18

86 10 2
                                    

*ერთი კვირის შემდეგ*

- ჯანდაბა, მე ვთქვი, რომ ეს აქციები უნდა გაგეყიდათ?! როდის?!  ყველანი დათხოვნილი ხართ! - იუნგი სრულ ქაოსში იყო. ოფისში მოღალატე შეუძვრა, რომელმაც აქციების 13% დროებით მფლობელობაში სხვას გადაუფორმა. ჰოსოკი თავის მაგიდასთან იჯდა და როცა იუნგის ყვირილი გაიგო, მაშინვე შევარდა კაბინეტში. იცოდა, რომ  სერიოზულად იყო საქმე, რადგან მინი არასდროს ყვიროდა.

<<ჯანდაბა... საქმე ცუდადაა... რა ვქნათ? ყველას მოკლავს!>> ფიქრობდა ჯონგი და სახეზე ნერვიულად ისვამდა ხელებს. შემდეგ იუნგის მივარდა და დაწყნარება დაუწყო. ამაზე კი იუნგი უარესად გაღიზიანდა და მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა, რაც კი ხელში მოჰყვა. ჰოსოკი ჩუმად ანიშნებდა ოთახში მყოფ შეშინებულ თანამშრომლებს, რომ გასულიყვნენ. მათაც სასწრაფოდ დატოვეს კაბინეტი.

- მინ იუნგი! დაწყნარდი!
- ამათი დედას შევეცი! ვიღაც ნაბიჭვარმა რა გააკეთა!
- ხო ხო ვიცი! სირია, მართალი ხარ, მაგრამ თავი ხელში აიყვანე!
- ბოზი! ჩემი ხელით ამოვგლეჯ მაგ სარეველას, მაგრამ როგორ?! ახალი არავინ მოგვიყვანია! არა სხვა გზა არ რჩება! - იუნგიმ ხელი იარაღს დასტაცა, თმა უკან გადაიწია ხელით და კარისკენ სვლა დაიწყო.

<<ჯანდაბა, ყველას დახოცავს ეს გიჟი... იფიქრე, ჰობი, იფიქრე!>> ჰოსოკი უკვე პანიკებში ვარდებოდა იუნგის გამო.

<<მოვიფიქრე!>>

- იუნგი, ძმაო, ორი წამით რაღაც უნდა გითხრა!
- ჯანდაბა, ამის დედაც, ახლა ამის დროა? გინდა შენც მიგაყოლო იმ დედა მოტ...
- ლოლა! - იუნგიმ გინება შუაში გაწყვიტა. ლოლას სახელის გაგონებაზე გაბრაზებული სახე მოეშვა. ჰოსოკმა ნერვიული ღიმილი მიანათა მეგობარს.
- ლოლაზე იფიქრე.
- ლოლაზე?
- ზუსტად! ლოლაზე იფიქრე!
- ხო... ჩემი გოგო...
- ხო, ზუსტად, შენი გოგო! მოდი ახლა აქ დაჯექი.
- ჯანდაბა როგორ მომენატრა! ერთი კვირაა არ მინახავს! - იუნგი დაღლილი ჩაესვენა ტახტში და თვალები მოისრისა იარაღიანი ხელით, თან იღიმოდა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now