-25-🇮🇹🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿🥲‼️

96 5 0
                                    

ავტორი

ოდნავ ქარიანი ღამე, ზღვის ტალღების ხმა.... თითქოს ზუსტა შეესაბამებოდა ამ მომენტს, მაგრამ სიჩუმე ვიღაცამ დაარღვია. მათი ყურადღება ერთმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც ნავის მეპატრონეს უამრავ ფულს პირდებოდა თუ აქედან ახლავე წაიყვანდა. ელისაბედი და იუნგი მათ ჩუმად მიუახლოვდნენ და ეს მამაკაცი ბატონი ლი აღმოჩნდა, რომელსაც ხელში ლეპტოპი და ჩემოდანი ეჭირა და კუნძულიდან ცდილობდა გაქცევას.

ელისაბედმა ბატონ გამბინოს დაურეკა და მათი დაჭერა მოახერხეს. ფულის რაღაც ნაწილი დააბრუნეს, დანარჩენს ჯერ კიდევ ეძებენ. ამასობაში მამა-შვილი ინტერპოლს გადასცეს.

ყველა ბატონი გამბინოს თხოვნით დღესასწაულზე დარჩა პალერმოში. როგორც აღმოჩნდა ბატონი გამბინო იუნგის მამას იცნობდა და ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია, მათ სამომავლო საქმეებზე. ყველა მხიარულობს, ყველა იცინის... ზზზზზზზზ.... ტელეფონზე ზარია. ელისაბედ ურეკავენ, ის მაგიდიდან დგება და ყველასგან მოშორებით გადის. იუნგის ეს არ გამოპარვია და უკან გაჰყვა. ღმერთო ახლა რაღა ხდება? კიდევ მოხდა რამე?....

ბატონი მინი - ყველაფერი რიგზეა?

ელისაბედი - ინტერპოლიდან დამირეკეს. სასწრაფოდ ლონდონში უნდა წავიდე. ბატონ ლის და ბატონ კანგს ჩემთან უნდას საუბარი.

ბატონი მინი - შენგან რაღა უნდათ?! რატომ ვერ ისვენებენ. მადლობლები იყვნენ, რომ საერთოდ ცოცხლები დავტოვე.

ელისაბედი - არ ვიცი, მაგრამ უნდა წავიდე. უკანასკნელად უნდა ვნახო.

ბატონი მინი - ახლა გინდა წასვლა? ასეთ დროს?.... ოხ ელისაბედ და მკლავებზე მოჰკიდა ხელები. ვიცი, რომ ვერ მოისვენებ.... კარგი წავიდეთ. მეც წამოვალ, მაგრამ მათ რა ვუთხრათ?

ელისაბედი - არაფერი და უცნაურად გაიღიმა. ვერც კი გაიგებენ ისე მალე დავბრუნდებით.

ავტორი

მართლაც, იქიდან ისე წავიდნენ არავის არ შეუმჩნევია.

პოლიციელი და მაფიის ბოსი (დასრულებული)Where stories live. Discover now