🌚2🌚

103 7 0
                                    

მინ იუნგიმ შეტყობინებას გაკვირვებულმა დახედა.მისი ფიქრები ერთიანად აირია,თუმცა საღმა აზრმა მხოლოდ ერთი მოქმედებისკენ
-დახმარებისკენ უბიძგა.
მისთვის შეუფერებელ ფორმაში მოუხდა გარეთ გასვლა.ფეხზე კონვერსები და ზემოდან შავი ჰუდის ჩაცმა მოუწია.ცუდი არ იყო მისთვის ასე სიარული,მითუმეტეს ღამის 4 საათი სრულდებოდა,მაგრამ მაინც ქონდა ისეთი შეგრძნება,რომ ეს მისთვის, როგორც დირექტორისთვის შეუფერებელი და უწესო იყო.
- რომელიმე ჩემი თანამშრომელი შემთხვევით რომ შემხვდეს,რას იფიქრებენ?სპორტულ ტანსაცმელში ის მართლაც თინეიჯერ უბრალო ბიჭს გავდა.
მანქანაში მალევე ჩაჯდა,გათბობა ჩართო და ტელეფონს ბლოკი მოხსნა.

,,ახლავე მოვდივარ.ლოკაცია ჩამიგდე."

მალევე მოუვიდა პასუხი და მანქანა ადგილიდან დაძრა.
შავი ფერის ფერარი ადგილიდან მოწყდა და სრულიად ცარიელ ტრასაზე სასწაული სიჩქარე აკრიფა.
მინ იუნგის ჯიმინის სახლთან მიახლოებისას გული აუჩქარდა და იგრძნო რამდენად ღელავდა.ხელისგულები გაუოფლიანდა და ფეხები აუკანკალდა.ეს არ იყო შიში.
დიდ მინ იუნგის არასდროს ეშინოდა მსგავსი სიტუაციების.მას მუდამ მშვიდად ეჭირა თავი და ზოგადად მისი აღელვება არ იყო მარტივი,თუმცა ამ გარემოში მკაფიოდ იგრძნო ძალა,რაღაც არაამქვეყნიური,რასაც ჯერ სახელი ვერ დაარქვა.
აი ახლა გააღებს მანქანის კარებს და ბინაში შევა.დახვდება კი იქ ჯიმინი?
როგორ იქნება?ნეტავ რამე დაუშავეს?გაძარცვეს?დაჭრეს?ათასი ფიქრები აერია მინ იუნგის გონებაში.
სამალავიდან,რომელიც მანქანის სკამის ქვეშ იყო,იარაღი ამოიღო,გადატენა და უკან ქამარში ჩაიდო,მერე კი მშვიდად გადავიდა მანქანიდან.
კიბეზეც მშვიდად ავიდა.არ უნდოდა ლიფტით ასულიყო.ნებისმიერ ვარიანტში თუ ვინმე დაესხა ჯიმინს თავს,მარტივად შესამჩნევი გახდებოდა,ასე რომ არჩია კიბით ასვლა.
მესამე სართულზე შუქი ენთო.
მინ იუნგიმ იარაღი ამოიღო და მშვიდად გაიარა ჰოლი.არავინ შეხვედრია.შემდეგ კი ჯიმინის კარებზე დააკაკუნა.
კარები ფრთხილად გაიღო.
როგორც კი მინ იუნგიმ ჯანმრთელი და უვნებელი ჯიმინი დაინახა ლოდი მხრებიდან მოწყდა.ჯიმინმა მხრებში ხელი მოკიდა თავის დირექტორს ბინაში უბიძგა და კარები სასწრაფოდ ფაცა-ფუცით მიხურა მერე კი სამნაირი საკეტით საგულდაგულოდ გადაკეტა.
-მეგონა გაგძარცვეს ან დაგჭრეს....
მინ იუნგის სიტყვები ჰაერში გაიფანტა.
პაკ ჯიმინი,რომელიც ვარდისფერი პიჟამოებით და იმავე ფერის აჩეჩილი თმით დახვდა, მისკენ გაიწია და ყელზე ჩამოეკიდა.
დიდი დრო დაჭირდა იუნგის გადაეხარშა,თუ რა ხდებოდა მის თავს.ჯიმინის სურნელი ტკბილი იყო და ვარდის ფურცლების,ტკბილი ჟასმინის და მძაფრი დუხის ნაერთს ერთად ქმნიდა.
იმ წამს ალფამ პირველად იყნოსა ომეგას მძაფრი სურნელება.
-ეს სასწაულია აქ რომ ხარ.მე კი ისე შემეშინდა,სხვას ვერავის ვთხოვე დახმარება,მხოლოდ თქვენ გამახსენდით.
ჯიმინი აკანკალდა.მინ იუნგისთვის კი ეს ცეცხლზე ნავთის გადმოსხმას უდრიდა.ომეგას აკანკალებული სხეული იუნგის ვნებას უღვიძებდა.მორიდებულად უკან გაწია ჯიმინი და მხრებში ხელი ნაზად მოკიდა,რადგან მის სხეულს ოდნავ მაინც მოშორებოდა.
-ჯერ დაწყნარდი,წამოდი და რამეს დაგალევინებ,ცოტა მოხვალ გონებაზე და დამშვიდდები,მერე კი ერთიანად მითხარი რა მოგიხდა.
იუნგიმ მშვიდად წაიყვანა ჯიმინი დივნისკენ და როდესაც ჯიმინის გამოწვდილ ხელს დახედა,ოდნავ ჩაეცინა.
ეს ბოტოტა,ფუმფულა და გაბუშტული თითები ისე საყვარლად მოუჭირა,ლამის უხერხულად გაეცინა იუნგის.
ეს მისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო.დიდი ხანია მას ასეთი შეგრძნება არ ქონდა და არც იცინოდა ხშირად,მაგრამ ამ პატარა ფაქტმა ბედნიერება მოუტანა.
ჯიმინი დივანში ჩასვა,პლედი მოაფარა,მერე სამზარეულოში შევიდა,წყალი აადუღა და დამამშვიდებელი ნაყინი გაუკეთა ,თვითონ კი ამერიკანო დაისხა.მალე გამოჩნდა ლანგრით ხელში და ჯიმინს წინ დაუდო.
-ეს დალიე და დაწყნარდები.
ჯიმინმაც მორიდებით გამოართვა.
-მრცხვენია,რომ ასე გაწვალეთ.მადლობა ნაყინისთვის და ყველაფრისთვის.მე თქვენგან არასდროს მიგრძვნია ცუდი გამოკიდებულება.
-ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ სულ მადლობები იხადო და უხერხულად იყო.ახლა მოყევი რა შეგემთხვა.
-როგორც კი დაგშორდით და თქვენი მანქანიდან გადმოვედი,ვიგრძენი როგორ მომყვებოდნენ.ძალიან სწრაფად მოვედი სახლში.როგორც კი კარებთან მივედი კიბეზე ფეხის ხმა და ბაკუნი გავიგე.საშინელება იყო,ერთიანად ცუდად გავხდი.მერე ძლივს გავაღე კარები და სახლში შემოვედი.მაშინვე დავკეტე კარები.ცოტა ხანში კარებზე ბრახუნი ატყდა და მაშინ მოგწერეთ ზუსტად.მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე.
-რა ვერ გაიგე?უბრალოდ შეგაშინეს.
-მთლად მასეც არაა დირექტორო საქმე.
ჯიმინმა მაგიდაზე დადებული ფაილები იუნგის გაუწოდა.
-თქვენ თვითონ ნახეთ.
მინ იუნგიმ კონვერტი გახსნა და იქიდან ბევრი ფოტომასალა ამოიღო.
ფოტოები ჯიმინს და მას ეკუთვნოდათ.რამდენიმე კომპანიაში იყო გადაღებული,ერთი ორი მაშინ როცა მანქანაში ჯდებოდნენ,შემდეგ რესტორანში.მინ იუნგის ყურადღება ერთმა ფოტომ მიიქცია.იმ ფოტოში ნათლად ჩანდა,როგორ უყურებენ ის და ჯიმინი ერთმანეთს და როგორ ახლოს აქვთ სახეები ერთმანეთთან.
ბოლო სურათები უშუალოდ ჯიმინის სახლს ეკუთვნის,თუ როგორ ჩამოსვა იუნგიმ იგი სახლთან.
-ეს ფაილები შემოაცურეს ჩემს ბინაში,კარების ქვემოდან.
-ხდება ხოლმე,ბევრს ფული ჭირდება სიჩუმის სანაცვლოდ.ნომერი არაა დაწერილი?
-უარესი რამ წერია აქ.
ჯიმინმა ბოლო ფოტო ამოატრიალა,სადაც ეწერა:

,,თავი დაანებე დირექტორს,თორემ მოგკლავთ"

-მოგკლავთ?-მინ იუნგიმ კითხვა თავის თავს დაუსვა.-რა გამოდის რომ ისინი ბევრნი არიან?

-შესაძლოა.მე კი თქვენი იმედი მაქვს.ძალიან შემაშინა ამ მუქარის წერილმა.

-გამოსავალს გთავაზობ.-უთხრა იუნგიმ და აცრემლიანებულ ჯიმინს თვალებში შეხედა.-წინააღმდეგი ხომ არ იქნები დროებით ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად?

მოცეკვავე ბიჭი🔞🔞Where stories live. Discover now