თავი 23

22 5 0
                                    

ჰოსოკი მთელი სიჩქარით შევარდა, შენობის ეზოში, რამდენიმე დაცვა გადაეღობა თუმცა მისი ჩხუბის სტილი მათ გავლაში დაეხმარა, როცა ადგილზე მივიდა, ძირს დავარდნილი იუნგი დაინახა, წინ ნამჯუნი ედგა რომელიც იარაღს დინარიოს უმიზნებდა..
- შეწყვიტეთ!
ბიჭმა მთელი ხმით დაიღრიალა და უფროსებს მივარდა...
- ჰოსოკ აქ რა გინდა?
- ჯინ? ახლა ამის დრო არ არის, თქვენ ყველა დებილები ხართ მაფიოზები კი არა!
- რას ლაყბობ ბავშვო!
- რას ვლაყბობ? ეი ნამჯუნ ტელეფონს უპასუხე როცა გირეკავენ, და შენ!
ბიჭი იუნგის მიუახლოვდა და მუცელში წიხლი უთავაზა....
- როცა გეუბნები საქმე მაქვსთქო ესეიგი სერიოზული საქმე მაქვს გაიგე!!!! 3ზე უკვე გვიანი იქნებოდა
- ჰია...
იუნგი დარტყმისგან გაითიშა, ჰოსოკი ახლა მაფიოზებს შეუბრუნდა რომლებიც გაკვირვებულები გაჰყურებდნენ..
- რას მიყურებთ? იმ ახვარმა იუნგი იმ დღეს იცნო იმოტომ გამოგზავნეს მკვლელები! როჯერსმა დაგაპირისპირათ დღეს გავიგე ყველაფერი!
- როგორ დაგიჯეროთ?
- მოკლედ აკრძალულ ჩხუბებში ვიღებ მონაწილეობას, ჩემი ერთერთი მეგობარი, რომელიც მათ რიგებშია დღეს მეუბნებოდა რომ როჯერსი მისი უფროსი მაფიოზებს ერთ დარტყმაში მოიშორებდა, როცა დავფიქრდი ვის გულისხმობდა თქვენ გამახსენდით.. მინდოდა იუნგი გამეფრთხილებინა თუმცა ეტყობა დავიგვიანე რადგან იმ დროისთვის მას ამ მოხუცის ხალხი უკვე მოკლული ყავდა, მოღალატე გყავს მაგრამ ეს იუნგი ნამდვილად არ არის!
- ვიცი!
- ჰა?
- ვიცი რომ არ მიღალატებდა! მეგონა დინარიომ მიღალატა ამიტომ მისი მოკვლა მინდოდა!
- მსახიობი ბრძანდებით ბატონო ნამჯუნ!
ჟაკმა ამოისუნთქა, შემდეგ ნამჯუნიც დაწყნარდა, ექიმ როჯერს დაურეკეს რომ იუნგისთან მოსულიყო, ბიჭი იმდენად იყო გალახული, ძლივს დაბინტა..
- მოკლედ არ ვიცი ვინ გალახა მაგრამ ცოტახნით საქმეს ჩამოაშორე ვერ დაგიცავს!
- გასაგებია მადლობა რომ ასე ჩქარა მოხვედი!
- ხომ იცი რომ ექსპრესს ექიმი ვარ!
როჯერსი 1 საათის მერე წავიდა..
- ჯინი ბოდიში რომ არ გითხარი
- არ მჯერა რომ ამ ბრძოლებში იღებ მონაწილეობას და მე არ მითხარი!
- ბოდიში არ მინდოდა გენერვიულა..
- რას ქვია მენერვიულა შენ გიჟი ხარ? კაპიკი არ მქონდა იქ ვიშოვიდი ნაგავი ხარ მეტი არაფერი და შენ თავს მეგობარს უწოდებ?????
- ჯინ
ჰოსოკმა შუბლზე ხელის გული დაიდო, შემდეგ კი ნამჯუნს გახედა..
- შენი მეგობარი ის თუ მათ რიგებშია! ეს საიდუმლო როგორ გაგანდო?
- ვერ ვიტყვი ვერ გავცემ!
- რატომ?
- ბოდიშით მაგრამ აქ მყოფი ადამიანებისგან მხოლოდ ჯინს ვენდობი!
- გასაგებია..
დონ ჟაკმა და დინარიომ ბოდიშებით გაისტუმრეს ნამჯუნი, ბიჭმა პერთი გამოიძახა და დიდი მანქანით წაიყვანა დაბინტული იუნგი.. თუმცა როცა სახლში მივიდნენ ჰოსოკი თავის კაბინეტში მოიხმო..
- ჰოსოკ უნდა მითხრა რატომ გენდო ის ადამიანი!
- ვერ ვიტყვი!
- ხომ იცი რომ ყველგან ვირთხები გვყავს...
სანამ ნამჯუნმა სიტყვა დაასრულა, ჰოსოკის ტელეფონმა დარეკა..
- გისმენ!
* ჰოსოკ მოაგვარე?*
- კი ნუ ნერვიულობ!
* მანქანით მოდი და წამიყვანე*
- რა ხდება?
* ყველაფერს აგიხსნი  ახლავე ჩაჯექი მანქანაში შენი წიწილა წამოიყვანე*
- ხომ გითხარი ....
* ახლავე წამოდი ჰოსოკ დაჭრილი ვარ!*
- რა!? კარგი სად ხარ!
* ჩვენს ადგილას*
- მოვდივარ!
ჰოსოკმა ნამჯუნს ახედა..
- თქვენი მანქანა შეგიძლიათ რომ მათხოვით! ჩემი მეგობარი საფრთხეშია!
- ხალხს გაგაყოლებ!
- ხალხი არ მჭირდება ჯინი მჭირდება და მანქანა!
- ჯინი?
- ოჰ ბატონო ნამჯუნ ვგონებ ჩემ მეგობარს საერთოდ არ იცნობთ!
ნამჯუნმა, ჰოსოკს მანქანა მისცა, შემდეგ კი ჯინის დაყოლიების ეტაპი დადგა..
- ჯინ უნდა წამოხვიდე მოკლავენ!
- შენც კარგად გაართმევ თავს ნამჯუნიც ხალხს გაგაყოლებ მე რაში გჭირდები?
- შენ გვჭირდები წიწილა!
ჯინს სახეზე იმდენად სერიოზული სახე დაეტყო, ნამჯუნი გაკვირვებული უყურებდა ნუთუ პერთს რამე გამორჩა?
- ხომ იცი რომ ეს სახელი მძულს!
- კაი ხო მისტერ მსოფლიო მაშინ !
- კარგი კარგი! წავიდეთ!
- მეც..
- შენ არა! შენ დარჩი იქ ყველა გიცნობს!
- შენ ვერ მიბრძანებ რა უნდა ვქნა და რა არა!
- ჰოსოკი მართალს ამბობს არაფერი გვინდა მხოლოდ მანქანა გვათხოვე ჰოსოკის ჯანჯღარებს!
- კარგი...

 love in darknessOnde histórias criam vida. Descubra agora