ცვივა გულის ყვავილები და მხოლოდ ხმელი შტოები რჩება დღის დასალიერზე. ასეთია ცხოვრების კანონი... ვერავინ გაექცევა, ვერავინ შეცვლის თუმცა ხანდახან ქარიშხალი უდროო დროს მთავრდება და დილაალიონზე მიმოფანტავს ყვავილის ფურცლებს. რა უსამართლობაა, მოკვდე ნაადრევი სიკვდილით, ჩაინთქა , ჩაიხრჩო სიყვარულის მორევში. მაგრამ, აბა , რა გამოლევს, ამქვეყნად ასეთ შეშლილებს!
1 part