თავი 17

51 9 0
                                    

შავებში ჩაცმული ადამიანები გაჰყურებდნენ კუბოს, რომელშიც ქალი ესვენა გარედან თეთრი და წითელი ვარდებით იყო მორთული, მხოლოდ 2 ქმარი და შვილი ტიროდა ერთი ცოლს ხელს არ უშვებდა მეორე დედას, ნამჯუნი კი ჩუმად იდგა, გეგონება ენა წაართვესო, გასვენებაში ყველა მაღალჩინოდანი და მაფიის წარმომადგენლები მოვიდნენ..
- გიზიარებთ!
- გმადლობთ რომ მობრძანდით ბატონო დინარიო..
იუნგი ნამჯუნის მაგივრად სცემდა პასუხს ყველას, ჰოსოკი კი ყვავილების დაწყობაში ეხმარებოდა მოსამსახურეებს... ჯინიც იქ იყო ქერათმიანს ნამდვილად არ ესმოდა, რატომ უნდა დარჩენილო ახლა იქ სადაც დიდი მწუხარება გვრგვინავდა, ეს ხომ მისი ოჯახი არ არის? თუმცა მწუხარებას, რომელსაც თეჰიონის თვალებში ხედავადა მისი წარსულის მოგონებები ახსენდებოდა, ბებიის გარდაცვალების მწუხარება..
- ჯინ! ყველაფერი რომ მორჩება რა უნდა ვქნათ? ვიცი რომ გვითხრეს არ წახვიდეთო მაგრამ...
- მეც არ ვიცი მოდი დაკრძალვა რომ დასრულდება მერე დაველაპარაკოთ!
- დარწმუნებული ხარ?
- აბა ისე რომ წავიდეთ გაბრაზდება!
- მართალი ხარ!
დაკრძალვის შემდეგ იუჯი ნამჯუნმა თავის სახლში გადმოიყვანა, მამაკაცი დამუნჯდა არავის სცემდა პასუხს და ოთახიდანაც არ გამოდიოდა, ჯონგუკი თეჰიონს ხშირად აკითხავდა,მიუხედავად იმისა, რომ ნება ჰქონდა დართული იქ დარჩენის მშობლებმა აუკრძალეს და გააფრთხილეს მგლოვიარე ოჯახს ნუ აწუხებო, მისი მამა ნამჯუნის კომპანიაში მიიღეს სადაც ჯექსონი უძღვოდა ყველაფერს, ჯინი და ჰოსოკი გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, წასვლზე როგორც კი სიტყვას ჩამოაგდებდნენ ყოველთვის უარს იღებდნენ პასუხად...
- გასაგებია რომ საშიშია მაგრამ ჰოსოკთან დავრჩები
- არავითარი წასვლა რამდენჯერ გითხარით უკვე ორივეს საშიშია!
- ხო მაგრამ ჩემთვის თუ საშიშია ჩემი ოჯახი?
- ჰოსოკ შენ სახლს უთვალთვალებს ჩვენი ხალხი ნუ ნერვიულობ
- ჰა? რას ქვია უთვალთვალებს!
- ყოველი შემთხვევისთვის!
- იუნგი იქნებ დაელაპარაკო ნამჯუნს!
- ჯინ ვერა მისი ბრძანებაა რომ არ წახვიდეთ მაინც და მაინც უნდა გაგიტაცონ კიდევ ერთხელ რომ მისი შეისმინო?
- ჯანდაბა რა! უნივერსიტეტში მაინც გამიშვით!
- იქაც ვერ წახვალ !
- რა? დამცინი? გამოცდები გვიახლოვდება ახალი მასალები გვემატება პლიუს ჩემი დიდი ლექცია უნდა ჩავატარო რომლისთვისაც ამდენიხანია ვემზადები!
- ამაზე მე პასუზს ვერ გაგქცემ როცა უფროსი მოვა პირადად გაესაუბრე!
- ჯანდაბა რა! და სად არის?
- არ ვიცი უთქმელად გავიდა სადღაც!
იუნგი გამოტრიალდა და ბიჭები ისე დატოვა კაბინეტთან, ქვევით ჩავიდა შემდეგ კი ტელეფონზე ნამჯუნს დაურეკა თუმცა არავინ უპასუხა...
ჯინი და ჰოსოკი თეჰიონთან შევიდნენ, ბიჭი უცნაურად იქცეოდა, დაკრძალვის შემდეგ რაც უფროსებმა მაშინვე შეატყვეს..
- თე კარგად ხარ?
- კი ნუ ნერვიულობთ ჯინ მეცადინეობა ცოტახანში აღვადგინოთ კაი?
- კიმ თეჰიონ!
- რა იყო?
- ნამჯუნმა ეს რომ გაგიგოს არ ვიცი რას გიზავს!
- რას გულისხმობ?
- თე ნარკოტიკები მიიღე?
- რა სისულელეა ჰოსოკ ეს საიდან მოიტანეთ?
- გეტყობა! მე და ჯინმა კარგად ვიცით როგორ გამოიყურება ისეთი ადამიანი ვინც ამას 1ად იღებს ნუ გვატყუებ!
- სისულელეა გადით ჩემი ოთახიდან!
- თე გეყოფა შენს დახმარებას ვცდილობთ შენ კი !
- თქვენ რა? ჩემი არ გესმით და არაფერსაც არ ვხვარობ
თეჰიონი სიბრაზისგან ისე გაწითლდა ჭარხალს გავხდა, ორივე უფროსი ოთახიდან უხეშად გაყარა, ჯინი და ჰოსოკი 2 დღის მანძილზე ცდილობდნენ მასთან ნორმალურად გასაუბრებას თუმცა არ ჩერდებოდა, ყველაფერზე ბრაზდებოდა..
- აზრი არ აქვს
- იქნებ ნამჯუნს ან მამამისს უთხრა?
- ის მოხუცი ოთახიდან არ გამოდის
- ნამჯუნი?
- რომ გაიგოს გაგიჟდება! მთელ ჯავრს მასზე იყრის!
- მართალი ხარ ჯინ მაგრამ ის ვერ გამიგია ნარკოტიკი სად იშოვა?
- ჯონგუკი! აშკარად მან მოუტანა!
- ესეიჰი ისიც?
- ჰოსოკ ჯონგუკი არ ხმარობს! თუმცა ალბათ იქამდე იყანებდა!
- მას დაველაპარაკოთ !
- არ გამოვა!
- რატომ ჯინ?
- აჰჰჰ ჰოსოკ თეჰიონი მაინც იშოვის გზას და სახლიდან თუ გავა შენი აზრით რა მოხდება?
- მართალი ხარ! ჯინ ნამჯუნს უნდა უთხრა მისი ძმაა და რამეს მოიფიქრებს!
- არ ვიცი!
- ნუ ნერვიულობ! არ მოკლავს უბრალოდ რეალობაში დააბრუნებს დედის სიკვდილი რთული გადასატანია თუმცა ასეც არ შეილება ჯინ!
- მართალი ხარ! როგორც კი მოვა შევხბდები და ვეტყვი!
ნამჯუნი სახლში 2 დღის შემდეგ დაბრუნდა, თავის ოთახში შევიდა გამოიცვალა სპორტულებში მოთავსდა და წამოწვა, სულ იმაზე ფიქრობდა ნეტა ეს ვინ გამიბედაო, მოულოდნელად მის კარზე კაკუნი გაისმა...
- შეიძლება?
- შენ? წასვლაზე თუ ისაუბრებ ჯობია გაბრუნდე შენს ოთახში !
- არა ამაზე არ მინდა არ საუბარი თეჰიონს ეხება!
- მაშინ შემოდი
ჯინი ბნელ ოთახში შევიდა, საღამო ხანი იყო, ნამჯუნი მიწოლილი იყო და თვალები დახუჭული ჰქონდა, უმცროსი მის წინ იდგა და ცდილობდა სიტყვები მოენახა თუ როგორ დაეწყო საუბარი..
- გისმენ!
- ამმ... არ ვიცი... ჯერ დამპირდი რომ არ გაბრაზდები!
- შენც ისეთი რამ მითხარი რომ არ გავბრაზდე!
- არამგონია ეს მოგეწონოს მაგრამ არ გაბრაზდე!
- კარგი! გისმენ!
ნამჯუნმა თავის უკან ხელები შემოიწყო და ჯინს თვალები გაუსწორა, ბიჭი აღელვებული ჩანდა...
- თეჰიონი ამმ ის... ის ნ..
- ნუ ბუტბუტებ არ მესმის....
- თეჰიონი ნარკოტიკებს იღებს...
- რა სისულელეა რას ბოდიალობ?
- დამიჯერე იყენებს არ ვიცი როგორ ალბათ ჯონგუკს მოაქვს მაგრამ... ვიფიქრე უნდა იცოდესთქო....
ნამჯუნმა უმცროსს ხელი ჩაავლო და ლოგინზე დააგდო ეს ისე ჩქარა მოხდა ჯინმა რეაქგირება ვერ მოასწრო...
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- უბრალოდ ცოტახნით!
ნამჯუნმა ჯინს ხელები შემოავლო და ძლიერ ჩაეხუტა, უმცროსი გაშეშდა შემდეგ შეიჭმუხნა, უფროსს ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან...
- მესმის როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა ძალიან ვწუხვარ რომ ასე მოხდა...
ნამჯუნი კაი ხანი ხმას არ იღებდა, შემდეგ ბიჭს ხელი გაუშვა...
- თეჰიონზე მართლა ფიქრობ რომ?
- ვფიქრობ არა დარწმუნებული ვარ დამიჯერე მეც ვიყენებდი ერდი პერიოდი ვიცი რასაც ვხედავ და ვამბობ!
უფროსმა ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ისევ ბიჭს შეხედა..
- ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეს!
- რაზე ის რომ მაფიის ბოსი ჩამეხუტა თუ იმაზე რომ იტირე?
- სოკჯინ!
- კაი კაი არავის ვეტყვი მაგრამ თუ გინდა შეგიძლია კიდე იტირო! გულზე მოგეშვება!
- არ ვაპირებ!
- კაი რა უბრალოდ ამოუშვი! ვიცი რომ გულქვა სახის მიღმა გულჩვილი არსება იმალება!
ნამჯუნი ჯინისკენ მობრუნდა და ჩაეღიმა, შემდეგ უბრალოდ ჩაეხუტა და ცრემლები ისევ გადმოღვარა..
- იცი მეგონა ყოვლისშემძლე იყავი! მაგრამ ახლა ვხვდები რომ შენც ჩვენსავით ჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
- უცხოპლანეტელი კი არ ვარ..
ჯინი უფროსს მოეხვია ახლა ის იწვა ზურგზე, შავგრემანს კი მის გულმკერდზე თავი ჰქონდა ჩარგული, ნამჯუნსაც ვერ გაეგო ასე უსუსურად, რატომ იყო მაგრამ უმცროსის სიტყვები მართლა მოქმედებდა, რაც უფრო ტიროდა გულზე მით უფრო ეშვებოდა ტკივილი, ყელში არსებული ბურთულაც კი სადღაც გაქრა, გაუჩანრდა... ცოტახნით ასე იყვნენ შემდეგ კი უფროსი წამოდგა, თვალები მოიწმინდა და სააბაზანოში შევიდა...
- თეჰიონზე რას იზავ?
- არ ვიცი
როცა გამოვიდა ჯინმა შეკითხვები დააყარა გეგონება, დაკითხვას აწყობსო...
- იქნებ გაესაუბრო?
- არ ვიცი!
- მე და ჰოსოკი ვეცადეთ მაგრამ არ მოგვისმინა!
- გასაგებია!
- ნამჯუნ!
- რა იყო?
- მე და ჰოსოკს როდის გაგვიშვებ?
- ჯინ! ეს ვერ გამოვა მხოლოდ გამოცდებზე და შენს ლექციაზე წაგიყვანენ სხვა შემთხვევაში ვერა!
- ხო მაგრამ!
- ჯინ! ვერ ხედავ დედაჩემს რა უქნეს? ან ლეის?
- კი ვნახე.
- მერე? წასვლაზე საუბარი ზედმეტია!
- კაი გასაგებია!
- ჯინ!
- უჰუმ?
- ოთახიდან გასვლას არ აპირებ?
- რატო გემრიელი საწოლი გაქ!
ბიჭი ჯერ მარცხნივ გადაბრუნდა, შემდეგ მარჯვნივ და ნამჯუნს დაეჯღანა...
- ნამეტანი ხომ არ მოდუნდი?
- ჰა?
ნამჯუნი ბიჭთან ჩქარა მივიდა შემდეგ ხელები დაუჭირა და ზევიდან მოექცა, ჯინმა თვალები იმხელაზე გაააფართოვა გეგონება ახლა გუგები გადმოეყრებაო..
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- ძალიან მოდუნდი! ჩემი თვალებიდან ერთი ორი ცრემლი დაინახე და გგონია ისე მოიქცევი როგორც გინდა?
- კაი ხო კაი გამიშვი!
- ....
ნამჯუნი რამდენიმე წუთი აკვირდებოდა, ბიჭის თვალებს, შემდეგ მის სახეს,ცხვირს და ბოლოს მის ტუჩებზე შეჩერდა, ერთჯ ხელი მის წელზე ჩააცურა რაზეც ქერათმიანი შეკრთდა..
- გეყოფა!
- ლამაზი ხარ!
- ვიცი!
- იცი რომ ეს სილამაზე გღუპავს?
- ......
- კანიც ისეთი ნაზი და თეთრი გაქვს!
- კარგი ნამჯუნ გეყოფა!
ნამჯუნი მის სახეს მიუახლოვდა, ჯინმა სახე გვერდით გადაწია, უფროსს გაეღიმა და წამოდგა...
- შეგიძლია გახვიდე! თეჰიონს დაველაპარაკები!
- კარგი...
ჯინი უცებ გაიქცა, მეორე სართულზე ავარდა თუ არა თავის ოთახში ჩაიკეტა და მუხლებზე ჩაიკეცა..." ჯანდაბა ჯანდაბა ცოტაც და ალბათ გული ამომივარდებოდა"
- ჯინ რა გჭირს?
- არაფერი ჰოსოკ!
ბიჭი წამოდგა და სააბაზანოში ჩაიკეტა, რამდენიმე წუთი იქ იყო და მის წითელ სახეს ცივ წყალს ასხავდა..

ნამჯუნი თეჰიონთან საღამოს ავიდა, თუმცა კარები ჩაკეტილი დახვდა, რამდენიმეჯერ დააკაკუნა რის ხმაზეც მეორე ოთახიდან ბიძამისი გამოვიდა..
- რა ხდება ნამჯუნ?
- არაფერი ბიძია თეჰიონთან დალაპარაკება მსურს
- აჰჰ კარგი!
მამაკაცი უკან შებრუნდა, ნამჯუნმა კი კაკუნი გააგრძელა..
- თეჰიონ ვიცი რომ მანდ ხარ კარგი გააღე სანამ შემოგიმტვრიე!
ისევ უხმო პასუხი, ნამჯუნმა კარები მაინც გააღო, შიგნით შესულს კი თეჰიონი ლოგინში დახვდა, ჩაწითლებული თვალებით...
- თეჰიონ?!
- ძმაო?
თეჰიონი ლოგინიდან წამოვარდა შემდეგ წაბარბაცდა ძირს დაენარცხა, ნამჯუნმა ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ როჯერსთან დარეკა, რომელიც მათთან ნახევარ საათში გაჩნდა, უმცროს ბატონს გადასხმა გაუკეთა..
- იუნგი თეჰიონის ოთახი გაჩხრიკე და ჯონგუკიც მოათრიეთ სადაც არ უნდა იყოს!
მკაცრი და მრისხანე ნამჯუნი ისევ დაბრუნდა, ჯინმა შეატყო როგორ შეიცვალა ის ადამიანი ვინც მის მხრებზე ტიროდა, ის ახლა ისევ ისეთი უდრეკი,უხეში და დაუმარცხებელს გავდა.. ჯონგუკი როგორც კი მოიყვანეს თეჰიონის ოთახში აიყვანეს, ბიჭი კანკალებდა, მარკი წინ გაუძღვა...
- ნამჯუნ მოვიყვანეთ!
- შენ!
ჯონგუკმა როცა თეჰიონი დაინახა მიხვდა ახლა რაც მოხდებოდა, იუჯი ისეთი განრისხებული იყო ახალგაზრდას ყელში ეცა და კინაღამ ყველას წინ გამოასალმა სიცოცხლეს...
- მამა დამშვიდდი!
- როგორ? როგორ ნამჯუნ!!!!
- დამშვიდდი!
ნამჯუნის ბოხმა და უხეშმა ხმამ თვით იუჯიც კი შეაშინა, მამაკაცმა მის გამოხედვაში სულისშემძვრელი სიბრაზე ამოიკითხა....
- შენ! გამომყვები, თეჰიონს მიხედეთ ბიძია მამას ყურადღება მიაქციე ძალიან გთხოვ!
- კარგი ნამჯუნ ნუ ნერვიულობ!
- როჯერსი აქ იქნება!
- კი კი რას ამბობ სანამ არ გამოფხიზლდება არსად წავალ!
ნამჯუნი ჯონგუკს წინ გაუძღვა, შემდეგ თავის კაბინეტში შევიდა, ჯინი უკან გამოყვა სურდა გაეგო რა მოხდებოდა თან ეშინოდა ბავშვი არ მოკლასო...
- ახლა შენგან ახსნა განმარტებას ველი!
- ვერ გავიგე რის ახსნა განმარტებას თეს რა სჭირდა?
- თავს იდებილებ? ნუ გეშინია არ მოგკლავ! უბრალოდ დაგსჯი სულ ესაა!
- არ მესმის ჰიონ ნამდვილად ვერ გავიგე?
- შენ მიეცი თეჰიონს ნარკოტიკები?
- არა ჰიონ? რა სისუ...
- მადებილებ? გგონია შტერი ვარ?
- ჰიონ არა მე არ მიმიცია!
- მხოლოდ შენ მოდიხარ და გადიხარ ამ სახლიდან! აბა ვინ მისცემდა! გინდა თქვა რომ თეჰიონმა ნარკოტიკები თავისით გამოჩეკა?
- არა ჰიონ მე მართლა არ მიმიცია მე...
- რა შენ რა შენ!
- არც ვიცოდი!
უცებ კარზე კაკუნია ხმა გაისმა...
- ჯანდაბა შემოდი!
ოთახში ჯინი შემოვიდა..
- რა ჯანდაბა გინდა?
- ჯონგუკ შენ მართლა არ მიგიცია?
- არა ჰიონ მართლა ჯინ ჰიონ!
- მაშინ ნამჯუნ ეს უნდა განახო!
- რა?
- ვიცი რო განრისხდები მაგრამ იქამდე მეც ვერ მივხვდი!
- რა ამოღერღე!
- ეს დაცვა!
ჯინმა ნამჯუნს ტელეფონი გაუწოდა და დაცვის ფოტო ანახა..
- ხო მერე?
- თეჰიონი მასთან ხშირად დადიოდა ეს ოთხი დღე, თუ ჯონგუკს არ მიუცია მაშინ ის მისცემდა!
- და ამას ახლა მეუბნები?
- მეგონა ჯონგუკს მოჰქონდა არ მიფიქრია რომ შენი დაცვა ..
ნამჯუნი ოთახიდან გავიდა და ზუსტად იმ დაცვას ეცა რომელიც ფოტოზე იყო...
- ესეიგი შენ აძლევდი ამ ნაგავს?
- ბოსს რას გულისხმობთ!
- მარკ!
- დიახ სერ!
- წაათრიე!
- ახლავე...
მარკმა მამაკაცი წაიყვანა, ნამჯუნი კი ოდნავ დაწყნარდა..
- მადლობა თქვი თორემ იქვე მოგკლავდი ჯონგუკ!
- ჰიონ მე მართლა არ ვიცოდი!
ის დაცვა რომელსაც ნარკოტიკები შემოჰქონდა, თეჰიონისთვის ნამჯუნმა ისე გალახა ფეხზე ვერ დგებოდა, შემდეგ კი სახლიდან გააგდო, ყველა იქ მომუშავე მკაცრად გააფრთხილა, მეორედ ასეთი შეცდომა არ დაუშვათო... მეორე დღეს მასთან ჯიმინი და პერთი გამოცხადდნენ..
- უფროსო ნამჯუნ როდის შევუდგე თქვენს დავალებას და შეიძლება ამ ლაზღანდარასთან არ ვიმუშაო?
- ლაზღანდარა?
- ეს ჰაკერი!
- უკაცრავად?
- დიახ!
ჯიმინი და პერთი სულ კინკლაობდნენ მას შემდეგ რაც ერთმანეთი გაიცნეს..
- ჯიმინ რაც დაგავალე ის საქმე შეგიძლია დღესვე დაიწყო, პერთთან თანამშრობლობა კი თხივნა კი არა ბრძანებაა!
- გასაგებია...
კიდევ რამდენიმე დღე ნამჯუნი სამუშაოზე არ საუბრობდა, თუმცა საქმეში უნდა დაბრუნებულიყო, ასე ვერ მოტყდებოდა, ამიტომ რამდენიმე დღეში ჰერას სასტუმროს დიდ დარბაზსში ყველა მაფიოზი მიიწვია რომლებიც ჩამოვიდნენ, დიდი საქმე იდგა წინ რომელიც სახიფათო და ამავდროს ძალიან მომგებიანი იყო....

 love in darknessTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang