20

241 20 19
                                    

-რაო იმან? ვერ გავარკვიო რა მინდაო? - მე მომიტრიალდა დემეტრე და გაბრაზებული ისე მიყურებდა გეგონება რამე დამეშავებინა.

-მე რა ვიცი, წესირად მართლა არ გვილაპარაკია.

-ვისი კისკისის ხმა მესმოდა აბა?! - ჩემსკენ წამოვიდა და მეც ავტომატურად უკან გადავდგი ნაბიჯი.

-ძაან გვიანია არა? დედა რომელი საათია, დემე აბა ნახვამდის, კარგად და ხვალ გაერკვიეთ ხო. - ჩაეჭრა უცბად ლანა და დემეს არც დააცადა კიდევ რამე ეთქვა. მადლობელი ვიყავი ლანასი, ახლა დემეტრესთან წესიერად ლაპარაკს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი.

ყველაფერი ერთ დღეს უნდა მომხდარიყო, ჩემი და დემეს საუბარიც არ ყოფილა დასრულებული, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ გიაკო და მათეც. მერე ისიც გასარკვევი მქონდა ჩემ ძმას რაზე ელაპარაკა.

-ხვალ მე წაგიყვან სადაც წასასვლელი ხარ, დილას აქ ვიქნები. - მითხრა დემემ და სახლიდან გასვლის მერეც მისი ხმა ისმოდა ოთახში ექოსავით.

-ვაიმე დედა საიდან დავიწო ეხლა მე – თვქა ლანამ.

-საიდან და რეებს მალავთ თქვენ? რაო დემემ რაქნა და რატო არ უნდა ნახო, მათეს უთხრა რაღაცეებიო? ჩვენ რატო არ ვიცით? - მე დივანზე დავჯექი და ლანაც გვერძე მომიჯდა, ანიკო და მარიამი კი ტელევიზორის წინ სიარულს მოყვნენ, კარგად დასტრესილი და გამწარებული გამომძიებლებივით მოგვჩერებოდნენ ორივეს.

-ბებიამისთან რო ვიყავით იმ ღამეს ერთ ოთახში ეძინათ ამათ და დილას მათეს დაუნახია როგორ გამოდიოდა ბაბი იმისი ოთახიდან არასწორად გაიგო და დემეს დაელაპარაკა, დემემაც შეცდომა იყოვო პატარა არისო ესაო ისაო, არ ღირსო და არმინდაო ბარბარესთან არაფერიო, მერე მეც არასწორად გავიგე და ამასაც არასწორად მოვუყევი, ეს გავაფრთხილე დემე არ ნახოთქო, მერე დღეს დაურეკა, ამანაც ნახა, მგონი გაერკვივნენ და მერე ისინიც მოვარდნენ. - მიაყარა უცბად ლენამ.

შემიყვარეWhere stories live. Discover now