2

28 3 0
                                    

ომეგის წინ ჩრდილოეთ კორეელი მფრინავის ფორმაში გამოწყობილი მაღალი შავგვრემანი ალფა იდგა, ზურგზე ზურგჩანთა და რაღაც ფუთა ჰქონდა მოგდებული.

ომეგამ თვალები დახუჭა და უმალვე გაახილა. ისევ გაიფიქრა, მგონი, მელანდებაო. მერე დენდარტყმულივით სწრაფად მოეგო გონს, რევოლვერი შემართა და შესძახა.

- ხელები მაღლა!

ომეგა მოცილივით წაიქცა, მისი იარაღი თვალის დახამხამებაში მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.

ალფამ ბარგი მიწაზე მიყარა და სიცილშერეულად ამოიკვნესა.

ომეგას კი ისეთი ხმა აღმოხდა, ცუდი სიზმრისგან დამფრთხალი ადამიანი ძილში უგონოდ რომ ამოიღმუვლებს ხოლმე.

ალფამ თითქოს სროლას დააპირაო, რევოლვერი შემართა, მერე მიწაზე გართხმულ, თვალებდაქაჩულ ომეგას დახედა, იარაღი ხელში უდარდელად შეათამაშა, ვაზნები გადმოყარა, ჯიბეში ჩაიყარა, რევოლვერი კი შორს მოისროლა.

ომეგა გაშტერებული თვალებით აკვირდებოდა მის წინ აღმართულ ალფას.

  რამდენიმე სიტყვა ინგლისურად იცოდა, რამდენიმე რუსული. მათი უმეტესობა ძირითადად ლანძღვა-გინება იყო. სწრაფად ამოწურა უცხო სიტყვათა მარაგი, თან ხელებს უსამართლოდ იქნევდა.

- ინგლისური ლანძღვა-გინებით თავს ნუ იწუხებ, მშვენიერო. შენი ნიჭიერების შესახებ უკვე შევიტყვე. მე შენებურად ლაპარაკი შემიძლია, იმავე ენაზე ვსაუბრობ რაზეც შენ. ასე რომ... შეგვიძლია, ხელების დაუხმარებლად ვისაუბროთ.

- ჩრდილოელი არ ხარ? - წამოიმართა ომეგა და ოდნავ უკან დაიხია.

- ჩრდილოელებიც და სამხრეთელებიც ერთ ენაზე ვსაუბრობთ. რატომ შეშინდი? არ მელოდი? ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. მოულოდნელი ამბები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ის, მუდამ რომ ველოდებით და გვსურს. შენ აქ რა დაგრჩენია? რას ეძებ?

ბედისწერაWhere stories live. Discover now