32 ნაწილი

138 13 0
                                    

დილით ბიჭი ადრე ადგა ანდრიასთან შევიდა ოთახში ნელა შეანჯღრია
-ანდრია! ანდრიააა!
-მჰ...
-აუუ გაიღვიძე
-აუ შემეშვი!
უცებ აწია თავი
-ანდრიააა!
-რა გინდა რაააა?! არ გათენებულა ნორმალურად!
-მჭირდები!
-შენ შვილო ხო კარგად ხარ?! ჩემი და ტყუილად არის?!
ეჭვით შეხედა ბიჭს
-ღმერთო რა იდიოტი ხარ ანდრია! ხოარ დაგავიწყდა დღეს რომ ნიტას ხელი უნდა ვთხოვო!
-უიი დღეს შენი დაბადებისდღეა?! გილოცავ!
წამოჯდა უცებ
-უიი მიხვდი ძლივს!
-რაში გინდა ჩემი დახმარება?! ყველანაირად დაგეხმარები!
-ძმაო გევედრები ჩემს სახლში წადი ოდნავ მიალაგე მე რომ წავიდე იეჭვებს კაეგი?!
-კარგი არააა პრობლემა
-კაი წავედი!
ოთახიდან გამოვიდა ბიჭი ისევ ოთახში დაბრუნდა და ისევ საწოლში შეწვა მალე ჩაეძინა

*...*
მზის სხივების ნათება იგრძნო თვალები გაახილა გვერდით გოგო აღარ ეწვა ადგა ჩაიცვა და როცა ტელეფონი უნდა აეღო იქვე კონვერტი დახვდა გახსნა
"დემე იცი მე შენთვის სურპრიზი მაქვს! იქ მოდი სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს!"
ბიჭმა გაიღიმა კეტები გაიცვა ტელეფონი აიღო კონვერტიც და მალე მივიდა ბაიკით მათი შეხვედრის ადგილას ეგრევე გიო შეხვდა
-ძილისგუდა მოვიდა...
გაიცინა ბიჭმა დემემ კი ხელი ჩამოართვა და გადაეხვია
-მომენატრე გიო! ნიტა იყო ხო?!
-ასე დამივიწყეთ?! ნიტა ორსულადაა და არ ვიცოდიიი!!
-დღეს ხელი უნდა ვთხოვო! რამე დატოვა აქ?!
გიომ კონვერტი გაუწოდა
-დაბადების დღეს გილოცავ დემეტრე!
-მადლობა! მეჩქარება წავედი!
ბიჭმა გახსნა კონვერტი
"ის დღე გახსოვს? ტალღები მე მეძინა მერე კი გამეღვიძა და მაგრად გეჩხუბე!"
ბიჭი ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე ბაიკს მოაჯდა და თბილისის ზღვაზე წავიდა მალე მივიდა და იმ ადგილას მივიდა ზუსტად სადაც ისინი იყვნენ იქვე ყუთი შენიშნა გახსნა და გაეღიმა სიგარეტის კოლოფი იყო რომელსაც ნიტას ტუჩები ეტყობოდა სიგარეტებზეც მისი ტუჩები იყო ასევე ზედა იდო ასევე ტუჩებით და კონვერტი
"შენ ეს გგონია საჩუქარი?! ცდები! ახლა ბოლო დარჩა ის ადგილი სადაც ყველაფერი მოხდა!"
დემეტრე გაშრა ეს ხომ მისი სახლი იყო ბაიკს მოახტა და მისი სახლისკენ წავიდა მალე მივიდა სახლში შევიდა თუარა ანდრია და სალო დაინახა
-რამე ხდება?!
უთხრა ანდრიამ
-ნიტა!
-რა მოუვიდა?!
მივვარდა ბიჭი
-არაფერი მეთქი დამასწრო მოსვლათქო...
ამოისუნთქა...
-დემე ყველაფერი მოვაწყვეთ არ გითხოვია მაგრამ წვალება აღარ მოგიწევს ახლა წავალთ შენ კი ნიტას დაურეკე და მოვა...
-კარგი ...
ბიჭი დაიბნა რა იყო მისი ნამდვილი საჩუქარი თავის ოთახში შევიდა კონვერტი დაინახა და სწრაფად აიღო
"დემე იცი ვერც მიხვდები როგორ გაგიხარდება ეს საჩუქარი!❤️ეს შენი ოცნებაა და მეც დავადგინე რა არის შენი ოცნება! ახლა კი გადი მისაღებში უკვე ყველაფერი მზადაა😉"
ბიჭი უფრო დაიბნა მისაღებში გავიდა ბეჭედი ჯიბეში ედო მალე კი ფეხის ხმა მოესმა იქით შეტრიალდა ნიტა იყო იღიმოდა როგორც ჩვეოდა ისე ანგელოზივით ბიჭმა დაინახა და გაშეშდა მხოლოდ სანთლების შუქი იყო ნიტას ლამაზი მოკლე კაბა ეცვა დემემ იგრძნო რომ ვერაფრით შეიკავებდა მოზღვავებულ ემოციებს გოგო მიუახლოვდა
-იიმ დღეს შენ და ჩემი ძმა რომ ლაპარაკობდით გავიგონე...
თქვა გოგომ გაიღიმა ბიჭი კი მაინც გაოცებული იყურებდა იფიქრა სურპრიზი ჩამეშალაო ნიტას მიუახლოვდა თავი მოაწევინა და მის ცხელ ბაგეს დაეწაფა
-რა ტკბილია...
ჩაილაპარაკა და გოგომ გააზრება ვერ მოასწრო დემემ ისე წაიღო ჯიბისკენ ხელი ჩაიმუხლა და ეს სიტყვები თქვა
-მზად ხარ გახდე ჩემი ცოლი და სიგიჟეები აკეთო ცხოვრების ბოლომდე ჩემთან ერთად ათასი სისულელე ჩავიდინოთ და ჩვენ შვილთან ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ?!
გოგოს იმის მიუხედავად რომ უკვე ყველაფერი იცოდა ცრემლები წამოუვიდა მარჯვენა ხელი ბიჭს გაუწოდა მაგრამ ცრემლები მაინც მოსდიოდა
-კკ...ი...
ძლივს თქვა ბეჭედი გაუკეთად ბიჭმა წამოდგა და გოგოს ჩაეხუტა მისი სურნელი შეიგრძნო თვალები დახუჭა გოგო წკმუტუნებდა ბედნიერებისგან გული აჩქრებული ჰქონდა
-მიყვარხარ! მიყვარხარ! ყველაზე მეტად! და უკვე ჩემი საცოლე ხარ! მალე ვიტყვი რომ უკვე ჩემი ცოლი და არ მჯერა!
-ოცნება აგიხდა!
-ამიხდა!
გოგოს ცრემლები მოწმინდა და ცხელი ტუჩები მის ბაგეს შეახო თავზე ნაზად დაადო ხელი მისი თმა ისეთი სათუთი და ნაზი იყო ხელის შეხებანზე ტანჭი გააჟრჟოლა კიდეც როცა კოცნას მორჩა გოგოს კარგად დააკვირდა
-ჩემი პრინცესა!
გოგოს თმაზე წაეფერა ერთი ხელი ნიკაპზე ქონდა მოკიდებული და დაამატა
-და აწ უკვე ჩემი საცოლე...
გოგომ გაიღიმა და ისევ ჩაეხუტა ბიჭს
-ამდენს რომ მეხუტები იცოდე თავში ამივარდება!
გაიცინა დემემ
-უკვე ავარდნილი არ გაქვს?!
-არვიცი შეიძლებაა...პრინციპში ასეთი სიმპათიური ვარ
-შტერი ხარ!
დემემ გაიცინა და მალე კაკუნიც გაისმა გააღეს თუარა
-გილოცავვვთთთთთ
ერთად შესძახეს მეგობრებმა და თაღალდებიც აფრიალდა პატარა მუყაოს დახვეული რაღაციდან ხელს რომ მოუჭერ და ქაღალდებს ყრის ორივე იღიმოდნენ
-ჰააა რა ქენით?!
მიტამ მარჯვენა ხელი აწია და არათითი გააქნია
-ესეიგი დაგთანხმდა
გაიცინა ანდრიამ
-შემოდით რომ დაეყუდეთ ხალხო!
შემოვიდა ყველა
-დავთანხმდი შე შტერო რატო ვეტყოდი უარს?!
-რავიცი გოგოები ძაან კი იფასებთ ხოლმე თავს...
თქვა და სალოს გახედა ახლაღა შეამჩნიეს დემემ და ნიტამ ის რომ ანდრია და სალო ცალცალკე დაჯდნენ და არც უყურებდნენ ერთმანეთს დემნას კი მობეზრებული სახე ჰქონდა სანიც მოწყენილი იყო ლიზა იღიმოდა
-ხალხო არ გიხარიათ?! რას ჩამოგტირით სახეები?!
-ანდრიამ და სალომ იჩხუბეს!
ერთად და მობეზრებულად თქვეს დემნამ სანდრომ და ლიზამ
-ვაიმეეე ჩემო ძმაო ისე გირახუნებ გვერდებში კიარ იცი!
-ჩემთან რა გინდა?! ყველაფერზე იბუტება!
-შენი ბრალი იქნებოდა კაით ნუ ჩამაშხამებთ ახლა! კლუბში წავიდეთ წამოდით!
-წამო!
-ამასთან ერთად არ მინდა
თქვა სალომ და ანდრიაზე ანიშნა მან კი ენა გამოუყო
-არც მე მინდა!
-ორივე წამოეთრევით!
ძლივს დაითანხმეს და წავიდნენ კლუბში ნიტას ყურადღება გაეფანტა მხოლოდ ის იცოდა დემე სად იყო როცა ნაცნობი ხმა გაიგო
-ნიტა...
მიხედვა არ უნდოდა უკვე იცოდაა იქ რომ ავთო ზედგენიძე იდგა მაინც მიიხედა დემე ამ მომენტში სანისთან იყო გასული
-შენ?!
-ვერ მიცანი პატარავ?!
იმდენად ახლოს მივიდა ნიტასთან გოგოს სუნთქვა შეეკრა მერე კი უცებ მოკიდა ხელი და კუთხისკეენ გაიყვანა
-იდიოტო გამიშვი თორემ ვიყვირებ!
-და ვინ მოგისმენს პატარავ?!
-გამიშვი ავთო!
-ჩემი სახელი შენი პირიდან ისევ ისე სასიამოვნოდ ჟღერს
-ნაძირალა ხარ გამიშვი!
უკვე ტირილი უნდოდა ბიჭის ხელებიდან ვერაფრით თავისუფლდებოდა უფრო მიუახლოვდა
-არ ქნა ავთო გადი ვერ გიტან მომშორდი!
-ნიტა ადრე გიყვარდი გახსოვს?!
-ადრე დებილი ვიყავი გამიშვი!
-დაინიშნე?!
ბეჭედზე მანიშნა
-ააარააა შენი საქმეე! გამიშვი!
-ანუ დაინიშნე?! ამის უფლება გქონდა?!
ჩაიცინა და ტუჩებთან მიუახლოვდა როცა გოგოს ხმა მოესმა თანაც ძალიან ნაცნობი
-ნიტას გაუშვი ხელი შე ნაძირალა!
და გოგო მ იგრძნო თავისუფლება ნიკამ მუშტი ხია ავთოს და ისიც ისე მწარედ რომ ეგრევე წაიქცა ნიტამ კი ძალა ვეღარ იგრძნო ფეხებში და ნიკამ ეგრევე აიტატა
-ნიტა! ნიტა გამოფხიზლდი! ჯანდაბა სულ გული მიგდის! რა ვქნა!
ბიჭმა მიმოიხედა და სააბაზანოსკენ წაიყვანა ამასობაში დემეტრე გამწარებული ეძებდა გოგოს ნიკამ კარგად შენიშნა გოგოს თითზე ბეჭედი და გუშლი დიდი ტკივილი იგრძნო წყალი სახეზე მოუსვა და გოგოც გამოფხიზლდა ეგრევე ჩახტა მისი ხელებიდან
-აქ რა...გინდა....
-ნიტა კარგად ხარ?!
ნერვიულობით კითხა და ხელზე შეეხო როცა გოგომ ეგრევე გააშვებინა
-ნიკა აქ რა გინდა?!
-ნიტა ეს რაში გაინტერესებს მთავარია რომ კარგად ხარ! ვისთან ერთად ხარ მარტო სახიფათოა სულ გაგიჟდი?!
-ნიკა რა გინდა?!
-რა გჭირს სულ გაცივდი ჩემს მიმართ?! ასეთი არ იყავი!
გოგოსკენ გაიწია როცა გოგომაც უკან დაიხია
-არ მომეკარო!
-ნიტა რა მოხდა არც მენდობი?!
-ნიკა ახლა შენი გამოჩენა არ შეიძლებოდა...ჯანდაბა ყველაფერი ცუდად იქნება...
-რა გემართება ნიტა?!
-უბრალოდ წავალ!
კარისკენ წავიდა როცა ბიჭმა ხელში ხელი ჩაავლო
-მოიცა შენ დაინიშნე?!
-ნიკა გამიშვი!
-ნიტა დაინიშნე?!
-დავინიშნე მერე?! დღეს ყველას ეს რატომ ადარდებს?! გამიშვი!
ხელი გააშვებინა და როგორცკი გავიდა დემეტრეს ლამის შეეჯახა ბიჭმა ძლიერად მიიკრა გულზე და კისერში აკოცა
-იცი როგორ შემეშინდა სად იყავი?!
-სახლში წმაიყვანე რა...
წამოიტირა გოგომ
-ცუდად ხარ?!
-ცუდად ვარ წამიყვანე რა...

სიყვარულის ალგორითმი💖Where stories live. Discover now