1

21 4 5
                                    

არც კი ვიცი რა მინდა, ჩემი მიზნები სურვილები მოტივაცია თითქოს ყველაფერი ქარს გავატანე რაც მე საერთოდ არ მსურდა. განა დიდი განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის? რა თქმა უნდა ასეცაა არსებობა- ეს ყველა ადამიანის მდგომარეობაა, თუმცა ყველა ვერ დაიკვეხნის ცხოვრებით. მიკვირს ჩვენ ცხოვრებაში უფრო მეტი ზეგავლენა უცხო პირებს რატომ აქვთ ვიდრე ჩვენივე საკუთარ თავს? რატომაა გადამწყვეტი ხალხის აზრი და პრიორიტეტული როდის მერე გახდა წარმოდგენა ჩვენზე სხვის თვალში იმის ნაცვლად რომ საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები და სინდისს დამშვიდებულნი, იმის ნაცვლად რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ინტერესებზე იყოს მორგებული ყველაფერს ხალხის აზრსა და ჰომოფობიას ვწირავ, მძულს საკუთარი თავი, მძულს რადგან ვარ განსხვავებული, ოჯახის ლაფში ამომსვრელი თუმცა მაინც სადღაც გულის კუნჭულში ამაყი იმით რაც გამაჩნია იმ ერთის მიმართ. მრცხვენია საკუთარი თავის, ის ვიგრძენი მეგობრის მიმართ რაც არც კი უნდა გამევლო გონებაში, საკუთარ თავს ვკარგავ, ცხოვრებას ვკარგავ და არც კი ვიცი საკუთარ თავს რით ვუშველო.
ეს კიმ თეჰიონია
მოგესალმებით ჩემს ზღაპრულ სამყაროში

უნივერსიტეტში მისვლისთანავე ჩემი თვალები ჩემდაუნებურად მის ძებნას იწყებენ, ვიცი მარტო არ დამხვდება და დაფლეთილი გული კიდევ უფრო გამინადგურდება, თუმცა არაუშავს, მისი ხილვა ამად ღირს. აი ისიც მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა ჩემ წინაშე, ჩემი გულის ბატონ-პატრონი, პატარა ღიმილით თავი დამიკრა და გვერდი შავთმიანი გოგონას გვერდით დაიკავა. ბოლოს გუშინ წინ ვნახე, თურმე როგორ მომნატრებია და ეს მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ჩემმა თვალებმა მის სილუეტს რომ მოჰკრა თვალი რამაც ჩემს გულში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ჩემდა დაუკითხავად იმ უცნაურმა გრძნობამ დამრია ხელი ხალხი მონატრებას რომ უწოდებს. მის ცქერაში დრო ისე მალე გავიდა ლექციის დაწყება მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე ჩემმა გონებაგაფანტულობამ ლექტორისგან შენიშვნა რომ მიმაღებინა. ლექცია დასრულდა, ის კი არც კი დამლოდებია, კლასი იმავე გოგონასთან ერთად დატოვა ვის გვერდითაც გაატარა ლექციის პერიოდი და სავარაუდოდ ის ორი დღეც გაუჩინარებული რომ მეგონა და სახლში ნერვიულობისგან სულს ვღაფავდი. არც კი
ახსოვს ჩემი არსებობა. ჩანთა ჩავალაგე
და სახლისკენ გავეშურე თუმცა გზად ის
შემხვდა, სასტიკად ცუდად ვიყავი მასთან
საუბარი კი ამ ყველაფერს გააუარესებდა.
ხო ალბათ მიხვდებოდით, ის გოგონა მისი
შეყვარებულია, მე კი ერთ დროს ახლო
მეგობარი ახლა არაფრად ვუღირვარ და
საერთოდ გამარჯობასაც ალბათ
სინდისის ქენჯნის გამო მეუბნება,
ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა რაც
ის გოგო გაიცნო. აღარ ჩავუღრმავდები,
ახლანდელ დროს დავუბრუნდეთ

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 28 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

last letter | 𐤀Where stories live. Discover now