-9-🇰🇷🛬

133 6 0
                                    

ავტორი

სამხრეთ კორეა, სეული. ზამთარია, ჯერ არ თოვს მაგრამ საშინლად ცივა. იუნგიმ ჰაერი ხარბად შეისუნთქა. სახლში დაბრუნდა. მის სამფლობელოში. საათს დახედა, ექვსს აკლდა 37 წუთი. არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ პირდაპირ კომპანიაში წავიდნენ. საერთოდ იღლებიან? კომპანიაში შესვლის დროს ყველამ თავი დახარა და მიესალმნენ ბატონ მინს. თუმცა რამდენიმეს თავი არ დაუხრია. ერთი ელისაბედმა იცნო, ეს ხომ ბატონი კიმ ნამჯუნია გაიფიქრა თავისთვის. მეორე კი როგორც აღმოჩნდა კიმ თეჰიონია. გაცნობა შედგა, ახლა საქმე.

ოთხივე იუნგის კაბინეტში იყო. ელისაბედმა მათ სასიხარულო ამბავი აცნობა. პირველი კომპანიიდან გამქრალი საბუთების 90% მას უკვე ჰქონდა და დანარჩენსაც მალე მიიღებდა. რაც შეეხება თანხას 700 მილიონიდან მხოლოდ 500 მილიონის პოვნა შეძლო და ისიც მალე ექნებოდა ბატონ მინს.

იუნგიმ შეახსენა, რომ ფული მისი იყო. ელისაბედმა კი ხელშეკრულება შეახსენა და მისი დაცვა მოსთხოვა. არ არის გასაკვირი, რომ ხელშეკრულება დაიდო. ელისაბედი ხელშეკრულების გარეშე არავისთან არ მუშაობს. და საერთოდ ვინ მუშაობს ხელსეკრულების გარეშე ასეთ საქმეზე? არავინ, საერთოდ არავინ.

იუნგიმ თავის მდივანს სთხოვა ელისაბედისთვის კაბინეტი ეჩვენებინა და რაც დასჭირდებოდა ყველაფერი მიეცათ. ისინი ოთახიდან გავიდნენ. ოთახს მინებიანი კელდები ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა ელისაბედის კაბინეტი იუნგის კაბინეტს უყურებდა, მათ შორის კი იყო სივრცე სადაც სხვა ადამიანები მუშაობდნენ.

ბატონი მინი - უფრო შორს ვერ ნახე კაბინეტი თეჰიონ? (უთხრა გაბრაზებული ხმით, თუმცა ელისაბედისთვის თვალი არ მოუშორებია).

თეჰიონი - რა გინდა ვერ ვხვდები? ამ სართულზე ერთადერთი თავისუფალი ოთახი ის იყო.

ბატონი მინი - ერთადერთი? და ხელით მის გვერდითა ოთახზე ანიშნა.

პოლიციელი და მაფიის ბოსი (დასრულებული)Where stories live. Discover now