თავი. 1 ტკივილი მუდმივია

27 3 0
                                    

როგორ გაექცევი იმისგან, რაც შენს თავშია?

მე საუკეთესო მშობლები მყავდა. ისეთი ვინც გაგიგებენ, მოგისმენენ, და ნებისმიერ შემთხვევაში შენ მხარს დაგიჭერდნენ. მაგრამ მყავდა...
არა, ეხლაც მყავს , მარა შეიცვალა ყველაფერი, სამუდამოდ.

2017 წელი. 15 სექტემბერი.

გავხდი 16 წლის.
ჩემი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით, მშობლებს სახლში მივყავდით, ბნელოდა. გვერდით ჩემი 5 წლის ძმა მეჯდა, რომელიც ჩუპა ჩუპს წუწნიდა და თან თვლემდა. მე კიდე მშობლებთან ერთად ხმამაღლა სიმღერებს ვმღეროდი და ამქვეყნად არაფერი მადარდებდა. უეცრად მანქანა გაჩერდა, და აღარ იქოქებოდა. მამაჩემი გამოვიდა გარეთ, რათა შეამოწმოს ყველაფერი რიგზეა თუ არა, კაპოტთან იდგა , რომ უეცრად ზურგს უკან სიბნელეში სილუეტი გაჩნდა, ის უახლოვდებოდა ნაჯახით ხელში მე და დედაჩემი ვყვიროდით ხელებს ვიქნევდით, მარა  ის ყურადღებას არც კი გვაქცევდა, ბოლოს რო შენიშნა ჩვენი შიშისგან გაქვავებული სახეები, შეცბა უკან გამოიხედა და...

სიკვდილი. ჩვენ თვალები დავხუჭეთ, ბღავილი დავიწყეთ, დედაჩემი ეგრევე მამაჩემის ადგილას დაჯდა და  ჩვენდა საბედნიეროდ მანქანა დაიქოქა. ეგრევე მოვუსვით მანდედან. ხელები გვიკანკალებდა, ვტიროდით, ვწიოდით, არ ვიცოდით რა გვექნა. კიდე კაი, დედაჩემი არ დაიბნა,  ეგრევე მიხვდა რაც უნდა ექნა. პოლიციას დავურეკე ეგრევე და მოვუყევი ყველაფერი, ჩვენ უსაფრთხოდ მივაღწიეთ სახლამდე, ხოლო პოლიციამ შემთხვევის ადგილამდე. აღმოჩნდს, რომ ის ვიღაცა მართლა დარტყმული იყო და იმის ნაცვლად რო თავს უშველოს სისხლისდა გვამის დამალვას ცდილობდა ,პოლიცია რო მოადგა თავზე.ის დაიჭირეს, მაგრამ მე მამა დავკარგე...
და
შეიცვალა ყველაფერი
აბსოლუტურად ყველაფერი
დავკარგე ადამიანი, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, ვინც ხელში მატარებდა პატარაობაში, ვინც ჩემი სახელით ტატუ გაიკეთა, ვინც პრინცესას მეძახდა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე, ვინც მიყვარდა, და ვისი დაკარგვაც ყველაზე მეტად მეშინოდა ამქვეყნად...
მაგრამ ყველაზე მეტად ეს ყველაფერი განიცადა დედაჩემმა.
მე ყოველ ღამე მესმოდა მისი ტირილი, ამქვეყნად არაფერი დაგტოვებს ისე გულნატკენს, როგორც მშობლის ტირილი. მე ვუახლოვდებოდი, და ვეფერებოდი, ვცდილობდი მის დამშვიდებას, ის ცდილობდა არ შეემჩნია მისი ტანჯვა, მარა არ გამოსდიოდა...
მამაჩემის დაკრძალვის ღამეს, ყვირილი მომესმა და შემოვვარდი ოთახში, ვხედავ დედაჩემი ძირს და

------------------------------------------------------------

მოკლედდ, პირველად დავიწყე წერა და , თქვენი აზრი მაინტერესებს როგორიაა, იმედია მოგეწონებათ)))
და თუ დაგაინტერესათ მეორე ნაწილსაც დავდებ ცოტა ხანშიიი⭐️🫶🏻

სიკვდილის დღიურებიWhere stories live. Discover now