🧑‍🦰4🧑‍🦰

102 3 0
                                    

მინ იუნგი  მთელი დღე კაბინეტში იყო.მას ქონდა მნიშვნელოვანი ფაილები მოსაგვარებელი,რომლის გადახედვაც  უშუალოდ უწევდა,თუმცა სახლში წასვლის სურვილი ქონდა.თვითონაც ვერ გაეგო რატომ.
კაბინეტიდან გამოვიდა და პირდაპირ ლაპარაკი დაიწყო.
-იცი ჯიმინ ბევრს ვფიქრობდი და იქნებ დღესაც....
მდივანი პაკის სკამი ცარიელი იყო.მაშინვე მეორე მდივანთან დარეკა იუნგიმ.
-ბატონო დირექტორო,პაკ ჯიმინი რამდენიმე საათის წინ გავიდა.
10 სრულდებოდა და მინ იუნგის მოეჩვენა რომ ჯიმინი სახლში არ წავიდოდა.გაუფრთილებლად გავიდა?და სად წავიდა ასე ადრე?
-არ უთქვამს სად მიდიოდა?-ისევ კითხა მდივან ქალს.
-ასე თქვა მნიშვნელოვანიაო.
-კარგი.
ყურმილო დაკიდა და ახლა სახლში დარეკა.არავინ იღებდა ყურმილს.ცოტა აფორიაქდა და ეს სახეზეც შეეტყო.
მერე გადაწყვიტა ჯიმინისთვის მიეწერა.

,,სად წახვედი?"
   
                    ,,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა"

მეტი არც არაფერი მიუწერია,კაბინეტი დაკეტა და იმის მაგივრად სახლში წასულიყო ტაქსი გამოიძახა.
მგზავრობისას იუნგი დაფიქრდა.რატომ წავიდა მდივანი პაკი დღეს ადრე?ეს მის ჩვევებში არ ჯდება.მართლაც,მან გაუფრთხილებლად დატოვა თავის სამსახური მიზეზის  ახსნის გარეშე.
მეტწილად ამ მოვლენამ იუნგის სული შეარყია.
საბოლოოდ დასამშვიდებლად იუნგიმ გადაწყვიტა ისეთ რესტორანში ან  ბარში წასულიყო,რომელიც საკმაოდ კარგ იერსახეს და მოდურ გარემოს შეესაბამებოდა.
ბოლოს აირჩია ერთი საკმაოდ ლამაზი ბარი და იქ შევიდა.
მას ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა.ის აშკარად ომეგა იყო.
გამომწვევად და სექსუალურად ეცვა,თუმცა არა ვულგალურად.
-საღამო მშვიდობისა,ბატონო.მარტო ხართ?
-საღამო მშვიდობის.დიახ,მარტო ვარ.
-ძალიან კარგი.გამომყევით.-უთხრა ბიჭმა თავაზიანი,მაგრამ მომხიბვლელი ღიმილით.
იუნგი აღფრთოვანებული იყო და ამას არც მალავდა.
ეს არ ხდებოდა ყოველდღე ,ასეთი გამომწვევი,ცხელი მამაკაცი მას გამომწვევად უღიმოდეს.იუნგიმ ვერ შეამჩნია ის ფაქტი,რომ რესტორანი ასევე თავაზობდა ლაივ გართობას.
დარბაზის შუაგულში იყო მოთავსებული მრგვალი სცენა და
რესტორნის  კლიენტურა  მთლიანად დივერსირებული იყო.
სცენაზე მალე შუქი აინთო და იქვე ჩამოჯდა იუნგი.
-ვისკი?- მიმტანმა შესთავაზა დასალევი.
-დიახ.
იუნგიმ ჭიქა მიმტანს გამოართვა.
სცენაზე მალე ლურჯი მოციმციმე სხივებმა დაიწყეს ცურვა და ბოლის,ლურჯი ფერის და ნახევრად ჩაშავებული სცენის შუაგულში ვიღაც მოცეკვავე ბიჭი ლამაზად და მოხდენილად ერთი მოძრაობით სცენის შუაგულში გაჩნდა.მას ნიღაბი ეკეტა და მინ იუნგიმ ვერ დაინახა მისი სახე.
ბიჭმა დიდი ოვაცია და ტაში დაიმსახურა.
-მონი ცეკვავს.ეს ბიჭი გიჟია.
ისმოდა აქეთ-იქით დიდი ოვაციები და შეყვირებები.
მინ იუნგი საკმაოდ დათვრა.უკვე იმდენი ვისკი ქონდა  დალეული ვეღარ იყურებოდა თვალებიდან.
ამ დროს ენით აღუწერელი სიამოვნება იგრძნო იუნგიმ.ვისკით გაბრუებული უყურებდა როგორ ნაზად ცეკვავდა სცენის შუაგულში ვიღაც უცნობი ბიჭი,რომელმა  ხალხი გააგიჟა.მის მოძრაობებში იგრძნობოდა მისი სინაზე და მოქნილობა.ისე აყოლებდა მუსიკას ტანს,გეგონებოდა მისი სხეულიდან გადმოდიოდა მთელი ეს ენერგია და მთლიანად აფრქვევდა მის ირგვლივ.დროდადრო ისეთ მოძრაობებს აკეთებდა რამდენიმე წამოკივლებაც მიიღო.
ხალხი პირღია და დადებილებული უყურებდა,პატარა ნაზ ბიჭს,რომელსაც ნიღაბი და ქუდი ეკეთა.
-მისი ტუჩები...უნიკალურია.-წაიფრუტუნა იუნგიმ ტუჩის ჭამით.-ჯიმინი რომ არა დღეს ღამე წავიყვანდი ჩემთან.

სცენა განათდა და მკაფიოდ გამოჩნდა ბიჭის ფიგურა .ცეკვა დასრულდა.მქუხარე ტაში მიიღო ხალხისგან და უკან გატრიალებისას ქუდი მოსძვრა და ვარდისფრად შეღებილი თმები გამოუჩნდა.
მინ იუნგი დაიბნა.მას ვერ გაიგო ეს ნამდვილად სხვა ადამიანი იყო თუ ჯიმინი.
თვალები მოიფშვნიტა და კარგად მიაჩერდა,თუმცა ბიჭი უკვე  გამქრალიყო და მის ადგილას საიდანაც ის გაუჩინარდა მხოლოდ დაბლა დაგდებული ქუდი დარჩა.
იუნგი ქუდს მივარდა და უცნობ ბიჭს გამოეკიდა.
-სერ,აქ შესვლა არ შეიძლება.
-მე ის უნდა ვნახო.
-ვინ სერ?აქ ვიაიპი ოთახებია.არ გაქვთ შესვლის უფლება.
-თუ იცი ვის ელაპარაკები ნაბიჭვარო.
დაცვას მინ იუნგი გაუთამამდა და პირისპირ დაუდგა.
-რა იყო?სიცოცოხლე მართლა მოგბეზრდა?რომ ვიძახი გამატარე.
-იდიოტო...-მენეჯერის ყვირილმა დაცვა დააფრთხო.-ის დიდი მინ იუნგია.შეიშალე?ახლავე გაატარე ვიგინდარავ.ბოდიშით სერ,მათ მე მკაცრად დავსჯი.
-საჭირო არაა.
იუნგი გასახდელში შევარდა თუმცა მხოლოდ გამოხსნილი ფანჯარა დახვდა.
-ჯანდაბა.ვინ იყავი?
ამჯერად მძღოლი გამოიძახა და სახლში წავიდა.განაწყენებული იყო,უფროსწორად გაცოფებული.
სახლში მისვლისას ფრთხილად შეაღო ჯიმინის კარები.
ჯიმინს პატარა ბავშვივით ეძინა.
-მე მგონი მოლანდებები დამეწყო.-ჩაიბუტბუტა და ბარბაცით თავის საწოლამდე ძლივს მივიდა❤️

მოცეკვავე ბიჭი🔞🔞Where stories live. Discover now