატარა ლოლიტა - კვამლს მისი სახელი ამოაყოლა - თუ დოლორესი?
სავარძლის საზურგეს მიაწვა და ახლა ჭერში აიხედა რა დროსაც მის კარზე კაკუნი გაიგო.
- შემოდით!- მინი წამოჯდა, ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო და კარში შემოსულ ერთ-ერთ დაცვას შეხედა.
- ბოს, იმ გოგოზე ინფორმაცია გვაქვს!
- მოყევი.
- მისი სახელია  ჰან დოლორესი, ლოლა. არის 24 წლის, გამომძიებელ-პროკურორი. ჰყავს დედა და მამა.- მინმა თვალები მობეზრების ნიშნად აატრიალა.
- ეგ ხომ მეც ვიცოდი.
- ვა, ბოს, საიდან ? - დაცვას გაკვირვება დაეტყო. იუნგიმ ღრმად ჩაისუნთქა, სერიოზული სახე დაიჭირა და მთელი გულწრფელობით უთხრა: - ექსტრასენსი ვარ.
დაცვამ ხელი ღია პირზე აიფარა, რა დროსაც იუნგის მობეზრდა წარმოდგენა.
- ბრიყვო, Facebook- ში ვნახე, რა დაგემართა?! მითხარი კიდევ რამე!
- დაცვას მის იდიოტობაზე შერცხვა, ხელში დაჭერილი აიპადი კი უფროსს გაუწოდა.
- ლოლა, ლოლა, ლოლიტა- თან გოგოს სახელს ღიღინებდა იუნგი - დედამისი ჰან ლუნა, მამამისი ჰან მინჰო, დედის ერთა, კანონი არ დაურღვევია, ოჰ, პატიოსანი გოგო!- იუნგიმ ირონიულად ჩაიღიმა- პირადი ნომერი ***********, მანქანაც ჰყოლია, მისი პირადი ფოტოები ან რაიმე ასეთი თუ გაქვთ?
- სერ, მის ტელეფონში ვერ შევაღწიეთ, კომპიუტერში კი მისი პირადი ინფორმაციით საერთოდ არაფერი არ აქვს.
- კარგით მისი მისამართი?
- ქვემოთ, სერ.
- მშვენიერია, ანუ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. კარგით, მისი დღის განრიგი მინდა, მისი ამობეჭდილი ფოტოები, რასაც მოიპოვებთ და უშაქრო ყავა.
- არის, სერ!- დაცვამ თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. იუნგიმ უწინდებური პოზა დაიკავა, წარბს ზემოთ შრამის გაყოლებაზე ხელი გაისვა და კომპიუტერში კვლავ ლოლას ღიმილიან სახეს მიაცქერდა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now