10

236 18 13
                                    

author__

ალბათ ყველას გაინტერესებთ სიმართელ ნანას ან ჯონგუგის მშობლებზე.მოდით დღეს მოგიყვებით თუ რა მოხდა რეალურად.
ნანამ რაც ჯონგუგს მოუყვა ნაწილობრივ სიმართლეა მაგრამ ის რომ ისინი შემთხვევით დაეჯახნენ ერთმანეთს და ორივე ოჯახი დაიღუპა სრული აფსურდია.
ნამჯუნმა შესანიშნავად შეძლო ფაქტების დაფარვა, ან თვითონ ფიქრობს რომ შეძლო.
მან ერთი ბიჭი ლუკასი გამოიყენა თავისი მიზნების შესასრულებლად.
ბიჭის მამა ნაჯუნთან მებაღედ მუშაობდა მაგრამ შემდეგ მისი ცოლი საგრძნობლად ავად გახდა რის გამოც მამამისი ვეღარ პოულობდა დროს სამუშაოდ.თავის ცოლს სახლში დახმარება ესაჭიროებოდა მაგრამ სამსახურს ამის გამო ვერ მიატოვებდა,სწორედ ამიტომ კაცის საქმე ცოტახნით მის შვილს ლუკასს გადააბარა.ერთ დღეს ნამჯუნმა შემთხვევით გაიგო ლუკასი როგორ ესაუბრებოდა მამამისს ტელეფონზე"მამა დედა როგორაა?წამალი არ არსებობს მის განსაკურნად?მაინც რამდენი?შეუძლებელია ვერ ვიშოვი.შენ რა გინდა მას ვთხოვო ის ხომ მომკლავს?"როცა ბიჭმა საუბარი დაასრულა ნამჯუნი შენიშნა.მისი გონება მაშინვე შიშმა მოიცვა რადგან იცოდა როგორ საქმეებში იყო გარეული.ნამჯუნი მას მიუახლოვდა და ფულის სანაცვლოდ რაღაც შესთავაზა,ბიჭმა ამის გაგებისას ეგრევე უარი უთხრა და განუცხადა "ამას მე ვერ გავაკეთებ ბატონო" ნამჯუნიც დანებდა მაგრამ მეორე დღეს ლუკასის დედა გაუჩინარდა.მაშინვე მიხვდა ბიჭმა თუ რაში იყო საქმე.იგი ნამჯუნთან მივიდა და შეთანხმებაზე დასთანხმდა.
მათი შეთანხმება კი ასეთი იყო:
ნამჯუნი მას და რამდენიმე კაცს გაუშვებდა აეროპორტში და ერთ ოჯახს ფრენის მიმართულებას აურევდა მაგრამ როგორ იზამდა ამას თავად უნდა მოეფიქრებინა.სანაცვლოდ კი დედამისს გაუშვებდა და ფულსაც გადაუხდიდა.
ბიჭმა საქმე შესანიშნავად შეასრულა.მართლაც ჯონგუგის ოჯახი ამერიკის მაგივრად იაპონიაში მოხვდა.ალბათ გაინტერესებთ რა შეიცვალა ამით არა?მოგეხსენებათ რომ ნამჯუნი მაფიოზია ამიტომ მას იაპონოაშიც ყავს თავისი კლანი.მათ დავალებული ჰქონდათ რომ ოჯახი ჩასვლის თანავე უნდა მოეკლათ აეროპორტშივე მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.მიზეზი კი ნანას ოჯახი იყო.

ტყვე🖤🙂Where stories live. Discover now