part 15🔞

169 16 60
                                    


კარზე ზარია.

-ვინ უნდა იყოს - ჩაილაპარაკა ჰიუნჯინმა და თან კარებისკენ წავიდა.

კარი გააღო და ხელში ჩანი შემორჩა რომელიც ჰიუნჯინს მკვლელი თვალებით უყურებდა.

-ჩან ჰიონ, შემოდი - უთხრა ნერვიულად ჰიუნჯინმა.

ჩანმა არაფერი უთხრა. მისაღებში გავიდა და დივანზე დაჯდა.
წინ არსებულ სავარძელზე კი ჰიუნჯინი მოთავსდა.

-ჩან ჰიონ არაფერს იტყვი? - ჰკითხა ნერვიულად ჰიუნჯინმა.

-რატომ უყვირე ლიქსს? - მკაცრი ტონით ჰკითხა ჩანმა.

-ჩან ჰიონ მე ეს არ მინდოდა. მართლა. ხომ იცი როგორ მიყვარს ჩემი პატარა. მე მას არ ვუყვირებდი - თქვა ჰიუმ და თვალები ცრემლით გაევსო.

-არ უყვირებდი მაგრამ უყვირე - ჩანმა ჰიუს აცრემლიანებული თვალები რომ დაინახა გულში რაღაც ჩაწყდა მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.

-ეს ყველაფერი ისნტიქტურად მოხდა. შემდეგ მან ტირილი დაიწყო ოთახში ავიდა და კარი ჩაკეტა. დილით კი ეგრევე შენთან გამოიქცა. - თქვა ჰიუმ.

-ხო ის ახლაც ჩემთანაა და შენც ჩემთან წამოხვალ. შემდეგ კი ბოდიშს მოუხდი. - თქვა ჩანმა და ფეხზე წამოდგა. მას ჰიუ მიჰყვა.

ორივე გარეთ გავიდნენ მანქანაში ჩასხდნენ და ჩანის სახლისკენ წავიდნენ სადაც ლიქსი ელოდებოდათ.

სახლში რომ შევიდნენ მისაღებში ლიქსი იჯდა. მათ დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოხტა.

ჩანი ლიქსთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა:
-ის მიზეზი რის გამოც ყვირილის გეშინია არ მითქვამს. ვიფიქრე ეს შენ უნდა გეთქვა - უთხრა და სხვა ოთახში გავიდა რომ წყვილი მარტო დაეტოვებინა.

-ლიქს.... - თქვა ჰიუმ და ლიქსისკენ წავიდა.

ლიქსთან მივიდა, მაშინვე შემოეხვია და თავი ყელში ჩაუდო. ლიქსს თვალები ცრემლით გაევსო და არც შეიკავა. იდგნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები და ტიროდნენ.

Instagram /hyunlix\Where stories live. Discover now