17

285 24 45
                                    

სახლამდე უცბად მივედით, დემეტრემ მანქანა გააჩერა და ძრავიც გამორთო.

-ბოდიში გაქცევა რომ მიწევს მაგრამ მართლა სხვა არ ვიცი რა ვქნა, უნდა ავიდე. მეც მომწონხარ და არაუშავს რაც მოხდა. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მადლობა რომ მნახე. - უცბად გადავიხარე მისკენ და ლოყაზე ჩქარა ვაკოცე. დემემ თავი ჩემსკენ შემოატრიალა და ის იყო მანქანიდან უნდა გადავსულიყავი რომ ხელი მკლავზე ჩამავლო, მეც გავშეშდი და კარებს ხელი გავუშვი.

-ჟაკეტი აიღე - ჟაკეტი მოვიცვი და კაპიშონი გადავიფარე, მერე მანქანიდან გადავედი და სადარბაზოსკენ გავიქეცი, უკნიდა კი კარის დაკეტვის ხმა გავიგე. სადარბაზოში გაშეშებული ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ დემეტრეს.

ჩემს წინ გაჩერდა და ზევიდან დამაშტრერდა.

-რას აკეთებ?

-ადი.

-დემეტრე - ხმა შემეცვალა და უცბად პანიკამ ამიტანა, შანსი არ არის დემეტრე სახლში ჩემთან ერთად ვერ ამოვიდოდა.

-ბარბარე შენი ხმა არ გავიგო, დროზე ადი. - კიბეებისკენ შემატრიალა, მეც დაბნეული ნაბიჯ ნაბიჯ ავდიოდი.

-მისმინე ჩემითაც მივხედავ, გიაკოს და მათეს გაგდებას რაღა უნდა. შენ სახში წადი ბიჭები უეჭველი ნერვიულობენ შენზე.

-ეს სართულია? ეს კარები? - მეზობლის კარებისკენ გაიწია დასაკაკუნებლად.

-არა არა გაჩე მესამე სართულია პირველი კარი.

-ხოდა წინ გამიძეხი. - დაძაბული მზერა უკვე ბოლო ათი წუთის განმავლობაში არ შეცვლია.

კარზე დავაკაკუნე, ლანამ გამიღო. ჯერ მე შემომხედა მერე დემეტრეს დანახვაზე სახე შეეცვალა.

-მე შენ რა გითხარი ბარბარე ბერია?!

-მოვიდა? - მისაღებიდან გიაკოს ხმა გავიგონე და მეც იქით წავედი, დემეტრეს სველი ბათინკების და ანას ჩუსტების ხმა უკნიდან მესმოდა და აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. გიაკოზე რომელიც თვეებია არ მყავდა ნანახი, ჩემს ყოფილ გამტაცებელ მათეზე, გაბრაზებულ ლანაზე თუ ანიკოზე და მარიზე რომლებისგანაც დემეს ამბები არ უნდა დამემალა.
ოთახში შესულს ფეხზე დამდგარი გიაკო და მათე შემეგებნენ, მარიამი და ანიკო დივანზე ისხდნენ, მერე ფეხზე წამოხტნენ და თვალების ჩემს უკან ცეცებას რომ მოყვნენ, ზუსტად მათესა და გიაკოს ნაირად მივხვდი ყველა მე კი არა, დემეტრეს მისჩერებოდა.

შემიყვარეWhere stories live. Discover now