🤵1🤵

230 12 6
                                    

   თითოეული თანამშრომელი თავაზიანი ღიმილით მიესალმა პრესტიჟული კომპანიის დიდ აღმასრულებელ დირექტორს,მინ იუნგის.
ბატონი მინ იუნგი არის პატივსაცემი და ღირებული ბოსი თავისი თანამშრომლებისთვის,რამაც ხელი შეუწყო მისი ბიზნესის წარმატებას.
ბოსი თავის კერძო ლიფში შევიდა,რომელიც პერსონალურად მხოლოდ მას ემსახურებოდა და პირდაპირ კაბინეტში აყავდა.
მინ იუნგი ბოლო სართულზე გაჩერდა.
ლიფტის კარები გაიღო და კაბინეტთან მდივანი პაკ ჯიმინი გამოჩნდა.
მდივანი პაკ ჯიმინი იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი,ვისაც ქონდა იუნგის ოფისში შესვლის უფლება.იგი იყო 27 წლის ახალგაზრდა,რომელმაც ახლახანს დაიწყო აღმასვლა კარიერაში.
იუნგი ოდნავ შეირხა.
პაკ ჯიმინს თმა ვარდისფრად შეეღება,რაც არ იყო მეტად გავრცელებული,მიტ უმეტეს პრესტიჟულ კომპანიაში.ამის გამო მდივანი პაკ ჯიმინი ხალხში მეტად შესამჩნევი გახდა და კომპეტენტურობით გამორჩეულს ეტყობოდა როგორც ბოსთან იგივე თანამშრომლებთან,მეტად მობილიზებული იყო,თავი ამაყად და თავშეკავებულად ეჭირა.
მინ იუნგი მდივანს მთელ სამყაროზეც კი არ გაცვლიდა.იგი როგორც სამსახურში,ასევე ფიზიკურად სრულყოფილება იყო.
მართლაც,ჩვენს აღმასრულებელ დირექტორს ქონდა ჯიმინის მიმართ თბილი დამოკიდებულება,მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფიზიკური და გარდა ამისა,ასეთი ურთიერთობა კომპანიის შიგნით უკიდურეს ეჭვებს აღძრავდა.
როცა იუნგი ლიფტიდან გამოვიდა,ჯიმინი სკამიდან ადგა,მისკენ მომავალ დირექტორს თავი დაუხარა მისასალმებლად.
-გამარჯობათ,დირექტორო.
-გამარჯობა,მდივანო პაკ.
მისალმების შემდეგ ბატონი იუნგი სამუშაო დღეს იწყებს და თავის კაბინეტში შედის.
მისი ოფისი ისეთივე ფართო და ელეგანტურია,როგორც თვითონ მინ იუნგი.
მას შუბლზე საგულდაგულოდ ორად გაყოფილი შავი თმა ქონდა.ყოველდღე ეცვა უნაკლო ხარისხის და სტილის განსხვავებული
კოსტუმი.
შესაბამისად მინ იუნგი კომპანიაში და მის გარეთ იდეალური მამაკაცი იყო.
დაახლოებით შუადღეს იუნგი გამოვიდა კაბინეტიდან და ჯიმინისკენ მშვიდად გაემართა.
-წამოიღე შენი ნივთები და ფაილები.ამ შუადღეს საქმიანი შეხვედრის გარეშე მინდა შენთან ერთად ლანჩზე წავიდე.
-რაღათქმაუნდა ბატონო მინ.-უპასუხა მდივანმა და ფაილები მაგიდიდან აიღო.
ლიფტი ჯიმინმა გამოიძახა.
-არა.-უთხრა იუნგიმ.-ჩემი ლიფტით ჩავიდეთ.
ეს დიდი პატივი იყო.
-ბოსს,დიდი მადლობა.-ჯიმინმა მორიდების ნიშნად თავი დახარა და გაეღიმა.
მინ იუნგი და პაკ ჯიმინი ერთად ჩავიდნენ დაბლა.
ლიფში უხერხული დუმილი ძალიან გაიწელა.
ლიფტი საბედნიეროდ მალევე გაიღო
და იქიდან დირექტორი და მისი ვარდისფერთმიანი მდივანი გამოვიდა.
თანამშრომლებს სახეზე ეწერათ რასაც ფიქრობდნენ.იუნგიმ თავის პირად მძღოლს დაუძახა და მანქანაში ჩასხდნენ.
როგორც კი ისინი დანიშნულების ადგილას მივიდნენ, მიმტანმა ისინი იმ მაგიდასთან მიიყვანა,რომელიც რესტორნის წყნარი კუთხისკენ იდგა,რადგან სხვებს ხელი არ შეეშალათ მათთვის.ჯიმინის მოპირდაპირედ დაჯდა იუნგი და შემოთავაზებული მენიუ გადაშალა.
ჯიმინმაც დიდი მონდომებით გადაშალა მენიუ.აშკარად საკმაოდ შიოდა.
სანამ ჯიმინი მენიუს კითხულობდა,იუნგიმ ჯიმინს დაკვირვებით ახედა.რამდენიმე წუთის განმავლობაში აფიქსირებდა მისი სახის ლამაზ ნაკვთებს.დეტალურად აკვირდებოდა მისი სახის თითოეულ თვისებას.
დიდ,სქელ,ვარდისფერ ვნებიან ტუჩებს.ლამაზ, სწორ და გამოყვანილ ცხვირს.საყვარელ ლოყებს.ეშხიან თვალებს,რომლებიც მენიუში მწველი გამოხედვით რაღაცას უყურებდა.
ნამდვილად ვერ უარყოფდა იუნგი,მას ძალიან იზიდავდა თავისი მდივანი,იმაზე მეტად ვიდრე ეს მას ეგონა.
მოულოდნელად,ჯიმინმა იგრძნო დაჟინებული მზერა მისკენ.ახედა იუნგის და დაიმორცხვა.ლოყები თავის თმისფერი გაუხდა და გაუვარდისფრდა.სწრაფად განაგრძნო მენიუს კითხვა,თითქოს არაფერი მომხდარა.
იუნგის მოეჩვენა, რომ დაინახა ჯიმინის აწითლებული ლოყები,თუმცა ამაში მთლად დარწმუნებული არ იყო.
ღამის 10 შესრულდა.მინ იუნგიმ ჯიმინი სახლამდე მიაცილა და უკან გამოტრიალდა.მათ უბრალოდ კარგად შეჭამეს და დანაყრდნენ.ჯიმინი მეტად მორიდებული გახდა მის დირექტორთან.
ბინაში მისვლისთანავე იუნგი ყოყმანობდა რა ეჭამა.საკმაოდ ბევრი ჭამა რესტორანში ახლა კი ტკბილი უნდოდა.ვერ გადაეწყვიტა მოემზადებინა თუ გამოეძახა.
მას უყვარდა საჭმლის მომზადება,გარდა ამისა,იგი საკმაოდ ნიჭიერი იყო ამ საქმეში.
მან იფიქრა რომ თვითონ მოემზადებინა საჭმელი,დროის გათვალისწინებით უფრო სწრაფად მოამზადებდა,ვიდრე მას რომელიმე კურიერი მოუტანდა,თანაც ნახევრად ცივი კერძის ჭამას ერჩივნა თვითონ მიეხედა საქმისთვის.
როგორც კი კერძი მოამზადა,თავის შავი ზედა გაიხადა,რომელიც 5 ზომით დიდი იყო და სპორტული შარვლის ამარა დაჯდა დივანში.
ტელევიზორს აუწია და დრამის ყურება დაიწყო.მას ძალიან უყვარდა განმარტოებით დარჩენა,ჭამა და სენტიმენტალური გადაცემების და ფილმების ყურება.
ბლინები,შოკოლადითა და ბანანით.უნიკალური ნაერთია.ამას დამატებული მისი საყვარელი ფილმები და სერიალები.
კორეული დრამის ეპიზოდის წინ არ ვიტყოდი,თუმცა დიახ.ზოგჯერ ტიროდა კიდეც,რადგან შინაგანად მგრძნობიარე და რომანტიკოსი იყო.
რამდენიმე სერია და დაინახავდით როგორ იღვრებოდა რამდენიმე ცრემლი იუნგის თვალებიდან,როცა სიტუაცია ემოციურად მწვავდებოდა.
მუშაობის იქით იუნგის მოხუცი ბიჭის ცხოვრება ქონდა.
ბოლოს როდის გაერთო?როდის ქონდა ინტიმური კავშირი?ვერ გაიხსენებს.ალბათ ერთი წელი გავიდა.
სერიალის შემდეგ იუნგის უყვარდა გრძელ პიჟამოებში ღამის გატარება,თბილი პლედების ქვეშ.დივანზე უსარგებლოდ წამოგორება,პლედმოხვეული,საკვებისა და დრამების ხელში ატარებდა ხოლმე მთელ ღამეებს.
არსებობდა ორი მინ იუნგი:
ზრდასრული ბოსი,სერიოზული სახითა და ელეგანტურობით გამორჩეული მამაკაცი,მთავარი აღმასრულებელი დირექტორი,წარჩინებული ბიზმესმენი მუდამ შარვალ-კოსტუმში.
და მეორე,მოხუცი ბიჭი,რომელიც სენტიმენტალურია და ყველაფერზე ტირის,სადაც კი სიყვარულის სცენაა და აღმერთებს გრძელ თბილ პიჟამოებს,რომლებსაც გულები ახატია.
მის ტელეფონზე შეტყობინება მოდის.
ეს პაკ ჯიმინია.

მინ იუნგის გული უჩქარდება.

,,ბატონო დირექტორო,ეს სასწრაფოა.თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება."

მოცეკვავე ბიჭი🔞🔞Where stories live. Discover now